(ასავალ-დასავალი) თემურ შაშიაშვილი:” ვფიქრობ, რომ გარკვეულ ეტაპზე ჟვანიას მკვლელობის გამოძიებას გააჩერებენ!”

news_19923“ასავალ დასავალის” წინა ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ პარტია “თეთრების” ლიდერთან თემურ შაშიაშვილთან  რომელმაც განაცხადა: “ის კაცი, რომელმაც ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით სასწაული აუდიოჩანაწერები მოვისმინე, პროკურატურას არც კი დავუკითხივარ!” ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ თემურ შაშიაშვილს პროკურატურიდან დაუკავშირდნენ და ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე დაიბარეს.

– დამირეკა გამომძიებელმა ბატონმა გიორგი ლომთაძემ. სამწუხაროდ თბილისში არ ვიყავი, ეხლა გერმანიაში მივემგზავრები. კერძოდ ფრანკფურტში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ფორუმი იმართება. ერთ კვირაში დავბრუნდები და მთავარ პროკურატურას დეტალურ ჩვენებას მივცემ. თუმცა პროკურატურასთან მხოლოდ ჟვანიას მკვლელობის შესახებ საუბარს არ ვაპირებ.

– კიდევ რაზე უნდა ისაუბროთ?

– მთავარ პროკურატურაში უკვე ერთი წელია დევს ჩვენს მიერ შეტანილი 600 გვერდიანი დოკუმენტი, ეს არის მეცნიერებისა და სერიოზული ექსპერტების მიერ მომზადებული მასალა, რომლითაც დადასტურებულია, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ გენოციდი მოუწყო საქართველოს მოსახლეობას. მაინტერესებს, ამ დოკუმენტს ერთი წლის განმავლობაში რატომ არ მოჰყვა არანაირი გახმაურება პროკურატურის მხრიდან?

გარდა ამისა, თქვენტან წინა ინტერვიუში ვისაუბრე ზესტაფონთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ამის შესახებ ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაკეთებული დასკვნა იუსტიციის და კულტურის სამინისტროში დევს, მაგრამ არანაირირეაქცია არ მოჰყოლია. ქალბატონი წულუკიანისთვის გაგზავნილ ძალიან სერიოზულ წერილზე პასუხიც კი არ მიგვიღია.

არადა საქმე ეხება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური კვანძს – ჭიათურას, ზესტაფონს, ტყიბულს. საუბარია უსერიოზულეს დარღვევებზე, რომელიც უკავშირდება ბეჟუაშვილებს და სხვა “მეჯღანუაშვილებს”. მაინტერესებს, რატომ დუმს პროკურატურა ამ ყველაფერთან დაკავშირებით და როცა ჟვანიას საქმეზე ჩვენების მისაცემად მივალ, ამ საკითხებზეც აუცილებლად მექნება საუბარი. მე პროკურატურად გადავცემ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებულ ჩემს ხელთ არსებულ ყველა ინფრომაციას და ეს იქნება ძალიან მძიმე ჩვენება!

ირაკლი ღარიბაშვილმა უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, სანთლით ვეძებ კვალიფიციურ კადრებსო. ბატონო ირაკლი, საკუთარი გარემოცვის გარეთ გაიხედეთ და სანთელი აღარ დაგჭირდებათ. სავსეა საქართველო ტვინით გატენილი ადამიანებით!

– ბევრი სპეკულაციებია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ხელისუფლებაც არ აპირებს ჟვანიას საქმის გამოძიებას. რომ თითქოს ამერიკელები ბლოკავენ ამ საქმეს, და ა.შ. თქვენ როგორ ფიქრობთ. ბოლოს და ბოლოს ყოფილი პრემიერის გარდაცვალების საქმე გაიხსნება?

– ბევრისგან განსხვავებით ღარიბაშვილმა ასე მოკლე პერიოდში ხალხის კეთილგანწყობა იცით რატომ მოიპოვა? იმიტომ, რომ იგი თავის გამოსვლებში ძალიან მწვავე და პრინციპულ შეფასებებს აკეთებს  ნაციონალური მოძრაობის შესახებ. მაგრამ, მაინც ვფიქრობ, რომ გარკვეულ ეტაპზე ჟვანიას მკვლელობის გამოძიებას შეაჩერებენ!

 – რატომ ფიქრობთ ასე?

– იმიტომ, რომ როგორც ჩანს, “ქართული ოცნებაც” იმ ცენტრიდან იმართება, საიდანაც იმართებოდა “მოქალაქეთა კავშირი და ნაცმოძრაობა”

დღეს პირველად ვამბობ ამას: არსებობს ამერიკლების მიერ შექმნილი დოკუმენტი ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით და ამ დოკუმენტში წერია, რა პირობები და ვისი მონაწილეობით მოხდა ჟვანიას მკვლელობა. პირადად მე ეს დოკუმენტი ნანახი მაქვს. და ვიცი, რომ დაახლოებით 6-7 თვის წინათ ეს დოკუმენტი გადასცეს პირადად ბიძინა ივანიშვილს!

– სკანდალურ რამეს ამბობთ, ბატონო თემურ…

– ამ დოკუმენტის თაობაზე ვესაუბრე ზურაბ ჟვანიას ძმას, ბატონ გოგლას. რომელმაც მითხრა, რამდენადაც ვიცი, ასეთი დოკუმენტი საქმეში არ დევსო!  თუ ეს დოკუმენტი ჟვანიას საქმეში არ დევს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკელებს არ აწყობთ ამ საქმის გახსნა!

– კიდევ შეგეკითხებით, პირადად გაქვთ ნანახი ეს დოკუმენტი?

– დიახ, კიდევ გიდასტურებთ რომ ეს დოკუმენტი ნანახი მაქვს და ვიცი, რომ ეს დოკუმენტი ნანახი აქვს ბიძინა ივანიშვილსაც. ძალიან სერიოზული დოკუმენტია!

საერთოდ, ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით ყველამ ყველაფერი იცის და სწორედ ეს უშლის ხელს გამოძიებას. დიახ, რომ არ იცოდნენ რა მოხდა, გამოძიება უკეთესად წარიმართებოდა!

2009 წლის 23 ნოემბერს ჩვენ გავუგზავნეთ მიხეილ სააკაშვილს წერილი, რომლითაც მას ვეუბნებოდით – გამოაქვეყნეთ ზურაბ ჟვანიას სიკვდილის მიზეზის შესახებ ოფიციალური სახელისუფლო დასკვნა. მაგრამ ასეთი დასკვნა დღემდე არ არსებობს!

 – რატომ არ დადო ასეთი დასკვნა სააკაშვილის ხელისუფლებამ?

– იმიტომ, რომ ეს არ შედის მათ ინტერესებში, ვინც გარედან პატრონობს, უფროს წორედ, ვინც გარედან “უყურებს” საქართველოს! არადა საქართველო უბედურია იმიტომ, რომ ხელსიუფლებაში მუდმივად უსვამენ ისეთ პოლიტიკოსებს, რომელთა მართვაც გარედან შეუძლიათ!. მინდა, რომ ბატონი ღარიბაშვილი მთელს მთავრობასთან ერთად თუ არა, რამდენიმე ადამიანთან ერთად მაინც იყოს გამონაკლისი ამ კუთხით და უდიდეს საქმეს გაუკეთებს საქართველოს!

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *