ქალაქის მერიისა დ გამგეობების მიერ დარიგებული სასაჩუქრე ყუთები – ამომრჩევლების მოსყიდვის მცდელობა

 

zuraადგილობრივ  არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე ქალაქ თბილისის მერიამ და გამგეობებმა ბიუჯეტიდან, ანუ მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული თანხებით დაიწყეს ნაცმოძრაობის ათასობით კოორდინატორის და მომხრეებისთვის ე.წ. სასაჩუქრე ყუთების დარიგება. ყუთებს თან ერთვის გამგებლის ხელმოწერით დამტკიცებული ბარათები, რომლებშიც ჩამოთვლილია 15-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა პროდუქტი, რომელთა ჯამური ღირებულება საქართველოს მოქალაქის თითქმის მთელი თვის საარსებო მინიმუმს აღწევს. სასაჩუქრე ბარათებს თავისი ხელმოწერით ადასტურებენ რაიონების გამგებლები. ერთ-ერთი ხელმომწერი გახლავთ საბურთაოლოს რაიონის გამგებელი, გია ხუროშვილი.

003

 

002

ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით ქალაქის ხელისუფლების მიერ საკუთარი მოსახლეობისადმი მზრუნველობის ფაქტს, თუმცა „მოქალაქეების მიმართ ზრუნვის“ მსგავსი სახით გამოხატვის მიმართ გარკვეული კითხვები გვიჩნდება. კერძოდ, რატომ ურიგდებათ ასეთი ძვირადღირებული საჩუქრები მხოლოდ გარკვეულ კატეგორიის ადამიანებს მაშინ, როცა მოსახლეობის დიდი უმრავლეოსობა კვლავ უკიდურეს სიდუხჭირეში იმყოფება, როცა ქვეყანაში შიმშილით იხოცებიან ბავშვები, მოხუცები და ბოლო ხანებში დაფიქსირდა გაჭირვების გამო თვითმკვლელობის არაერთი შემთხვევა.

ჩვენმა ექსპერტებმა დაიანგარიშეს თუ რა თანხები დაუჯდებოდა გამგეობას ათასობით კოორდინატორისთვის მსგავსი საჩუქრის  გაცემა. შედეგი ასეულ ათასობით ლარს აჭარბებს.  ჩნდება კითხვა, რა გზით მოხდა ამ უზარმაზარი ფულადი რესურსების მობილიზება, არის თუ არა ეს თანხები ქალაქის ბიუჯეტიდან აღებული. ეს საკითხები შესწავლას მოითხოვს. და თუ აღმოჩნდა, რომ ქალაქის მერია და გამგეობები ბიუჯეტის თანხებს მიმართავენ კოორდინატორების დაფინანსებისა და მხარდამჭერებისათვის საჩუქრების დარიგების მიზნით, ჩვენ გვექნება სრული საფუძველი განვაცხადოთ, რომ ადგილი აქვს ნაცმოძრაობის, მისი სახელისუფლებო ნარჩენის  – ქალაქის მერიის და გამგეობების მიერ  წინასაარჩევნოდ მოსახლეობის მოსყიდვას, არჩევნების წინასწარ გაყალბების მცდელობას. ეს გასაგებს ხდის მერიის მცდელობას დაამტკიცოს კორუფციული ბიუჯეტი, რითაც შესაძლებელს გახდის ნაცმოძრაობის პოლიტიკური მიზნებისთვის ბიუჯეტის თანხების გამოყენებას.

პარტია „თეთრების“ გენერალური მდივანი

ზურაბ ხასია

26.02.2014წ.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *