ქართველი ემიგრანტის მიმართვა: დაგვაბრუნეთ სანამ გული ქართველობს…

emigrantebiბედის უკუღმა ტრიალმა მსოფლიოს ერთი უძველესი და გამორჩეული ერის მეოთხედი მიმოფანტა მსოფლიოს მრავალ კუთხეში, უკვე ოცი წელია, უამრავი ქართველი ოჯახების შიმშილისაგან გადასაჩენად, ნათესავთა დასახმარებლად , ნაცნობ-მეგობართა მხარში დასადგომად დაშორებულია სამშობლოს. მათი ყოველი დღე ყოველი წუთი საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნების სურვილით არის განმსჭვალული.

გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა, აფხაზეთის მკვიდრმა თეიმურაზ გუმბერიძემ  თავისი ტკივილი „თეთრებისადმი“ გამოგზავნილ წერილში ემიგრანტი პოეტ გიული ჩქარეულის ლექსით (კონოფილმიდან “ფესვები”) გამოხატა:

„ყველა ემიგრანტს- დაგვაბრუნეთ სანამ გული,ქართველობს და სულიც მხნეობს, ვიდრე არ ვართ დაკარგულნი და სამშობლო სულში მზეობს! დაგვაბრუნეთ სანამ გვახსოვს,ჩვენი ტაძრის ლოცვის მადლი, ვიდრე ეჭვი არ ჩააქრობს, რწმენას,ენას,სხვაზე გაცვლილს! დაგვაბრუნეთ სანამ დროა,ვიდრე რწმენა გვითბობს გულებს, სანამ შეგვჭამს უცხოთ ხროვა,სანამ მოძმე გვიორგულებს! დაგვა…ბრუნეთ ჩვენს ოჯახთან,განშორებამ დაგვაბერა, მუხლს მოვიყრით ჩვენს ოთახთან,ცეცხლს დავუნთებთ ჩამქრალ კერას!დაგვაბრუნეთ სანამ შვილებს,კიდევ ახსოვთ დედის სითბო, მხოლოდ ეს თუ დაგვამშვიდებს,მონატრებულ შვილებს ვითხოვთ!დაგვაბრუნეთ გვირჩევნია,დაგვაყაროს მიწა შვილმა, ვიდრე ყური მისჩვევია,,,დედა,,გვითხრას სხვისმა შვილმა! შვილის თვალებს შეგვაგუეთ,დედის ხელით დაგვაპურეთ! დაგვაბრუნეთ გვირჩევნია,ხატთან უფლის ჯვარს გავეკრათ სიკვდილი თუ გვიწერია მშობელ მიწას გულს ჩავეკრათ!“

ამაზე უკეთ შეუძლებელია ემიგრანტთა დღევანდელი ტკივილიანი განწყობის გამოხატვა.

გასულ წელს ქართველმა ემიგრანტებმა მიიღეს მიმართვა ხელისუფლებისადმი, „ემიგრანტთა განწყობა – გადაძახილი“, რომელშიც ყურადღება იყო გამახვილებული ემიგრანტების პრობლემებზე, ასევე იყო გამოთქმული სურვილი, რათა უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები მეტად ყოფილიყვნენ ჩართულები ქვეყნის პოლიტიკურ, თუ ეკონომიკურ ცოხვრებაში. დოკუმენტი გადაეგზავნა დიასპორების საკითხში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, სახელმწიფო სტრუქტურებს, სამწუხაროდ მიმართვა უპასუხოდ დარჩა. ვაქვეყნებთ რა ქართველი ემიგრანტის წერილს, ჩვენ კვლავ გვსურს ხელისუფლებას მოვუწოდოთ, რათა სათანადო ყურადღება მიაქციოს სამშობლოსაგან გადახვეწილ ასიათასობით საქართველოს მოქალაქეს და მათი პრობლემები დროულად გადაჭრას. საქართველოსთვის ყოველი მოქალაქე ძვირფასი და დასაფასებელია. ემიგრანტები უნდა დაუბრუნდნენ საქართველოს, ასეთია ქართველი ხალხის ნება, ასეთია საქართველოს პატრიარქის მოწოდება.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *