(ასავალ-დასავალი) თემურ შაშიაშვილი: “ილია მეორე დღეს მართლმადიდებელი სამყაროს ყველაზე გავლენიანი და რეიტინგული ფიგურაა, ეს აგიჟებდა და აცოფებს სააკაშვილს, და როგორც ჩანს, სხვებსაც!”


tem“ასავალ-დასავალს” ესაუბრება პარტია “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი.

ბატონო თემურ, გვინდა არ გვინდა, ჩვენი საგაზეთო საუბარი ბიძინა ივანიშვილის მიერ საპატრიარქოს მისამართით გაკეთებული მკვეთრი განცხადებით უნდა დავიწყოთ!.. ვინ, ან რამ აიძულა ივანიშვილი ასეთი რამ ეთქვა მაშინ, როცა უწმინდესსა და ბატონ ივანიშვილს შორის ყოველთვის იდეალური ურთიერთობა იყო?

– გახსოვთ, ალბათ, უდიდესი ავტორიტეტითა და სიყვარულით მოვიდა ზვიად გამსახურდია. მაშინ ქვეყნის გარეთ ითქვა, რომ ბატონი ზვიადი დინების საწინააღმდეგოდ მოძრაობდა. რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის,რომ ქვეყანაში ეროვნული განწყობა ჩაეკლათ. და რამდენიმე თვეში ზვიად გამსახურდია დაემხოთ. ეს ჩვენთვის უნდა ყოფილიყო დიდი სიგნალი. მოვიდა შევარდნაძე თავისი დიდი საგარეო ავტორიტეტითა და იმედებით, მაგრამ რაც მოხდა და როგორც დაამთავრა, ვნახეთ. მოვიდა სააკაშვილი ასევე დიდი იმედითა დასაყოველთაო ეიფორიით, რომელმაც ყველაფერი იკადრა და გააკეთა იმისთვის,რომ  ზვიად გამსახურდიასა და შევარდნაძეზე მეტი ხმები აეღო, თუმცა, ვნახეთ მიშას საშინელი დასასრულიც, მოვიდა ბიძინა ივანიშვილი უსაზღვრო მხარდჭერითა და ნდობით, მაგრამ ვხედავთ, თუ რა სიტუაციაა ქვეყანაში. ყოველივე ზემოთქმულიდან რაღაც დასკვნა არ უნდა გავაკეთოთ და რაღაცაზე არ უნდა დავფიქრდეთ?..

“ვარდების რევოლუციამდე” ორი დღით ადრე შევარდნაძესთან გვქონდა პირისპირ საუბარი და, იცით, რა მითხრა?.. – სიკვდილამდე ვიქნები პრეზიდენტი, ის რომ გავაკეთო, რასაც მავალებენ, მაგრამ ეს რომ ვქნა, ქართველი ხალხი ჩემი გვარის სახსენებელს არ დატოვებს ქვეყანაში, საფლავშიც კი არ გამაჩერებენო და ამიტომაც მირჩევნია, წავიდეო!..

– მაინც, რას ავალებდნენ ასეთსო?… თუმცა მეტი რაღა უნდა დაევალებინათ, ბატონო თემურ, დააქცია და დაღუპა ქვეყანა!.. 

– უკვე გასაგებია, რასაც ავალებდნენ!.. ქართული ცნობიერების საქართველო არავის უნდა. საქართველო არავის უნდა. საქართველო სჭირდებათ, როგორც ტერიტორია, მაგრამ საქართველო ქართული ცნობიერებით არც რუსეთს უნდა, არც ამერიკას, არც ევროპას! ახლა ჩვენ გვაქვს საშინელი მოცემულობა – რუსეთთან და ამერიკასთან ან ცუდად უნდა იყო, ან კარგად, თუ ერთთან ცუდი ურთიერთობა გაქვს, და მეორესთან – კარგი, დაღუპული ხარ!.. აი, სწორედ ასეა საქართველოს საქმე და გახლართულნი ვართ ამ ამბავში.

გამსახურდია არ წავიდა ამ ბინძურ გარიგებაზე და მოიშორეს. სააკაშვილი და შევარდნაძე კი დატოვეს ზუსტდ ათ-ათი წლით. რა გახდა ეს ათი წელი, რატომ ამუშავებენ მაინცდამაინც ათი წლით?.. როცა ხელისუფლებაში მოდიან, ყველა ლაპარაკობს იმას, რომ შევალთ ნატოში, დავამარცხებთ კორუფციას, დავამარცხებთ შიმშილს, მაგრამ , როცა მიდიან, კორუფციაც გაათმაგებულია, ქვეყანაც უფრო დამშეულია, ხოლო ნატო იქცა საქართველოს ავ ბედისწერად, რომელსაც ვერა და ვერ მივწვდით!.. დააკვირდით  – “ნაციონალური მოძრაობა” ებრძოდა “მოქალაქეთა კავშირს”, მაგრამ ნაცები საბოლოოდ დაემსგავსნენ მოქკავშირს! და ზუსტად ასეა ახლაც. თქვენ ვერ გრძნობთ, რომ “ქართული ოცნება” კოსმოსური სიჩქარით ემსგავსება “ნაცმოძრაობას”?

– აკი გარიგებული და შეთანხმებულები არიან ერთმანეთშიო!..

– ეს გარიგება კი არ არის, უბრალოდ ერთი ცენტრიდან იმართებიან როგორც  ნაცები,ისევე ქართული ოცნების რეალური ლიდერები და  ამიტომაც ემსგავსებიან ერთმანეთს. თორემ ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ სინადვილეში “ქართულ ოცნებას” სძულს “ნაცმოძრაობა”!…. უფრო მეტიც, ნატოსა და ამერიკის აპოლოგეტი უფრო მეტი, ვიდრე ირაკლი წერეთელი, თამარ ჩხეიძე და ნოდარ ნათაძე იყვნენ, საქართველოში ვინმე სხვა გეგულებათ?.. მაგრამ ესენი კი არ აირჩიეს ამერიკელებმა თავიანთ მოკავშირეებად, აირჩიეს კოსმოპოლიტი და გაუკუღმართებულად მოაზროვნე ბოკერია მთელს “თავისუფლების ინსტიტუტთან” ერთად.. ეროვნულად მოაზროვნე ჩხეიძე, ნათაძე და წერეთელი ამერიკელებს არ აწყობდათ, რადგან ქვეყნის პატრიოტს მონად ვერ გახდი, სამაგიეროდ ადვილად დაიმონებ უეროვნებო ბოკერიასა და მისთანებს.

– ბატონო თემურ, ე.ი თქვენ ფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელი სკანდალური განცხადებები გარე ძალების მიერ არის ნაკარნახევი?..

– ივანიშვილზე ლაპარაკი არ მინდა. ივანიშვილს უყვარს ის ხალხი, ვინც ფეხქვეშ ეგება. მეეჭვება, ბატონ ღარიბაშვილს დამოუკიდებლად რომ შეედგინა და ჩამოეყალიბებინა მთავრობა, რამდენიმე მინისტრი თავის გვერდით გაეჩერებინა. დღეს არ მინდა ამ გვარების დასახელება, მაგრამ მომავალში აუცილებლად ვიტყვი ყველაფერს!..

ივანიშვილი მიხვდა, რომ დარჩენას წასვლა სჯობდა, მაგრამ ეხლა უარესს აკეთებს – გარედან მართავს, რაც აშკარად შესამჩნევია. თუ ბატონ ღარიბაშვილს ეს მთავრობა მოსწონს, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ის, როგორც პოლიტიკოსი ქვეყნისთვის დამთავრებულია! ხოლო თუ მას არ მოსწონს, მაგრამ ვერ ცვლის, ის ფორმალური მმართველია, რაც ძალიან სამარცხვინოა.

თუ ღარიბაშვილი ამ მთავრობას არ შეცვლის და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ დანიშნავს, ეს ნიშნავს, რომ ის ივანიშვილის კლანჭებშია… შევარდნაძე, სააკაშვილი და ივანიშვილი ებრძვიან ქვეყნის ერთგულებს და ეყრდნობიან თავიანთ ერთგულებს და პირად მონებს. დავით აღმაშენებელმა სასწაული მოახდინა იმიტომ, რომ თავად უძლიერესი ეყრდნობოდა ძლიერებს!.. მალე გამოჩნდება, ღარიბაშვილი თუ შეძლებს, რომ განთავისუფლდეს სუსტი მონებისაგან და ითანამშრომლოს და დაეყრდნოს ძლიერებს!

– ვანო მერაბიშვილისა და იმ სკანდალური კადრების შესახებ რას იტყვით? საერთოდ, რომელი მანიაკი იღებდა ამ ყველაფერს?

– ამას იღებდა სააკაშვილი, რათა კომპრომირებული  და გასვრილი ჰყოლოდა ყველა.va საერთოდ დიქტატორულ რეჟიმებს ესეთი რამ სჩვევიათ. ჰიტლერიც  სააკაშვილივით იქცეოდა. ისიც ყველაფერს იღებდა. თქვენ კარგად იცით, რა კადრები დაუდეს ფაშისტ სამხედრო დამნაშავეებს ნიურბერგის პროცესზე. ის კადრები სულ ჰიტლერის ბრძანებით იყო გადაღებული.

 – ბატონო თემურ, ენა არ მიბრუნდება, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის არასამთავრობო ორგანიზაციის “მოქალაქის” აღმასრულებელ დირექტორს გიორგი საბანაძეს ლგბტ -ობაში ამხელენ!

– ახლა ორი მიმართულებით მიდის შეტევა… პირველი – უტევენ ეკლესიასა და პატრიარქს, ხოლო მეორე – ოჯახის ინსტიტუტს ანგრევენ!.. ილია მეორე დღეს მთელი მართლმადიდებლურ სამყაროში ყველაზე გავლენიანი და რეიტინგული ფიგურაა, ეს აგიჟებდა სააკაშვილს, და როგორც ჩანს, ეს აგიჟებს და აცოფებს სხვებსაც!..

– რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

– ერთ კონკრეტულ ფაქტს გეტყვით!.. ერთ-ერთმა მაღალი რანგის უცხოელმა მოღვაწემ  გაკვირვებულმა მმითხრა: თქვენი ხელისუფლების ერთმა უმაღლესმა ჩინოსანმა გაღიზიანებულმა მამცნო – მე იმ ქვეყანას წარმოვადგენ, სადაც პატრიარქსაც მეცნიერებათა აკადემიაში ფეხზე უდგებიან და ტაშით ხვდებიანო!..

– ვინ თქვა ეს, ბატონო თემურ , ვის შეშურდა პატრიარქის?..

– არ მინდა გვარის და სახელის ხსენება, შოკში ვარ!..  საგაზეთოდ ვერ გეტყვით, მაგრამ თქვენთვის იცოდეთ, რომ ამის შესახებ უმაღლესი რანგის სახელმწიფო მოღვაწეს განუცხადა (ასახელებს გვარს და სახელს)

– გაოგნებული ვარ… ბატონო თემურ!

– უნგრეთი იმიტომ აითვალწუნა ევროპამ, რომ უნგრეთის კონსტიტუციაში ჩაწერეს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ქორწინების საფუძველზე ჩამოყალიბებული ერთობა. დასავლეთი დღევანდელი ხელისუფლებისაგან ითხოვს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას!

– როგორ ფიქრობთ, ეს ხელისუფლება ამ სიბილწეს დააკანონებს?

– დიახ, მაგრამ ამას გააკეთებენ ტექნიკურად!.. ნელ-ნელა შეგვაჩვევენ ამ საშინელებას და ბოლოს დააკანონებენ!.. ნახავთ, 17 მაისს რაც მოხდება. ჩაატარებენ გეი-პარადს დამერე ივანიშვილი გამოვა და ილაპარაკებს ტოლერანტობაზე. ამათთვის ხომ ის არის მთავარი, ამერიკაში რა შეფასებებს მისცემენ მათ ნათქვამს. ქართველი ხალხი რას ფიქრობს,  ფეხებზე ჰკიდიათ!.. ჯერ  რას ნიშნავს “მოქალაქე”? გარდა იმისა, რომ ეს ნიშნავს “მოქალაქეთა კაშირს” ეს კიდევ იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილისთვის პრიორიტეტულია არა ადამიანი,რომელიც ზნეობრივი კანონებით ცხოვრობს. არამედ კანონმორჩილი მოქალაქე, რომელიც კონსტიტუციით ცხოვრობს. ბიბლიაში “მოქალაქე” სადმე არის ნახსენები?

– ბატონო თემურ,  ბიძინა ივანიშვილი სულ ოჯახის სიწმინდეზე, ტრადიციებსა და ერის ფუნდამენტურ ღირებულებების ერთგულებაზე საუბრობს და არა მგონია, ეს ნაბიჯი გადადგას!..

– ივანიშვილი იმასაც ამბობდა, სააკაშვილი თუ არ გადადგა, იმპიჩმენტს მოვუწყობო. მაგრამ როგორც კი  უბრძანეს – იმპიჩმენტი აღარ ახსენოო, მაშინვე გაჩუმდა.

Sequence 01.Still016– ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი მართლა დეპრესიაშია იმის გამო, რომ ივანიშვილმა იმედები გაუცრუა?..

– ქალბატონი ნონა არის უდიდესი ეროვნული განწყობის ადამიანი. ჩვენ ჩავატარეთ “სახალხო კრების” აღმასრულებელი საბჭოს სხდომა და ვემზადებით ძალიან სერიოზული  განცხადებების გასაკეთებლად!.. ერთი რამ ფაქტია – სახეზეა “ქართული ოცნების” გაბოროტების პროცესის დასაწყისი.

– რას გულისხმობთ?

– “მოქალაქეთა კავშირი” გაბოროტდა მაშინ, როცა შეიტყო, რომ არჩევნების გაუყალბებლად ვერ მოიგებდა!.. ნაცმოძრაობა და სააკაშვილიც გაბოროტდნენ მაშინ, როცა ხალხმა ხმა არ მისცა!.. დღეს არჩევნები რომ ჩატარდეს, “ქართული ოცნება” დამარცხდება, თუმცა, არ ჩანს ძალა, რომელსაც ხალხი გაჰყვება, ვფიქრობ, ასეთ ძალად “სახალხო კრება” ჩამოყალიბდება!…

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *