(ასავალ – დასავალი) თემურ შაშიაშვილი: “ასავალ-დასავალს” მივცემ დეტალურ საჯარო ჩვენებას!

 198941_137527276315997_2345779_n– ბატონო თემურ, ჩვენი საუბარი თქვენთან დაკავშირებული ახალი ამბით დავიწყოთ, შევიტყვე, ქუთაისის მერად კენჭისყრას აპირებთ. უკვე გადაწყვიტეთ, თუ მხოლოდ სურვილის დონეზეა?

– ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მეხმიანება ქუთაისიდან და მთხოვენ,კენჭი ვიყარო!

ძალიან განვიცდი ქუთაისის დღევანდელ მდგომარეობას. ქალაქი მაფიოზური კლანების გამგებლობაში რჩება. ისევ ნაცმოძრაობის ნარჩენების ხელშია ყველაფერი და მათ „ოცნების“ წარმომადგენლებიც მშვენივრად შეუხმატკბილდნენ.

როცა მე ვიყავი ქუთაისის მერი, წელიწადში 10 მილიონი იხარჯებოდა ქალაქის საჭიროებისათვის. დღეს იხარჯება 20-ჯერ მეტი, მაგრამ ვინმემ თქვას, რომ 2-ჯერ მეტი საქმე კეთდება.

ქუთაისის ავტოქარხანა იმის ნაცვლად, რომ მაღალი ტექნოლოგიების  პარკად გადაექციათ, სააკაშვილის ხელისუფლებამ ქურდულ სამყაროს ჯართად ჩაუგდო ხელში და ახალი ხელიუსფლებაც არაფერს აკეთებს ამის გამოსასწორებლად.

ქუთაისში ერთ პატარა ჭავჭავაძის პროსპექტზე  ორმოცდაათი ბაზრობა და ავტოსადგური აშენდა და არც ერთი არ არის ისეთი, რომლის უკანაც პარლამენტარი ან რომელიმე მაფიოზი პოლიტიკოსი არ დგას…

10 წლის განმავლობაში ვიყავი ქუთაისის მერი და იმერეთის გუბერნარორი. ვინმემ მითხრას მამაპაპეულის გარდა ერთი სახლი თუ მაქვს, ერთი კვადრატული მეტრი რაიმე ფართი, ან მიწა, ერთი  პროცენტი წილი თუ მაქვს რომელიმე ბიზნესში! მაშინ მილიონ ლარად ნახევარი ქალაქისა და რაიონის ყიდვა შეიძლებოდა, მაგრამ მითხრას ვინმემ, სადმე ერთი ლარის რაიმე თუ მიყიდია!

 – ბატონო თემურ…

– უკაცრავად, ერთი წუთით, ნაციონალმა მერაბ სამადაშვილმა მთელი ზესტაფონი შეჭამა და დღესაც არავინ სთხოვს პასუხს! ნაციონალმა ბეჟიაშვილმა მთელი ტყიბული შეჭამა და პასუხის მოთხოვნა კი არა, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ დაიძმაკაცა!

 – მერაბ სამადაშვილი დღესაც ისევ ფეოდალობს ზესტაფონში, როგორც სააკაშვილის დროს?

– კიდევ უარესად, კიდევ უარესად, და მესამედაც გაგიმეორებთ – კიდევ უარესად!

 – კი მაგრამ, როგორ და რატომ?

– მე მეკითხებით ამას?!  არ მინდა გავიმეორო, რასაც ხალხი ლაპარაკობს ზესტაფონში

– მაინც რას ლაპარაკობენ?

– სამადაშვილმა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ახლობლებთან მოძებნა საერთო ენაო… მე არ მინდა ეს დავიჯერო!

ტყიბულის შახტები ბეჟუაშვილების საკუთრებაა. წადით ნახეთ რა მონურ პირობებში არიან იქ მეშახტეები, რა მონათფლობელივით ექცევა მათ ბეჟუაშვილი. პარლამენტის დეპუტატს საკუთარი შახტები ჰქონდე? ამაზე გაჩუმებული რატომ არის ყველა?

  – გასაგებია… თუ იყრით კენჭს ქუთაისის მერად, გამარჯვების იმედი გაქვთ?

– დღეს ქუთაისის მერად ჩემი წასვლა იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკას უნდა შევეშვა და თავგანწირვით შევიდე საქმეში. ვისაც ქუთაისში არ ვუყვარვარ, იმათაც იციან. რომ საქმეში თავგანწირვა მახასიათებს.

საერთოდ დღეს საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში ორიენტაცია უნდა იყოს წესიერ ადამიანებზე, გაუსვრელ ხალხზე, რომელთაც საშუალება ჰქონდა, თანამდებობაზე ყოფნით დიდი ფული ეშოვა, მაგრამ ერთი თეთრი არ უშოვია. ოდნავაც არ მეპარება ეჭვი, რომ თუ ხელისუფლება ნეიტრალურ პოზიციას დაიჭერს, ქუთაისის მერის არჩევნებში მე გავიმარჯვებ!

  – ნეიტრალურ პოზიციაში რას გულისხმობთ?

–  არ დაუჭირონ ვინმეს მხარი და არ გააყალბონ არჩევნები.

 – კი მაგრამ ბუნებრივია, ხელისუფლებას საკუთარი კანდიდატი ეყოლება…

– ხელისუფლება კანდიდატზე კი არ უნდა ფიქრობდეს, ხელისუფლება უნდა ფიქრობდეს ქუთაისზე. იმაზე, თუ ვის უფრო მეტი კარგი საქმის კეთება შეუძლია ქალაქისათვის.

ამიტომ მე ბოლო წუთამდე არ შევიტან განაცხადს. თუ ქუთაისის მერად ძალიან ძლიერი კანდიდატი იქნება წარმოდგენილი, რომელსაც ჩემზე მეტის გაკეთება შეეძლება. მე მყოფნის იმის ვაჟკაცობაც, ზნეობაც და მორალიც, რომ არ ვიყარო კენჭი და ასეთ კანდიდატს დავუჭირო  მხარი.

 – ახლა სხვა თემებსაც შევეხოთ… თქვენ იყავით 26 მაისის აქციის ერთ-ერთი382332_607204129293581_752023127_n ორგანიზატორი და დარბევის დროსაც სერიოზულად დაზიანდით. კმაყოფილი ხართ იმ განაჩენით, რომლეიც სასამართლომ 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილს გამოუტანა?

– 26 მაისის საქმეზე მარტო ვანო მერაბიშვილი კი არა, სააკაშვილი და მთელი მისი რეჟიმი უნდა გასამართლებულიყო!

მე არც ველოდი, რომ მერაბიშვილს 26 მაისის საქმეზე 4 წელიწადზე მეტს მიუსჯიდნენ. რადგან ყველაფერი დაიყვანეს იქამდე, თუ ვინ გასცა აქციის დარბევის ბრძანება.

უკრაინაში მიმდინარე  მოვლემენმა ჩვენი 26 მაისი ცად აღამაღლა. ხომ გახსოვთ, დარბევის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე როგორ გვაბრალებდნენ,. თითქოს „მოლოტოვის კოქტეილები“ გვქონდა და ა.შ. ნერე ვინმემ მოგვიხადა ბოდიში იმის გამო, რომ არანაირი „კოქტეილები“ არ აღმოგვაჩნდა?!

ამერიკელებმა უკრაინაში მხარი დაუჭირეს იმათ, ვისაც „მოლოტოვის კოქტეილები“ და ავტომატები ჰქონდათ, ჩვენ კი არაფერი გვქონდა და მაინც ჩვენს დარბევას დაუჭირეს მხარი!

ჩვენ რომ ამის მეათასედი გაგვეკეთებინა, რაც უკრაინაში გააკეთეს მომიტინგეებმა, ახლა სამუდამო პატიმრობა გვექნებოდა მოსჯილი.

მინდა თქვენ და თქვენი გაზეთის მკითხველს დავუსვა კითხვა:  ვინ მოიგო საქართველოში 2003 წელს მომხდარი ვარდების რევოლუციით?

 –  თქვენ რა პასუხი გაქვთთ ამ კითხვაზე?

– „ვარდების რევოლუციით“ მხოლოდ რუსეთმა მოიგო!

 – რას გულისხმობთ?

– ვგულისხმობ იმას, რომ „ვარდების რევოლუციით“ მოსულმა ხელსიუფლებამ საქართევლოს ტერიტორიების 20% რუსეთის ჩააბარა, ვგულისხმობ იმას, რომ  საქართელოს ეკონომიკა, საბადოები და სტრატეგიული ობიექტები აღმოჩნდა  რუსეთისხელში.

თავად განსაჯეთ: თბილისელებს დენს რუსული ენერგოკომპანია გვაწვდის, გაზს რუსული ენერჰოკომპანიაგვაწვდის და როცა  დასუფთავების გადასახადი დენზე იყო მიბმული, იმასაც რუსულ კომპანიას ვიხდიდით. აი, ეს  მოხდა საქართველოში 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“  შემდეგ. დღეს კი სააკაშვილი გამოდის და ახლა უკვე უკრაინაში თამაშობს რუსეთთან მებრძოლის როლს!

საერთოდ, ვინც სააკაშვილს დემოკრატიასთან ახლოს აიგივებს, მას საქართველოს მტრობის მეტი არაფერი აქვს გულში, გინდა უკრაინელი იყოს, გინდა ამერიკელი, გინდა – რუსი!

 – სხვათაშორის, სააკაშვილი უკრაინაში ბიძამისთან, თემურ ალასანიასთან ერთად გამოჩნდა...

– ძალიან გამკვირვებია, ნუთუ უკრაინელებმა არ იციან, რომ თემურ ალასანია რუსეთის სპეცსამსახიურებთან პირდაპირ დაკავშირებული პიროვნებაა? ნუთუ უკრაინელებს დაავიწყდათ, რომ სააკაშვილი სწორედ უკრაინაში ბორისპოლში „კაგებეს“ ჯარის სერჟანტი იყო?!

  – ბატონო თემურ, აუცილებლად უნდა შევეხო იმ თემებს, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობდით და ვწერდით სააკაშვილის ხელისუფლების დროს. ვგულისხმობ გახმაურებულ მკვლელობებს და მათ შორის, ზურაბ ჟვანიას მკვლელობას. ქვეყანამ იცის, რომ თქვენ მოსმენილი გაქვთ სკანდალური აუდიოანაწერები,რ ომლებიც ჟვანიას ლიკვიდაციას ეხება. საინტერესოა, ის ადამაინები, რომელბსაც ეს ჩანაწერები აქვთ ეხლა მაინც აპირებენ თუ არა მათ გასაჯაროებას ან ფირების პროკურატურისთვის გადაცემას?

– იცით, რაშია საქმე? მე დღეს ამ თემაზე საუბარი არ მინდა. მაგრამ გპირდებით, რომ ძალიან მალე ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით სკანდალურ ინტერვიუს მოგცემთ, რომელიც ბევრ რამეს მოფენს ნათელს!

თუმცა ერთ რამეს ახლავე ვიტყვი: კაცი, რომელმაც ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით სასწაული აუდიოჩანაწერი მოვისმინე, პროკურატურას არც კი დაუკითხივარ!

მე თქვენ ასევე გპირდებით: თუ ამ ინტერვიუს შემდეგაც არ მოინდომებს პროკურატურა ჩემს დაკითხვას ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით, „ასავალ დასავალს“: მივცემ დეტალურ საჯარო ჩვენებას!

ესაუბრა: ჯაბა ხუბუა 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *