(ასავალ დასავალი) კვირგვინოსანი – თემურ შაშიაშვილი

 

შეუძლებელია ბატონმა ივანიშვილმა  არ იცოდეს,  რომ ქვეყანაში არ არის გადაწყვეტილი მთავარი-არ არის შექმნილი კონკურენტული გარემო;  რომ მის ნათესავებთან ბიზნესმენთა რიგი დგას – ბიზნესმენები კეთილგანწყობას ყიდულობენ;    რომ გრძელდება უმაღლეს ხელისუფალთა ოჯახის წევრებისა და  ახლობლების პარპაში ბიზნესში;  რომ  ე.წ. სააკაშვილის ბიზნესმენებმა (ჩვენი დროის მეჯღანუაშვილებმა)  მშვენივრად  დაალაგეს საქმეები მის გარემოცვასთან.

ქვეყნის პოლიტიკურად დამპყრობ უცხოელებს “მართვადი მდიდრები”ურჩევნიათ მათ მიერ უმართავ ეროვნული განწყობის პოლიტიკოსებს…

ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ლამის „თეთრების“ ძირითად პოსტულატებად ქცეულ ჭეშმარიტებებს: მომავალი აქვს იმ ქვეყანას, სადაც ხელისუფლება ეყრდნობა მეცნიერებას...სადაც მხარს უჭერენ ძლიერს და ეხმარებიან გაჭირვებულს...სადაც ხელისგულზე ჰყავთ მასწავლებელი და მეწარმე და ფეხქვეს ეგებიან ბავშვს…ასეთი მხოლოდ ის ხელისუფლება შეიძლება იყოს, რომელიც არ იმართება ქვეყნის გარედან, რომლისთვისაც მთავარია საკუთარი ქვეყნის ხალხის ინტერესები და განწყობა და არა კეკლუცობა უცხოელ პოლიტიკოსთა წინაშე…

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *