გოჩა გიორგიძე: ქალაქს სიცოცხლე უნდა დაუბრუნდეს.

 

298721_100612166717128_2040247913_nშესაძლოა ბევრი ღირსეული კანდიდატი იყოს საარჩევნო სიაში ქუთაისის მერობისა, მაგრამ არ მგონია ისე ესმოდეს ყველას ქუთაისის ტკივილი როგორც ეს ბატონ თემურს შეეძლო და შეუძლია, არ მგონია ყველა იყოს ისეთი ენერგიის და შემართების როგორ შემართებასაც და ენერგიასაც ბატონი თემური იჩენდა ყოველთვის ქუთაისის პრობლემების გადასაწყვეტად.

მე მახსოვს პერიოდი როდესაც მას გვერდით არ ედგა ხელისუფლება და ის მაინც ცდილობდა, მან მაინც შეძლო და ქუთაისი იმ რთული პერიოდის სანიმუშო ქალაქად აქცია.

მე მჯერა, რომ თუ მხარდაჭერა ექნება ყველა ქალაქელის და ყველა ჭეშმარიტი პატრიოტის ბატონი თემური კიდევ შეძლებს ჩვენ სიამაყის გრძნობა დაგვეუფლოს ქუთაისის წარმატებების ხილვით. – გახსოვთ ქუთაისის ტორპეტოს საჩემპიონო დუელი თბილისის დინამოსთან? გახსოვთ სავსე ტრიბუნები ქუთაისის ტორპედოს სტადიონზე? – ეს ჯერ კიდევ მაშინ ხდებოდა ურთულეს წლებში. დღეს კი ტორპედო დადუმებულია! – ქალაქს სიცოცხლე უნდა დაუბრუნდეს.

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *