(pirveli)თემურ შაშიაშვილი: “თუ ივანიშვილის პოლიტიკაში წასვლის იდეა მას და არა ხელისუფლებას ეკუთვნის, ეს ქვეყნისთვის ძალზე სასარგებლო იქნება”

 

temiriპოლიტიკური მოძრაობა “თეთრების” ლიდერის თემურ შაშიაშვილის შეფასებით, “თუ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში წასვლის ინიციატივა პირადად მას ეკუთვნის და არა ხელისუფლებას, ეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სასარგებლო ნაბიჯი იქნება”.

როგორც “პირWელს” შაშიაშვილმა განუცხადა, “იმ ფონზე, როდესაც ქართველ ხალხს პოლიტიკოსების მიმართ ნდობა დაკარგული აქვს, არაპოლიტიკოსის მხრიდან ასეთი განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია”.

“დღევანდელ განცხადებას პოლიტიკური ცხოვრების გამოცოცხლება უკვე მოჰყვა. თუ ეს პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა (ვისურვებდი, რომ ასე იყოს) და მისი მიზანია, ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს, მაშინ ეს მთელი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი გადაწყვეტილებაა, თუმცა თუ ის რომელიმე ძალის, განსაკუთრებით კი ხელისუფლების მიერ არის ნაკარნახევი, მაშინ ეს როგორც თავად ივანიშვილის, ისე მთელი საქართველოსთვის კრახი იქნება. მოსახლეობასაც იმედი მიეცა და თუ ივანიშვილი არ აპირებს, ხელისუფლებასთან მიმართებაში პრინციპული იყოს, მაშინ სჯობს, პოლიტიკური მოღვაწეობა არ დაიწყოს. 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს ძალიან ცუდი იარლიყი მიაკერეს, თითქოს მან დარბევის მონაწილე სპეცრაზმელებს პრემიები დაურიგა. ახლა გაირკვევა, რამდენად დამოუკიდებლად მოქმედებს ის”, – განაცხადა შაშიაშვილმა და დასძინა, რომ “დღეს ივანიშვილს ბევრი თავს ესხსმის, ვინაიდან ის ძალიან წონადი ფიგურაა”.

ამასთან, შაშიაშვილი სიმბოლურად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ “ივანიშვილი, რომელიც ძირითადად საფრანგეთში მოღვაწეობს,  მისი პოლიტიკაში წასვლის შესახებ ვრცელ განცხადებას 7 ოქტომბერს – სწორედ იმ დღეს გაავრცელებს, როდესაც საქართველოში საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ჩამოდის”.

“იმედი მაქვს, რომ ივანიშვილი ეროვნული ოპოზიციური ძალების გაერთიანებას შეძლებს. ვისურვებდი, მან ეროვნული ძალები შეკრას. მე რომ შემეძლოს, ამას თავად გავაკეთებდი, მაგრამ დღეს საქართველოში არცერთი პოლიტკური ძალა არ არის, რომელსაც ეს ხელეწიფება”, – დასძინა შაშიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი ბიზნესმენი და მეცენატი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პარტიას ქმნის.

ამის შესახებ “პირWელს” “ქართუ ჯგუფის” პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

“მე გადავწვიტე, შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში”, – ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია უფრო ვრცელ განცხადებას 7 ოქტომბერს

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *