დემოკრატიულ თავისუფლებათა მტრები

 

1მდგომარეობა, რომელიც დღეს გვაქვს ქვეყნის ეკონომიკაში, პოლიტიკაში, გნებავთ, საკუთრივ საარჩევნო სისტემაში, შედეგია ათწლიანი მავნებლური საქმიანობისა, რომელსაც ეწეოდა ნეოფაშისტური პოლიტიკური სექტა, სახელად „ნაციონალური მოძრაობა“.

სწორედ მათი ლიდერის შესახებ ბრძანა ჩემმა ბრძენმა მეგობარმა ოტია იოსელიანმა: საკუთარი შტერი, საკუთარი სულელი საკუთარ ქვეყანას ანგრევდეს, ამგვარი არაფერი გამიგიაო.

დანაშაულს რომ სასჯელი უნდა მოსდევდეს, ამის შესახებ ჯერ კიდევ როდის გვაუწყა მეორე დიდმა გენიამ – ფეოდორ დოსტოევსკიმ. სასჯელი, ანუ, ამ შემთხვევაში სამართლიანობის აღდგენა კი არსად სჩანს. იმ მოტივით, თითქოს სახელმწიფოს ამის სახსრები არ გააჩნია. ნუთუ ყველაფერი ქონების დაბრუნება-არდაბრუნებაზე უნდა იქნეს დაყვანილი. დალოცვილებო, ქვეყანა ქარვასლაა? იყიდე… გაყიდე…

რა სახსრები სჭირდება ხალხისაგან წარტაცებული ღირსების დაბრუნებას?

რა სახსრები სჭირდება სახელმწიფო დანაშაულის გამო პასუხისმგებლობის აღძვრას?

თუ, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული, მორალური, ფსიქოლოგიური ნგრევა დანაშაული არაა? იქნებ ჩვენი დროის სინდის-ნამუსი და მართალი სიტყვის რაინდი – ბატონი ოტია ტყუის?

ასეთ მძიმე მემკვიდრეობას ადვილად და მომენტალურად ვერც ერთი ხელისუფლება ვერ დაძლევს, მაგრამ ვერც იმას დავუშვებთ, რომ მმართველი ძალის ერთი ნაწილი ქვეყნისა და ერის წინაშე გამუდმებით რჩებოდეს ე.წ. კოაბიტაციურ რეჟიმში დამნაშავე პოლიტბანდის ნარჩენებთან, რომელიც „…სინამდვილეში არის დემოკრატიულ თავისუფლებათა მტრების პარტია“, როგორც თავის დროზე ჩვეული სიტყვამახვილობით დაახასიათა  გერმანელი ნაცისტები იოსებ სტალინმა.

უფრო გულახდილად და გასაგებად რომ ითქვას – პრინციპულად დაუშვებელია სახელმწიფო მმართველობის უმაღლეს ეშელონებში რჩებოდნენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც კვლავაც ღიად აფიქსირებენ „ნაციონალებთან“ იდეოლოგიურ ერთობას, ვიცი ანალოგიურ აზრებს ავითარებს ქვეყნის პრემიერი. სამწუხაროდ, სახელისუფლო პოლიტიკური გუნდიდან  არ ჩანს შესაბამისი კონკრეტული ქმედება მდგომარეობის შესაცვლელად. მეტიც, მისი ერთი ნაწილი გააფთრებით იცავს დამნაშავე ყოფილ ხელისუფლებას. აქ აუცილებლად მიმაჩნია ერთი განმარტების გაკეთება: ჩვენ ვებრძვით არა კონკრეტულ ერთ რომელიმე პარტიას ან პოლიტიკოსთა ჯგუფს, არამედ ვიბრძვით იმ იდეათა წინააღმდეგ, რომელმაც ქვეყანა მიიყვანა სრულ სტაგნაციამდე, მოჩვენებით აღმშენებლობამდე, ილუზორულ დემოკრატიამდე და ათი წელი აცხოვრა კაცთმოძულე რეჟიმის პირობებში. უარესი, ჩვენ სათანადო ორგანოებს გადავეცით მეგობარი მეცნიერების მიერ მომზადებული 600-გვერდიანი დოკუმენტი მოსახლეობის მიმართ ყოფილი ხელისუფლების მიერ გენოციდის პოლიტიკის გატარების თაობაზე. პასუხი: არსით ხმა, არსით ძახილი. აი კიდევ ერთი მაგალითი ქვეყნის პრემიერის მიერ ნათქვამი სიტყვების დასტურისა – სახელმწიფო დაწესებულებებში არაკვალიფიციური კადრების სიმრავლის თაობაზე. ჩვენის მხრივ დავამატებთ: არაკვალიფიციური და მავნებლური.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *