(newspress.ge) რა ინტერესები აქვთ ბრაიზას და ბილდტს საქართველოში

 

cb2b33e1d236a31d6a84e55063bd55baშვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის თავგამოდება წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, დიდი ხანია ეჭვს ბადებს. ის ყოფილ ხელისუფლებას ყოველგვარი ლოგიკის იგნორირებით იცავს და როგორც კი რომელიმე ყოფილ მაღალჩინოსანს დაჭერის საფრთხე შეექმნება, მაშინვე აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური დევნის ნიშნებს შეიცავს.

Aრადა სიმართლე ისაა, რომ ბილდტთან კითხვები მის არაერთ ევროპელ კოლეგას გაუჩნდა მას შემდეგ, რაც მან საქართველოში 11 ვიზიტი განახორციელა. რომ ვთქვათ, რომ შვედეთი ჩვენი ისეთი მეგობარია, ქართველებზე ფიქრით ღამეები არ სძინავთო, მართალი არ ვიქნებით. მაშ რა არის მიზეზი იმისა, რომ ბილდტი ამხელა მანძილის დაფარვას არ ერიდება და საკუთარი პერსონის ხილვით გვანებივრებს?

მის ბიოგრაფიას გადავხედოთ: შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის დაკავებამდე ბილდტი პიარ-კომპანია Kრეაბ-ის დირექტორი იყო. ამ კომპანიის მომსახურებით კი საქართველოს ყოფილი ხელისუფლება სარგებლობდა და ბიუჯეტიდან სოლიდურ თანხებსაც ხარჯავდა.

`ჩვენი კომპანია იყო საქართველოს `დამატებითი ხელი ბრუსელში~. ჩვენ ვეხმარებოდით მმართველ პარტიას ევროპელ პოლიტიკოსებთან და ორგანიზაციებთან ახლო კავშირების დამყარებაში. ჩვენ აგრეთვე ვეხმარებოდით მათ მედიასთან თანამშრომლობაში, რათა საქართველოს შესახებ მედიაში ინფორმაციის დადებითად გაშუქება მომხდარიყო~ – ეს განცხადება კომპანიის ბრუსელის ბიუროს ხელმძღვანელს კარლ ისაკსონს ეკუთვნის.

ისაკსონი არც იმას მალავს, რომ ბილდტს ახლო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს წინა ხელისუფლებასთან და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილთან. შესაბამისად, მისთვის სულერთი არ იყო, თუ ვინ იქნებოდა ჩვენი ქვეყნის სათავეში და მაქსიმუმს აკეთებდა იმისთვის, რათა “ნაციონალურ მოძრაობას” პირველობა არ დაეთმო. მის სურვილებს კი საქართველოში შვედეთის ელჩი, ჰანს გუნარ ადენი `შეეწირა~.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ადენმა შვედეთში წერილი აფირნა, სადაც წერდა, რომ ჩატარებული არჩევნებისგამჭვირვალობა და ლეგიტიმურობა სერიოზულ ეჭვებს ბადებდა, თუმცა…

`არჩევნების შედეგები არანირ ეჭვებს არ ბადებს და ჩვენ ყველას გვაქვს მიზეზი მივულოცოთ საქართველოს კიდევ ერთი არჩევნები, რომელმაც დემოკრატიის და ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭრის დემონსტრირება მოახდინა, მიუხედავად ზოგი ხარვეზისა~ -ეს წერილი უკვე ბილდტმა გაგზავნა, შემდეგ კი ადენი ჩვენი ქვეყნიდან გაიწვიეს.

თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ადენის შემდეგ, საქართველოში ელჩად ბილდტის ყოფილი თანაშემწე და უახლოესი მეგობარი გამოუშვეს. ამის შემდეგ ეჭვი შვედეთის მთავრობაშიც გაჩნდა და იქაურმა მედიამ ეს თემა მეტად საეჭვოდ მიიჩნია. მათ ბილდტს ოფიციალური კომენტარიც მოსთხოვეს და აი, რა უპასუხა მან:

`მე არასდროს მქონია ბიზნეს-კავშირები საქართველოში. მე ვიცი რომ არის ხალხი, ვინც ამ ინფორმაციას აქტიურად ავრცელებს, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება~.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი მოწმის სახით დაკითხვაზე ოფიციალურად დაიბარა, ტელეკომპანია `რუსთავი-2~-მა ბილდტის კომენტარი გაავრცელა, აქაოდა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამას პოლიტიკურ დევნად აფასებსო. ის კომენტარი გასული წლის ნოემბერში იყო ჩაწერილი და რაღა თქმა უნდა, ეს ტყუილი მალე გამჟღავნდა. გაგიკვირდებათ და, ამის გამო პროტესტი არც თავად ბილდტს გამოუთქვამს. რაც მთავარია, დაწყებული ტყუილი ტელეკომპანიამ ბოლომდე `მიიყვანა~ და როცა ბილდტი ჰააგაში `გამოიჭირა~, ჟურნალისტმა ისე განაცხადა, სააკაშვილის დაბარებასთან დაკავშირებით ბატონი კარლი კიდევ ერთ კომენტარს აკეთებსო, თითქოს პირველი კომენტარი შარშან არ ყოფილიყო გაკეთებული.

უფრო მძიმედაა წინა ხელისუფლების კიდევ ერთი თავგამოდებული ქომაგის, მეთიუ ბრაიზას საქმე. ბილდტი თანამდებობას მაინც იკავებს, ბრაიზა კი, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტობა ესიზმრებოდა, საერთოდ უმუშევარია, თურქეთში გადავიდა საცხოვრებლად და ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. ვაშინგტონს დღემდე აქვს ეჭვი, რომ სწორედ მისი წაქეზებით და დაჯერებით, რომ ვაშინგტონი ბოლომდე მხარში დაუდგებოდა საქართველოს, წინა ხელისუფლება თამამად ჩაერთო 2008 წლის ომში. მისი პოლიტიკური კარიერის დასამარების დასაწყისი ბრაიზას მეუღლე, ზეინო ბარანი გახდა. თურქული წარმოშობის ამერიკელი ქალბატონის სახელი ტერორისტულ ორგანიზაცია `ერგენეკონსაც~ დაუკავშირეს და წერდნენ, რომ შიდა ქსელის კავშირები სწორედ ბარანის აწყობილი იყო. ვერ გეტყვით, რამდენად არის სიმართლესთან ქალბატონი ბრაიზას ტერორისტობა, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ აზერბაიჯანი-სომხეთის კონფლიქტში ბრაიზამ ცალსახად დაიჭირა აზერბაიჯანელთა მხარე და ამას ექსპერტები ცოლის გავლენას მიაწერენ. კითხვებს ბადებს ისიც, რომ ქორწილი, რომელიც ბრაიზამ თურქეთში გადაიხადა, ზედმეტად პომპეზური იყო და მაშინვე ითქვა, რომ ეს ხარჯები ერთ-ერთმა აზერბაიჯანელმა და ქართველმა ბიზნესმენებმა თანაბრად გაინაწილეს.

ბოლო წვეთი კი ყარაბახის კონფლიქტზე ბრაიზას პოზიცია აღმოჩნდა. მან ცალსახად აზერბაიჯანის მხარე დაიჭირა და ყარაბახის კონფლიქტისადმი არასათანადო დამოკიდებულება გახდა იმის მიზეზი, რომ ბრაიზას აზერბაიჯანში ელჩად მუშაობა არ დასცალდა. მას გზა ამერიკის სენატში არსებულმა სომხურმა ლობმა გადაუღობა და კონდოლიზა რაისის ფავორიტის კარიერული წინსვლაც დაასრულა.

მიუხედავად იმისა, რომ ბრაიზა პოლიტიკური ფიგურა აღარ არის, მას წინა ხელისუფლება მაინც დიდის ამბით უხმობს ხოლმე და ისიც თურქეთიდან ჩამოსვლას ახერხებს. ახლაც, როცა სააკაშვილი დაკითხვაზე დაიბარეს, ბრაიზამ მისი დაცვა კბილებით გადაწყვიტა და ეს მაშინ, როცა საქმის არსი რეალურად არც კი იცის. შემდეგ იყო, დავით უსუფაშვილმა რომ თქვა, ბრაიზა გაოგნებულია, მისი ნათქვამი არასწორად გაიგესო, მაგრამ ის ფაქტი, რომ მისტერ მეთიუ ნაციონალების შტაბში აღამებს, ბევრ რამეზე მეტყველებს. ექსპერტთა ვარაუდით, ნაციონალები 9 წლის მანძილზე `დათესილის მომკას~ ცდილობენ.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *