თემურ შაშიაშვილი: “მართვადი მდიდრები”ურჩევნიათ ქვეყნის პოლიტიკურად დამპყრობ უცხოელებს

temiri

„თეთრების“ ლიდერის, თემურ შაშიაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ბიზნესის განთავისუფლების კუთხით გარკვეული სასიკეთო ცვლილებებია, ბიზნესმენთა მნიშვნელოვან ნაწილში  იმედგაცრუება იგრძნობა. დღეისათვის  ქვეყანაში არ არის შექმნილი ეკონომიკური წინსვლისთვის აუცილებელი წინაპირობა –  კონკურენტული გარემო.

„თეთრებიის“ ლიდერს მიაჩნია, რომ ქართული ოცნება სამწუხაროდ ემსგავსება  ნაცმოძრაობას ტრედიციებს ქვეყნის ბიუჯეტის შესრულების კუთხით.  ამის შესახებ თეთრები ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს აცხადებდნენ, როცა ბიუჯეტის დამტკიცება ხდებოდა.

ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ თემურ შაშიაშვილის განცხადებაში ნათქვამია:

„გრძელდება ბიზნესმენთა ბრძოლა ხელისუფლების კეთილი განწყობის მოპოვებისათვის…გრძელდება ე.წ.“ მეგობართა ბიზნესის“ მხარდაჭერა… ნაიონალების მავნე ტრადიცია ბიუჯეტის შევსებისა გადასახადების წინასწარ ამოღების გზით..

შეუძლებელია, ამის შესახებ არ იცოდეს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. თუ არ იცის, უარესი მისთვის და სამწუხაროდ ქვეყნისთვის…

 შეუძლებელია ბატონმა ივანიშვილმა  არ იცოდეს,  რომ ქვეყანაში არ არის გადაწყვეტილი მთავარი-არ არის შექმნილი კონკურენტული გარემო;  რომ მის ნათესავებთან ბიზნესმენთა რიგი დგას – ბიზნესმენები კეთილგანწყობას ყიდულობენ;    რომ გრძელდება უმაღლეს ხელისუფალთა ოჯახის წევრებისა და  ახლობლების პარპაში ბიზნესში;  რომ  ე.წ. სააკაშვილის ბიზნესმენებმა (ჩვენი დროის მეჯღანუაშვილებმა)  მშვენივრად  დაალაგეს საქმეები მის გარემოცვასთან?

დარწმუნებული ვარ, ბატონმა ივანიშვილმა ყველაფერი იცის, მაგრამ, სამწუხაროდ საქართველოში ვერავინ ამაღლდა ფულზე… მწარე რეალობაა, რომ ფულით დაპატარავებულნი ყელყელაობენ დღეს საქართველოში. ქვეყნის პოლიტიკურად დამპყრობ უცხოელებს “მართვადი მდიდრები”ურჩევნიათ მათ მიერ უმართავ ეროვნული განწყობის პოლიტიკოსებს…

ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ლამის „თეთრების“ ძირითად პოსტულატებად ქცეულ ჭეშმარიტებებს: მომავალი აქვს იმ ქვეყანას, სადაც ხელისუფლება ეყრდნობა მეცნიერებას...სადაც მხარს უჭერენ ძლიერს და ეხმარებიან გაჭირვებულს...სადაც ხელისგულზე ჰყავთ მასწავლებელი და მეწარმე და ფეხქვეს ეგებიან ბავშვს…ასეთი მხოლოდ ის ხელისუფლება შეიძლება იყოს, რომელიც არ იმართება ქვეყნის გარედან, რომლისთვისაც მთავარია საკუთარი ქვეყნის ხალხის ინტერესები და განწყობა და არა კეკლუცობა უცხოელ პოლიტიკოსთა წინაშე…ამას ყალბები აკეთებენ… სამწუხაროდ ისინი სჭარბობენ ქართულ პოლიტიკაში უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში.

“მართვადი ბიზნესმენებისათვის”  მსოფლიო მაფიამ  შექმნა ე.წ. “თავისუფალი ეკონომიკური ზონები ” რეალურად  კი –  “პოლიტიკური ზონები”. ეს  დიდი განხილვის თემაა… დაფიქრებისათვის ერთი მაგალითიც კი საკმარისია -‘ნაცმოძრაობის” დამფინანსებლები: კეზერაშვილი, ბეჟუაშვილი და  სხვები,  სააკაშვილის ჩათვლით ე.წ „თავისუფალი ეკონომიკური“ ზონების პოლიტიკური ფულით დაეუფლნენ ქვეყანაში ძალაუფლებას და საკუთარ  მონებად და მსახურებად აქციეს უამრავი შეჭირვებული მოქალაქე..

ეს არის მწარე რეალობა, რომელიც ჯერ არ არის გაცნობიერებული ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ მიერ და ტაბუდადებულია მოსყიდულ პოლიტიკოსთა მიერ…“ – ნათქვამია “თეთრების” ლიდერის განცხადებაში

პრეს-ცენტრი

26.01.2014წ

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *