ძალადობა აზროვნებაზე

 

1მიგვაჩნია, არსებულ ხელისუფლებას გაცილებით დიდი საზრუნავი უნდა ჰქონდეს მიმდინარე ეტაპზე, ვიდრე არჩევნების ე.წ. დემოკრატიულად  ჩატარებაა. პარადოქსია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფალი, მმართველი პოლიტიკური  ძალა, მის მიერ ჩატარებულ არჩევნებს დემოკრატიულად თვლიდა, ამ შეფასებებს საქართველოს ე.წ. მეგობრებიც იზიარებდნენ. რეალობა კი ის არის, რომ დღემდე არც ერთ არჩევნებს არ მოუტანია ხალხისათვის სასიკეთო შედეგი.

ყველა არჩევნები – ეს გახლდათ გამარჯვებული პოლიტიკური სუბიექტების ერთი მუჭა ხელმძღვანელი რგოლების პირადი კეთილდღეობა, მათი ახლობლებისათვის მატერიალური და სხვა სიკეთის მოტანა სახელმწიფოს ხარჯზე, მაღალი დონის სახელმწიფო მოხელეთა საარაკო ფინანსური და საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფა, ხალხის მასის სულ უფრო გაღატაკება, ფასების კატასტროფული ზრდა, მასობრივი უმუშევრობა და შედეგად – სისტემური კრიზისი სახელმწიფოში.

არჩევანის თავისუფლება ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში განიზომება არა იმდენად საარჩევნო პროცესებისა და ტექნოლოგიების საჯარობისა და ღიაობის ხარისხით, რაც თავისთავად მისასალმებელია, არამედ ამომრჩეველთათვის ცოდნისა და ინფორმაციის თანაბრად ხელმისაწვდომობის დონით, რათა მოხდეს არჩევანის გაკეთება არა პოლიტიკურ (ხშირად ფესვდოპოლიტიკურ) პერსონალიებს, არამედ პოლიტიკურ პროგრამებს შორის.

ჩვენს სინამდვილეში ეს ჯერჯერობით მიუწვდომელი რჩება. შეუძლებელია ქვეყნის წამყვანი სატელევიზიო კომპანიების ვიწრო, კონიუნქტურული, ცალმხრივი საინფორმაციო პოლიტიკის; მეტიც, სისტემატური გაყალბებული, ტყუილზე აგებული პოლიტიკური, ზნეობრივი, სამათლებრივი და ა.შ. საეთერო პოლიტიკის პირობებში მოსახლეობისათვის მართალი სიტყვის თქმა. კვლავაც გრძელდება ღია თუ შენიღბული ძალადობა აზროვნებაზე, ამომრჩეველთა გონებაზე, მოსახლეობის ფართო მასების განწყობაზე.

ასეთია რეალობა, რომლითაც ვუახლოვდებით მორიგ არჩევნებს.

არჩევანი უნდა გაკეთდეს არა იმპულსური სიმპათია-ანტიპათიების, არამედ ქვეყნის სისტემური კრიზისიდან გამოყვანის აუცილებელი საუკეთესო  პროგრამების და ამ პროგრამების განხორციელების პოლიტიკური ნების არსებობის შესაბამისად

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *