(ამბები.ჯი) თომას დე ვაალი: “საქართველოს შეშინებული ლიდერი პირველი დაესხა თავს “

თომას დე ვაალი – საქართველოს შეშინებული ლიდერი პირველი დაესხა თავს და რუსეთის არმიამ რამდენიმე საათის შემდეგ უპასუხა
“ყირიმის კრიზისი: სამი გაკვეთილი კავკასიისგან”, – ამ სათაურით აქვეყნებს “კარნეგის ცენტრი” თომას დე ვაალის სტატიას ყირიმში შექმნილ ვითარებაზე.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, რამდენადაც ყირიმს ევროპის ყველაზე ფეთქებადი წერტილის საფრთხე ემუქრება, ბევრი პარალელს ავლებს 2008 წელს საქართველოში მომხდარ ომთან. მაგრამ მისივე თქმით,

ყირიმში შექმნილ ვითარებსა და 2008 წლის ომს შორს აშკარად სხვაობა არსებობს, რადგან ყირიმი უფრო დიდია და რუსეთს იქ უფრო დიდი ფსონი აქვს.

“ბევრი ადამიანი ჯერაც იყენებს ფრაზას – “რუსეთი შეიჭრა საქართველოში” 2008 წლის აგვისტოში. მაგრამ ეს არ არის ის, რაც ნამდვილად მოხდა. ოსები და ქართველები ჩათრეულები აღმოჩნდნენ ადგილობრივ შეტაკებებში. რუსეთის 58-ე არმია მზადყოფნაში იყო. საქართველოს შეშინებული ლიდერი პირველი დაესხა თავს და რუსეთის არმიამ რამდენიმე საათის შემდეგ უპასუხა”, – წერს თომას დე ვაალი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *