(პირველი რადიო) ოდიშარიასა და მიზანდარის ძვირადღირებული ვოიაჟი სასტუმრო “ლე მერიდიენში”

ვაგრძელებთ მაღალჩინოსნების მიერ ბიუჯეტის არამიზნობრივ გამოყენებაზე პუბლიკაციებს. ჩვენთვის საინტერესო უნდა იყოს, რაში იხარჯება ხალხის ფული. როგორ გრძელდება ნაცმოძრაობის ტრადიცია – ღარიბი ქვეყნის ხელისუფლების ფუფუნებაში ცხოვრებაფრანკფურტში ვიზიტისას კულტურის მინისტრისა და მისი ორი მოადგილის სასტუმრო “ლე მერიდიენში” გატარებული 3 ღამე სახელმწიფო ბიუჯეტს 16 488 ლარი დაუჯდა. ამის შესახებ ინფორმაციას IDFI ავრცელებს, რომელმაც 2013 წლის განმავლობაში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრისა და მისი მოადგილეების სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაცია სამინისტროდან გამოითხოვა. დოკუმენტაციით ირკვევა, რომ გასული წლის განმავლობაში კულტურის მინისტრისა და მისი მოადგილეების საზღვარგარეთის ვიზიტებზე ბიუჯეტიდან 183 316.62 ლარია დახარჯული.
ყველაზე დიდი სამივლინებო ხარჯები კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას და მის პირველ მოადგილე მარინე მიზანდარის უცხოურ ვიზიტებზე იქნა გაწეული.
“ფრანკფურტში ვიზიტისას მინისტრი და მისი ორი მოადგილე იმყოფებოდნენ სასტუმრო “ლე მერიდიენში”, სადაც გატარებული 3 ღამე სახელმწიფო ბიუჯეტს 16 488 ლარი დაუჯდა. IDFI დაინტერესდა სასტუმრო “ლე მერიდიენის” ფასებითა და პირობებით. როგორც ოფიციალური ვებ-გვერდიდან ირკვევა, სასტუმროს ყველაზე ძვირადღირებული, 40-45 კვ.მ-ის ფართობის მქონე Junior Suite-ის ფასია 459 ევრო, რაც საქართველოს დელეგაციის მიერ ერთ ღამეში გადახდილ თანხაზე 356 ევროთი ნაკლებია. ვებ-გვერდის საშუალებით დაჯავშნის მცდელობისას ყველაზე ძვირადღირებული ნომრის საფასურად 369 ევრო არის მითითებული.
IDFI დაუკავშირდა შპს “ეს სი თრეველს”, რომელმაც დაჯავშნა სასტუმრო და ავიაბილეთები კულტურის სამინისტროსთვის. როგორც ტურისტული კომპანიიდან მოგვწერეს, Junior Suite-ის ერთი ღამის ფასი შეადგენს 425,66 ევროს.
ზემოთ მოყვანილი მაგალითიდან გაურკვეველი რჩება, თუ როგორ იქნა გახარჯული სასტუმროს ერთ ნომერზე ერთ ღამეში 815 ევროს ექვივალენტი ლარი. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დღეებში სასტუმროს გაეძვირებინა ნომრის ღირებულება, თუმცა ნომრის ორმაგი ღირებულება ჩვენი ვარაუდით ფაქტობრივად გამორიცხული იქნებოდა. აღნიშნული გარემოება ბადებს აგრეთვე ეჭვს კულტურის სამინისტროს კონტრაქტორი ტურისტული კომპანია შჩ Travel-ის სანდოობის მიმართაც, რომელმაც სამინისტროს შესთავაზა სასტუმროს ნომრები საკმაოდ ძვირადღირებულ ფასებში.”,-აღნიშნულია IDFI-ის ინფორმაციაში.

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *