(geworld.ge) ვინ მოიყვანა სააკაშვილი ხელისუფლებაში და სად წაიღო კლიჩკომ UშAID-ის გადარიცხული მილიარდები?

nadziralkebiვინ მოიყვანა სააკაშვილი ხელისუფლებაში და სად წაიღო კლიჩკომ UშAID-ის გადარიცხული მილიარდები?
ჟურნალისტური გამოძიება რომელშიც აშშ-დან უკრაინელი ოპოზიციონერებისთვის მილიარდობით დოლარის გადარიცხვის სქემაა აღწერილი, ბევრ საერთოს ნახავთ უკრაინაში ახლახან განვითარებულ მოვლენებსა და საქართველოში 2003 წელს ე.წ. ვარდების რევოლუციიდან, ვიდრე 2012 წლის ოქტომბრამდე მიმდინარე პროცესებს შორის.

ამ მასალაში, რომელსაც ქვემოთ სრულად გთავაზობთ, ზუსტად არის აღწერილი სქემა, როგორ ქრთამავდა და ქრთამავს ქვეყნების ელიტებს აშშ-ის ხელისუფლება თავისი ინტერესების გასატარებლად, რომელიც ეროვნული ღირებულებების, ტრადიციებისა და სახელმწიფოების დამოუკიდებლად არსებობის წინააღმდეგ არის მიმართული.

ოლეგ მიხალინი ადრე გამოქვეყნებულ სტატიებში _ «ოლეგ ტიაგნიბოკისა (პარტია «სვობოდას» ლიდერი _ რედ.) და ვიტალი კლიჩკოს ფინანსურ-პოლიტიკური საიდუმლოებები» და «ევრომაიდანის საიდუმლო» _ წერდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში მოქმედ ოპოზიციას 5 მილიარდი დოლარი გამოუყო. ახლა კი შეეცადა, გაერკვია, როგორ და ვისი მეშვეობით შევიდა ეს ფული უკრაინაში და რა აკავშირებს კლიჩკოს პარტიას სტენ გრინბერგის მიერ დაფუძნებულ კონსალტინგურ Creenberg Qoinland Rosner-თან და USAID-ის (United States Agency for Internacional Development _ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) მიერ უკრაინაში გადარიცხულ 3,4 მილიარდ დოლართან.

პარტია «უდარის» ჩრდილოვანი პარტნიორები

ზემომოყვანილ კითხვებზე პასუხს სცემს ის ფაქტი, რომ ვიტალი კლიჩკოს პარტია «უდარი» ოფიციალურად თანამშრომლობს ორ ორგანიზაციასთან _ დემოკრატიის აშშ-ის ნაციონალურ ფონდთან (The National Endowment For Democracy (NED) და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან (International Republican Institute (IRI), რომელსაც რუსეთის სიძულვილით გამორჩეული ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ხელმძღვანელობს.

ეჭვს, რომ უცხოური ინვესტიციები უკრაინაში სახელდობრ კლიჩკოს სტრუქტურებიდან შედის, ამტკიცებს ისიც, რომ პარტია «უდარი» ოფიციალური პარტნიორია გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა (ქდკ), რომლის ლიდერიც არის კანცლერი ანგელა მერკელი, ანუ პასუხი კითხვაზე, ვისი მეშვეობით შედის უკრაინაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფული, ნათელია.

ვიტალი კლიჩკო და UЫAID

თუ კლიჩკოს პარტიას არც უცდია, დაემალა IRI-სა და NED-თან ურთიერთობები, აშშ-ის საგარეოპოლიტიკური «საფულის» _ USAID-ის მიმართ სიფრთხილეს იჩენენ. არავინ იფიქროს, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID საზოგადოებრივი ორგანიზაციაა. ის აშშ-ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან USAID-ისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ აშშ-ის ბიუჯეტის ვებგვერდზე (გვ. 156).

მეორე ეტაპი არის USAID-ის მიერ უკრაინის ოპოზიციისთვის ფულის გადარიცხვა სხვადასხვა «საქველმოქმედო ღონისძიების» დაფინანსების საბაბით. ასე «გადაიქაჩა» 2013 წელს უკრაინაში, მხოლოდ USAID-ის ხაზით, 3,4 მილიარდი დოლარი (ზუსტი თანხა _ 3407666429 დოლარი).

ვიღაცას, ალბათ, გაუჩნდება კითხვა _ რატომ არ შეუძლია USAID-ს ქველმოქმედების საფარქვეშ არ იმოქმედოს და ოპოზიციონერებს პირდაპირ გადასცეს თანხა? საქმე ის არის, რომ USAID ანგარიშვალდებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ, ის კი, თავის მხრივ, პასუხს აგებს აშშ-ის კონგრესთან და სენატთან.

იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები მაინცდამაინც კმაყოფილნი არ დარჩებიან, თუკი 3,4 მილიარდი დოლარი ვიღაცას, მაგალითად, ვიტალი კლიჩკოს, ჩაუვარდება ხელთ, UЫAID იძულებულია, ქველმოქმედების საფარქვეშ იმოქმედოს.

სხვათა შორის, 2013 წლის დეკემბერში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ვიქტორია ნულანდმა აღიარა, რომ «უკრაინაში დემოკრატიის ხელშეწყობისთვის» 5 მილიარდი დოლარი გამოიყო.

ვინ არის სახელმწიფო დეპარტამენტის ფულის უკრაინაში «გადაქაჩვის» კოორდინატორი? უკრაინაში აშშ-ის ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს საერთაშორისო საკონსულტაციო სააგენტო PBN Hill + Knowlton Strategies, რომელმაც თავისი წარმომადგენლობა კიევში 1996 წელს გახსნა. აღსანიშნავია, რომ ამ სააგენტოს პირველი პროექტი უკრაინაში, რომელიც საბაზრო რეფორმას ეხებოდა, სწორედ USAID-მა დააფინანსა. 2000 წლიდან PBN იუშჩენკოს გუნდთან მუშაობდა. PBN-ის კიევის ოფისის ხელმძღვანელია მირონ ვასილიკი _ უკრაინული წარმოშობის ამერიკელი. ახალგაზრდობაში ვასილიკი მუშაობდა აშშ-ის კონგრესთან არსებულ უკრაინის კომიტეტში _ უკრაინის ნაციონალური საინფორმაციო სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი იყო. ამ სამსახურს კი იმხანად დირექტორობდა ეკატერინა ჩუმაჩენკო, რომელიც მოგვიანებით უკრაინის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს მეუღლე გახდა.

ეკატერინა ჩუმაჩენკო თავის დროზე ხელმძღვანელობდა Barents Group-ს, რომელიც USAID-ის ეგიდით მუშაობდა. PBN Hill + Knowlton-ის უკრაინული ოფისის ხელმძღვანელი მირონ ვასილიკი დაქორწინებულია მარია იონოვაზე, სახალხო კავშირ «ნაშა უკრაინას» აღმასრულებელი კომიტეტის საერთაშორისო განყოფილების უფროსზე.

მირონ ვასილიკი, აგრეთვე, არის პერსპექტიული კვლევების საერთაშორისო ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ეს ცენტრი კი ჯორჯ სოროსის ფულით არსებობს. სწორედ ამ საერთაშორისო ცენტრის მეშვეობთი შემუშავდა ხელშეკრულების პროექტი უკრაინასა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ, თუმცა მის ხელმოწერაზე უარის თქმამ კიევში საპროტესტო აქციებისა და ძალადობის ტალღა გამოიწვია. ვასილიკი, აგრეთვე, ჩართული იყო აშშ-ის პრეზიდენტების _ რონალდ რეიგანისა და ჯორჯ ბუში-უფროსის საარჩევნო კამპანიებში.

ამჟამად კი PBN აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წინაშე პასუხს აგებს ყოფილი მოკრივისა და ოპოზიციონერი კანდიდატის _ ვიტალი კლიჩკოს წარდგენაზე უკრაინის ლიდერის პოსტზე.

ამ ყველაფერთან ერთად მირონ ვასილიკი არის აშშ-ის დაზვერვასთან დაკავშირებული ფონდ «ევრაზიის» სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც. აქედან გამომდინარე, თავისუფლად შეიძლება აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსთვის მუშაობდეს. ვასილიკის მეუღლე მარია იონოვა 2012 წლიდან უკრაინის პარლამენტის დეპუტატია პარტია «უდარის» რიგებიდან. თუკი უკრაინაში კლიჩკოს ინტერესებს PBN იცავს, აშშ-ში პარტია «უდარის» ლიდერს სხვა პარტნიორები ჰყავს.

კანტორა Ggeenberg Quinlan Rosner _ შუამავალი კლიჩკოსა და UშAID-ს შორის?

პარტია «უდარს» გაფორმებული აქვს თანამშრომლობის ხელშეკრულება კონსალტინგურ ფირმა Ggeenberg Quinlan Rosner (GQR)-თან, რომელიც აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა სტენ (სტენლი) გრინბერგმა დააფუძნა და რომელიც წლების წინათ მჭიდროდ თანამშრომლობდა ბილ კლინტონთან.

გარდა ამისა, GQR-მა წარმატებით ჩაატარა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები რამდენიმე სახელმწიფოში, მაგალითად _ რუმინეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში. ამ ქვეყნებში GQR-ს მჭიდრო კავშირები აქვს, რითაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაღრმავებაში უკრაინის მომავალ პრეზიდენტ ვიტალი კლიჩკოს, თუკი არჩევნები მის სასარგებლოდ წარიმართა.

ასე მოხდა მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, რომელიც სწორედ GQR-მა მოიყვანა საქართველოს ხელისუფლების სათავეში, შემდეგ კი ამერიკული რეცეპტებით ასწავლიდა ქვეყნის მართვას, ვიდრე ქართველებს ყელში არ ამოუვიდათ.

კვალს NED-ში მივყავართ

Ggeenberg Quinlan Rosner და PBN HILL+Knowlton Strategies წარმოადგენენ ნაწილს საინფორმაციო კამპანიისა, რომელსაც კოორდინაციას უწევს USAID და დემოკრატიის მხარდამჭერი ფონდი _ NED. ეს ორგანიზაციები მიზნად ისახავენ რუსეთის იზოლაციაში მოქცევას და იმ ყველაფრისთვის წინააღმდეგობის გაწევას, რომელიც დაკავშირებული იქნება პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ თანამშრომლობასთან რუსეთის ფედერაციასა და საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებს შორის.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ სამი ამერიკული ფონდისგან დაფინანსებული ვიტალი კლიჩკო აშშ-ის წარმომადგენელია, რომელიც ვაშინგტონიდან კიევში «გადაქაჩულ» ფულს ანაწილებს უკრაინელი ოპოზიციონერების დასაფინანსებლად.

ისე, საკითხავია, უღირს კი უკრაინელ ამომრჩეველს, «აშშ-ის გავლენის აგენტს» ენდოს? ან რატომ არ უნდა ჰყავდეს უკრაინას ისეთი ლიდერი, რომელიც ვაშინგტონისა და ბრიუსელისგან დამოუკიდებელ პოლიტიკას გაატარებს?!

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *