(accent.ge)ვანო მერაბიშვილის სახელთან ასოცირებული საწარმოების სია


აღნიშნულ სიას “აქცენტი” უცვლელად გთავაზობთ.
შპს გლობალფარმი” დაფუძნების დღიდან (2005 წ) ჯამური ერთობლივი შემოსავალი 197, 809269 ლარი, კომპანიის დირექტორი ვანო მერაბიშვილის უახლოესი მეგობარი ანტონ ობოლაშვილი; შპს “დანი 2012” დაფუძნებულია 2012 წელს, მისი ჯამური შემოსავალი 4, 594206, სწორედ აღნიშნულ კომპანიას ეკუთვნის რესტორანი “ქართული სახლი”, დამფუძნებელი და 70%-იანი წილის მფლობელია მერაბიშვილის ნათესავი ლია ობოლაშვილი (მერაბიშვილი). შპს “ვეისმარკი” დაფუძნებულია 2010 წელს, ჯამური შემოსავალი 976 1 217 ლარი, საწარმოს თანამშრომელი და მმართველია ამირან მესხელის მეუღლე მარიამ მესხელი. შპს “პრიმა ვიტა” დაფუძნების დღიდან 2009 ჯამური შემოსავალი 4, 734 195 ლარი, საწარმო დაფუძნებულია ვანო მერაბიშვილის ახლო მეგობრის გელა ობოლაშვილის მიერ. ააიპ “მისწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია” დაფუძნებულია 2005 წელს, ჯამური შემოსავალი 27, 306, 100 ლარი, დამფუძნებელი ვანო მერაბიშვილის მიერ, ამჟამად მუშაობს თაკო სალაყაია. შპს “განაჯი 2012″ ერთობლივი შემოსავალი 30 255 ლარი, 50% ეკუთვნის ვანო მერაბიშვილის დას მარინე მერაბიშვილს. შპს ავტობრავა” 2011 წელს არის დაფუძნებული, ჯამური შემოსავალი 141 708 ლარი, დამფუძნებელი ივანე მერაბიშვილის დის ქმარი ირაკლი კობერიძე; შპს “დიბელი ჯგუფი”, დაფუძნებულია 2012 წელს ჯამური შემოსავალი 143 288ლარი, 75% – იანი წილის მფლობელია მერაბიშვილის დის ქმარი ირაკლი კობერიძე; შპს “ჩვენი რადიო” დაფუძნებულია 2004 წელს, ჯამური შემოსავალი 43 869 ლარი, საწარმოს 100% დამფუძნებელია მერაბიშვილის დის ქმარი ირაკლი კობერიძე, მასვე ეკუთვნის “ლ.ბ ინვესტ ჯგუფი” 2002 წელს დაფუძნებული, რომლის შემოსავალიც 29 72 84 86 ლარია, შპს “მიონი დეველოპმენტი” დაფუძნებულია 2009 წელს, შემოსავალი – 12 58 552 ლარი; შპს “ელექტრონული ტექნოლოგიები”, რომელიც 2005 წელს დაარსდა და მისი შემოსავალი – 35 72 480 ლარია; შპს “მესხეთი 2004” დაფუძნებულია 2005 წელს, შემოსავალი – 41 79 152 ლარი, ეკუთვნის ვანო მერაბიშვილის ახლო ნათესავსა და მეგობარს ანტონობოლაშვილს. შპს “ბიუთი ლაიფი” დაფუძნებულია 2009 წელს და შემოსავალია 12 81 05 ლარი, დამფუძნებელია მერაბიშვილის ნათესავი ლია ობოლაშვილი მერაბიშვილი, მასვე ეკუთვნის “შპს “ბეიბი ლენდი”, რომლოის ერთობლივი შემოსავალიც 20 2007 ლარია; “შპს ბათოილი”, 2006 წელს დაფუძნდა, შემოსავალი – 16 68 85366 ლარია და ვანო ერაბიშვილის ახლო მეგობარს ლუხუმ კაპანაძეს ეკუთვნის; შპს “ჯორჯიან ქარდ ბოარდი” 2009 წელს დაფუძნდა, შემოსავალი – 97 13 092 ლარი, კონტროლდებოდა ვანო მერაბიშვილის მერ. შპს “ევრაზია ტრანზიტი 2012” შემოსავალი – 1 120 253, 100% მეწილე ნიკა ლიპარტია, რეალური მმართველი ვანო მერაბიშვილი. შპს “ტაო” 2005 წელს დაარსდა, საერთო შემოსავალი 10 820 557 ლარია, ეკუთვნის ვანო მერაბიშვილის ბიძაშვილს ლევან თუმანიშვილს. შპს “მზიური საქართველო”, (სასურსათო ზეთის იმპროტი), შემოსავალი 37 882 655 ლარი, ეკუთვნის ივანიშვილის ახლო მეგობარს ლუხუმ კაპანაძეს. შპს “ახალციხე აგრო ფუდი” რეალურად ლუხუმ კაპანაძისა და ივანე მერაბიშვილის ბიზნესია”, – განაცხადა ალუღიშვილმა.



