მასობრივი იმედგაცრუება

1 მოლოდინი არ გამართლდა. სამართლიანობის დადგენა  კვდომის პროცესშია. „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ემსგავსება. პოლიტიკოსები ამას სხვადასხვაგვარად ხსნიან. დომინირებს აზრი, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ გარიგდნენ. მე ყოველგვარ გარიგებას გამოვრიცხავ, უფრო მეტიც, ისიც მწამს, რომ ამ ორ პოლიტიკურ ძალას სძულს ერთმანეთი. თუმცა რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები უარესში. უარესი კი ის არის, რომ როგორც  „ნაცმოძრაობის“, ისე  „ქართულ ოცნების“ მმართველი ცენტრი უცხოეთშია. სწორედ ერთი ცენტრიდან მართვის გამო ემსგავსება „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“.

დღეს ჩემში ოდნავ არ იწვევს ეჭვს ის, რაზეც ბოლო ხუთი წელიწადია, განგაშის ზარს ვცემთ: საქართველოს უბედურებაა ქვეყნის გარედან შექმნილი, ფინანსირებადი და მართვადი ხელისუფლება, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები, საინფორმაციო საშუალებები, ჟურნალისტები. სწორედ უცხოეთიდან მრავალმხრივი და სრული მხარდაჭერის წყალობით რჩებიან ქართველი ხალხისათვის ეს უცხო ელემენტები „მცირერიცხოვან, მაგრამ პოტენციურად მძლავრ უმცირესობად“ – როგორც სერ უინსტონ სპენსერ ჩერჩილი  იტყოდა.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *