არჩევნების პოლიტიკური ღირებულება

 

1პოლიტიკოსები და პარტიები კი არ უნდა ვეუფროსებოდეთ ხალხს, როგორც ეს ოც წელზე მეტია დამოუკიდებელ საქართველოში წარმატებულად ხდება, არამედ  ბოდიშს ვუხდიდეთ მათ დღევანდელი ყოფისათვის და ვიყოთ მზად არა მარტო მსახურებისათვის, არამედ თავგანწირვისათვის. მხოლოდ ასეთ პოლიტიკოსებს შეუძლიათ ხალხის, ზნეობრივი ავტორიტეტების და პროფესიონალების მხარდაჭერის მოპოვება.

ამ განწყობით უნდა გავიდეთ ხალხში, ამ განწყობით უნდა ვიფიქროთ არჩევნებზე. სხვანაირად ამ მდგომარეობას ვერ შევცვლით, ქვეყანა ამ სისტემური კრიზისიდან ვერ გამოვა.

ყოველი არჩევნები, თანმხლები  სოციალური და ფსიქოლოგიური სტრესების,  ეკონომიკური რყევებისა და პოლიტიკურ დაძაბულობათა გამო, მხოლოდ მაშინ ღირს რამედ, თუ მას შედეგად მოჰყვება სახელმწიფოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის პოლიტიკურ და ეკონომიკურ თავისუფლებათა ახალ, უფრო მაღალ ხარისხში აყვანა.

არჩევნებს მაშინ აქვს აზრი, თუ მას შედეგად მოყვება ხელისუფლებაში იმ პროფესიონალთა მოსვლა, რომელთაც ხელეწიფებათ სახელმწიფოს შემდგომი განვითარების მეცნიერულად შემუშავებული პროგრამების განხორციელება და არა უცხოეთიდან თავსმოხვეული, ქვეყნის ეკონომიკისა და მოსახლეობის ცნობიერების დამაკნინებელი მავნებლური პროგრამების პირნათლად შესრულება, რამაც დღემდე სახელმწიფო არაერთხელ მიიყვანა ყოვლისმომცველ სისტემურ კრიზისამდე.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *