ახალი მთავრობის ხარჯები – 55 000 ლარი რესტორნებისთვის, 10 ათასი – ძვირფასი კონიაკისთვის, 4 ათასი კოსტუმირებული დადგმის

 

55 000 ლარი რესტორნებისთვის – ისევ ხადურის სამინისტრო

სახელმწიფო ტენდერების დოკუმენტაციის მიხედვით, 2014 წელს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, სხვადასხვა რესტორნების მომსახურების შესყიდვაში 55 000 ლარი გადაიხადა. დოკუმენტაციის მიხედვით, უწყებას მომსახურებას, 4 რესტორანი გაუწევს. ერთ-ერთი ხელშეკრულება შემოსავლების სამსახურსა და ს.ს. „სასტუმრობისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი-ემ/გრუპ“-ს შორის გამორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიის კუთვნილებაში არსებული რესტორნები მომსახურებას, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს და სტუმრებს გაუწევენ. მომსახურების ღირებულება 30000 ლარია. 5000-ი ლარის ღირებულების მომსახურება შეიძინა უწყებამ, კომპანია შპს „ციტადელ+“ -ისგან. სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 000 ლარი იქნა გადახდილი, შპს „ჯი ემ თი მთაწმინდა“ -ს მომსახურებაში. აღნიშნულ ფასად კომპანიამ იკისრა ვალდებულება, მომსახურება გაუწიოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებსა და სტუმრებს რესტორან „ფუნიკულიორში“. უწყების მიერ მომსახურებისთვის 10 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა შპს „აჭარულ-ლაზურთანაც“.

 

 

 

10 ბოთლი კონიაკი და 34 264 ევრო – რაში ხარჯავს ფულს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 10 ბოთლი კონიაკის შესყიდვაში 1100 ლარი გადაიხადა. სახელმწიფო ტენდერების დოკუმენტაციის მიხედვით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მეორეს მხრივ ს.ს „სარაჯიშვილი“-ის შორის გაფორმდა ხელშეკრულება 10 ერთეული კონიაკი „სარაჯიშვილი XO“-ს შესყიდვაზე. ერთი ერთეული კონიაკის ღირებულება 110 ლარს შეადგენს. სახელმწიფო ტენდერების ამსახველი დოკუმენტაციის მიხედვით, გარდა ძვირადღირებული კონიაკის შესყიდვისა, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კომპანია „MB capital sevices GMBH“-სგან ქ. ბერლინში, ყოველწლიურ გამოფენა „მწვანე კვირეულში“ მონაწილეობის მიზნით, გამოფენის ორგანიზების მომსახურებას შეისყიდა. მომსახურების ღირებულება გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით 34 264 ევროა.

 

 

 

 

 

წულუკიანის სამინისტრო – 4000 ლარი კოსტიუმირებული დადგმისთვის

2014 წლის 8 იანვარს, საახალწლო ღონისძიებასთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს შენობაში, კოსტიუმირებული დადგმის განხორციელება უწყებას, 4000 ლარი დაუჯდა. სახელმწიფო ტენდერების დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ხელშეკრულება კოსტიუმირებული საღამოს მოწყობასთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ბურჭულაძესა და ივანე მაზმიაშვილს შორის გაფორმდა. დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნული თანხის საფასურად მომწოდებელმა საახლწლო ღონისძიებაზე, ორი კოსტიუმირებული დადგმა განახორციელა. ერთეულის ხანგრძლივობა 1 საათი და 30 წუთია. იუსტიციის სამინისტროს საახალწლო საღამოს, 9 კოსტიუმირებული გმირი და ილუზიონისტი აფორმებდა.

 

 

 

 

მასალა გამოქვეყნდა “პირველი რადიოს” საიტზე http://pirveliradio.ge

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *