(პირველი)ჰილარი კლინტონისა და ჯონ ტეფტის საიდუმლო მიმოწერა საქართველოში იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებით

 

119davit_kezerashvili_იარაღით უკანონო ვაჭრობაში ეჭვმიტანილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის კუთვნილი ოფშორული ფირმებისა და ანგარიშების შესახებ ყოველდღიურად ახალახალი ინფორმაციები ვრცელდება. 

როგორც ირკვევა, კეზერაშვილისა და მისი მთავრობის უკანონო საქმიანობით ამეკრიკის სახელმწიფო დეპარტამენტიც იყო დაინტერესებული. „…ის სპეცრეისით ჩამოიყვანეს საფრანგეთიდან, ომის დაწყების დღეს ქვეყანაში არ იმყოფებოდა, როცა მასთან კაბინეტში ადამიანთა გარკვეული ჯგუფი შევიდა, კონკრეტული სამოქმედო გეგმით, კეზერაშვილმა მათ განუცხადა, სულ ფეხებზე მკიდია თქვენი გეგმაც და ეს ომიცო. სააკაშვილს თავის წერილში კეზერაშვილი ნამდვილ წმინდანად გამოჰყავს, თუმცა ყველას გვახსოვს კოდუას დაკვეთით გაკეთებული ფარული ჩანაწერი, სადაც ფინანსური პოლიციის მაშინდელი შეფი განგრეულ კაიფშია და თავის მძღოლს კიდევ ერთი „ბაიანის“ ამოტანას ავალებს. კიდევ უფრო სერიოზული ბრალი პირველად სწორედ ამ ჩანაწერიდან გამოიკვეთა, როცა კეზერაშვილი მანქანების არასწორ ტენდერებში გამოიჭირა კოდუას უწყებამ და მის საქმიანობაში კორუფციის ნიშნები აღმოაჩინა. ამის მიუხედავად, კეზერაშვილი არავის დაუსჯია… მისი „მოღვაწეობის“ პიკს კი იარაღით უკანონო ვაჭრობას უკავშირებენ“ – წერს გაზეთი „ქრონიკა“ და ჰილარი კლინტონისა და ჯონ ტეფტის გასაიდუმლოებულ წერილებს აქვეყნებს. საქართველოში იარაღის კონტრაბანდასთან დაკავშირებით ეჭვს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიც გამოთქვამდა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაში პირდაპირ ეწერა, რომ საქართველო იქცა იარაღის კონტრაბანდის ადგილად და დერეფნად. აშშ-ის მაშინდელი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი გასაიდუმლოებულ წერილს უგზავნის აშშ-ის იმდროინდელ ელჩს ჯონ ტეფტს. „მივმართავ ამკერიკის სახელმწიფო სამდივნოს, ამერიკის საელჩოს საქართველოში… წერილი არის სენსიტიური და ყველას გაფრთხილებთ, რომ ეს არის შიდა მოხმარებისთვის. თბილისში ნიკოლ ობრაიენს („ეფ-ბი-აი“-ს წარმომადგენელი) მოეთხოვა სავაჭრო სალიცენზიო კონტროლის განხორციელება, შემდეგ ლიცენზიაზე 05080371, ჭურვებისა და შაშხანების ექსპორტზე საქართველოში.

შემოწმება განხორციელდეს 30 დღის განმავლობაში, რაც გავლენას მოახდენს მიმდინარე და სამომავლო ლიცენზიებზე, ამ მოთხოვნის მიზანი სეიშელის კუნძულებზე დაფუძნებული კომპანია „ბელთრეიდინგისა“ და „კონსალტინგის“ გადამოწმებაა, რომელიც მუშაობდა ბულგარეთის ინდუსტრიულ კომპანია „ბი-ეი-ემ“-თან, რათა შეესყიდა შაშხანები „ემ-4“ და „ემ-203“ ჭურვები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით. მოგეთხოვებათ „ბელთრეიდინგისა“ და „კონსალტინგის“ შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის მოწოდება. ჩვენ ვამოწმებთ იმ პირების კეთილსინდისიერებას, ვინც ჩართულია იარაღის ექსპორტსა და იმპორტში. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ყველა ინფორმაცია, რაც დაეხმარება ამერიკის მთავრობას, გასწიოს მონიტორინგი ამერიკული თავდაცვის კუთხით. ეს კიდევ გაამყარებს ჩვენ ნდობას, იარაღით სავაჭრო ურთიერთობებში. რა ურთიერთობები გააჩნია „ბელთრეიდინგს“ საქართველოს მთავრობასთან და თავდაცვის სამინისტროსთან… კლინტონის წერილის დასასრულს მითითებულია საქმის ნომერი… ლიცენზიის ღირებულება 6 მილიონ 600 ათასი დოლარს შეადგენს, საქმეში ფიგურირებს „ბელთრეიდინგი“ და „კონსალტინგი“, რომელიც მდებარეობს სეიშელის კუნძულებზე, სამხედრო შეიარაღების საბოლოო მომხმარებელი არის საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. გადარიცხავას ხელს აწერენ მამუკა მუჯირი, ზაზა გოგავა, არკადი ალმენდიევი, „ბილთრეიდინგი“ და „კონსალტინგი“ 2008 წლის 11 აპრილი. ჰილარი კლინტონს საქართველოდან ეგზავნება აშშ-ის ყოფილი ელჩის ჯონ ტეფტის საიდუმლო პასუხი. „თავდაცვის სამინისტროსა და „ბელთრეიდინგს“ შორის დადებულ ხელშეკრულებებზე დასმულია რამდენიმე კითხვა. როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილე ოთარ ბერძენიშვილი განმიმარტავს, „ბელთრეიდინი“ არის უკრაინული კომპანია, რომელიც დაფუძნებულია სეიშელში, „ბელთრეიდინგსა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებობს საქმიანი ურთიერთობა ჯერ კიდევ 2006 წლიდან. თავდაცვის სამინისტრომ დადო არაერთი კონტრაქტი ამ კომპანიასთან, ბერძენილი არ არის კმაყოფილი „ბელთრეიდინგის“ მიერ შესრულებული სამუშაოთი. მას სურს შეწყვიტოს თავდაცვის სამინისტრომ ამ კომპანიასთან საქმიანობა, ოღონდ ისე, რომ არ დაიკარგოს საქართველოს მთავრობის თანხები, რაც უკვე გადახდილია. ბერძენიშვილი შეშფოთებას გამოთქვამს „ბელთრეიდინგსა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებულ კონტრაქტებზე. მისი თქმით, ეს საქმიანობა არ არის გამჭვირვალე, ანგარიშვალდებულებების ნაკლებობაა, „ბელთრეიდინგში“ დაწესებულია მაღალი საკომისიო განაკვეთი, რაც სტანდარტებს სცილდება. ბერძენიშვილი ეჭვობს, რომ „ბელთრეიდინგში“ ილექება საქართველოდან წასული დიდი თანხები, მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვების კონტრაქტები წინ არ წასულა. ზოგიერთ შემთხვევაში ლიცენზიებიც კი უარყოფილ იქნა. „ბელთრეიდინგში“ მაინც დარჩება თანხები, მიუხედავად იმისა, ტვირთი მიწოდებული იქნება თუ არა ადრესატამდე…“

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *