(ასავალ-დასავალი) რა ჩვენება მისცა თემურ შაშიაშვილმა ჟვანიას საქმეზე

 

news_19923“ასავალ-დასავალს” ესაუბრა “თეთრების ლიდერი თემურ შაშიაშვილი, რომელიც გასულ კვირას მთავარმა  პროკურატურამ მოწმის სახით დაკითხა ზურაბ ჟვანიას საქმეზე.

 – ბატონო თემურ, როგორ ჩაიარა თქვენმა დაკითხვამ მთავარ პროკურატურაში?

– პროკურატურას მივაწოდე ყველა ის ინფორმაცია, რასაც ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით ვფლობ. თუმცაერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია დამრჩა დასაზუსტებელი, რისთვისაც ცოტა დრო მჭირდება.

 – თუ საიდუმლო არ არის, რა დეტალს გულისხმობთ?

– საუბარია ერთ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტზე, რომლის შესახებაც მე თქვენ წინა ინტერვიუში გესაუბრეთ. ეს არის ამერიკელების მიერ შექმნილი დოკუმენტი, რომელიც მე ნანახი მაქვს და რომელშიც სერიოზული ანალიზის საფუძველზე გაკეთებულია დასკვნა ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით.

 – თქვენ იმ ინტერვიუში ისიც მითხარით,  ჩემი ინფორმაციით ეს დოკუმენტი თვეების წინათ ბიძინა ივანიშვილს პირადად გადასცესო…

– დიახ, მე მქონდა ასეთი ინფორმაცია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს დოკუმენტი  პროკურატურას დღემდე ხელთ არ აქვს. ამიტომ მე შევპირდი გამოძიებას რომ ამ დოკუმენტს მოვიპოვებ და გადავცემ პროკურატურას.

თქვენ მეც შემპირდით, რომ ამ დპოკუმენტს გადმომცემდით 

– შეპირება ძალაშია, როგორც კი ამ დოკუმენტს მოვიპოვებ, პროკურატურის პარალელურად “ასავალ- დასავალსაც” მივაწვდი.

ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა ყურადსაღები: 40 პიროვნება ვიცი, რომლებიც ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით  მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ და ამათთაგან ზოგიეთი ცოცხალი აღარაა და ზოგიერთი ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული!

დიახ, ვინც კი ოდნავ რაიმე მაინც იცოდა ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით, ლევან სამხარაულიდან დაწყებული, და გენერალი დუმბაძით დამთავრებული, ყველა მოკლულია!

 – რამდენ ხანხ გაგრძელდა თქვენი დაკითხვა?

– დაკითხვა გრძელდებოდა  დაახლოებით 3-4 საათს. ერთ ფაქტს მიაქციეთ ყურადღება – როცა მე მივედი პროკურატურაში დაკითვაზე, ზუსტად მაშინ მიმდინარეობდა ბოკერიას დაკითხვაც და ჟურნალისტებით სავსე იყო იქაურობა. რომ დამინახეს, მკითხეს, რაზე მოხვედიო და ვუთხარი ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით უნდა მივცე ჩვენება მეთქი.

ჟურნალისტებმა მაშინვე დაიწყეს ტელეფონებზე რეკვა, ალბათ ხელმძღვანელობას უთხრეს, შაშიაშვილი მოვიდა პროკურატურაში ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით და რა ვქნათ, ჩავწეროთო? ხელმძღვანელობის მხრიდან კი სავარაუდოდ, ცივი უარი მიიღეს. რადგან არც ერთი ტელევიზია არ დაინტერესდა ჩემთვის რამე ეკითხათ ასეთ  მნიშვნელოვან საქმეზე.

ამიტომ ვუსვამ ხაზს, რომ საზოგადოებამ იცოდეს – დღეს ტელევიზიები მაქსიმალურად ცდილობენ მიჩქმალონ ისეთი მნიშვნელოვანი საქმე, როგორიც არის ჟვანიას მკვლელობა და ამის გამოძიება. როგორც ჩანს, ვიღაცას ან ვიღაცეებს არ აწყობთ, რომ ეს თემა აქტუალური იყოს.

მე პირადად ვაცხადებ, რომ ჟვანიას მკვლელობა არ არის შიდაქართული გადაწყვეტილება.

 – ამით რისი თქმა გინდათ?

– იმის, რომ ჟვანიას მკვლელობაში სააკაშვილის ხელისუფლებასთან ერთად გარეული არიან გარე ძალები და ეს მკვლელობა ემსახურებოდა იმას, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორი განსაზღვრული ყოფილიყო მხოლოდ ერთი მიმართულებით.

როგორც ჩანს და დასტურდება, რომ ჟვანია წინააღმდეგი იყო საქართველო თავისი საგარეო პოლიტიკით ორიენტირებული ყოფილიყო მხოლოდ ერთ ქვეყანაზე. იგი ეწინააღმდეგებოდა ამ კურსს და ამას შეეწირა. ამიტომაცაა, რომ ჟვანიას მკვლელობა დღემდე არ იხსნება!

 – ძირითდად მაინც რა კითვები ჰქონდა თქვენთან გამოძიებას?

– მე არ მინდა ეხლა დეტალებზე საუბარი. მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ გამოძიებას ძირითადად აინტერესებდა, თუ სად არის და ვის ხელშია ის აუდიოჩანაწერი, რომელიც მე მოვისმინე და რომლითაც ფაქტობრივად დასტურდება, რომ ჟვანია მოკლეს!

 – უთხარით გამოძიებას, ვის აქვს ის აუდიოჩანაწერი?

– დიდი ბოდიშის მოხდით, დეტალებზე საუბარი დღეს არ შემიძლია. ხომ გახსოვთ, 2010 წელს თქვვენს გაზეთში გამოვაქვეყნე სკანდალური აუდიოჩანაწერი “:ვარდების რევოლუციის” წინ როგორ ხვდებოდნენ ერთმანე^თს სააკაშვილი და შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსნები და როგორ აწყობდნენ ერთობლივ გეგმებს.

მე ეს მასალა გამოვაქვეყნე ისე, რომ მათი მომწოდებლებისგან ნებართვა არ მქონია. ამიტომ გამინაწყენდნენ და ჩემთან კონტაქტი გაწყვიტეს. ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებული აუდიოჩანაწერი სწორედ იმ ჯგუფის ხელშია და სწორედ მათ მომასმენინეს იმ მეორე კასეტასთან ერთად, რომელიც მე გავასაჯაროვე.

სააკაშვილისა და შევარდნაძის მთავრობის სახელმწიფო მინისტრ ჯორბენაძის შეხვედრა შედგა ბიზნესმენ მამუკა ჯინჭარაძის ინიციატივიღ და ამ შეხვედრის ფარული აუდიოჩანაწერი გააკეთა მამუკა ჯინჭარაძემ. ახლა ნახეთ – ჟვანიას მკვლელობიდან ორ დღეში,2005 წლის  5 თებერვალს მამუკა ჯინჭარაძეს კლავენ!

თქვენ ფიქრობთ, რომ ჯინჭარაძის მკვლელობა ჟვანიას მკვლელობასთან არის დაკავშირებული? 

ჟვანიას მკვლელობის მეორე დღეს მე ტელეფონით ვესაუბრე ბიზნესმენ მამუკა ჯინჭარაძეს და მან მითხრა, ხედავთ, ჟვანია როგორ “გაასაღესო”? ამ საუბრიდან მეორე დღეს მამუკა ჯინჭარაძე მოკლეს!

შემდგომში ბადრი პატარკაციშვილმა, რომელიც ჯინჭარაძესთან ახლო მეგობრობდა, მითხრა – ძალიან საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს ჟვანიასა და ჯინჭარაძის მკვლელობები როცა სააკაშვილის ხელისუფლება აღარ იქნება, ხალხს თმა ყალყზე დაუდგება, ისეთი მასალები იხილავს მზის სინათლესო!

 – როგორც აღნიშნეთ, 3-4 საათი იყავით საკითხვაზე და ისეთი რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, პროკურატურა რეალურად არის დაინტერესებული ჟვანიას საქმის გახსნით?

– ის გამომძიებელი , რომელთანაც მე მქონდა ურთიერთობა, ძალიან არის დაინტერესებული ამ საქმის გახსნით და, ალბათ, მთელი პროკურატურის პოზიციაც ასეთია.

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *