ბრიყვთა სურვილი ხალხის გაბრიყვებისა

news_21442

 

ქართულ ცნობიერებას უტევენ საალყო საბრძოლო ხელოვნების ყველა წესის დაცვით.

ათწლეულის მანძილზე ნადგურდება ქართული კულტურის, ხელოვნების, მეცნიერების, ისტორიის ინტელექტუალური და მატერიალური საწყისები; იმუსრება ზოგადსაკაცობრიო პრეისტორიული არტეფაქტები და ეროვნული თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად აუცილებელი ფსიქოლოგიური განწყობა. ელექტრონული და ბეჭდვითი მედიის უმეტესი ნაწილის მიერ გამალებით მიმდინარეობს „ტვინების გამორეცხვის“ უაღრესად საშიში პროცესი.

ჩვენი ამ შეხედულებათა თვალნათელი დასტურია ის, თუ რა სიმწვავით მიმდინარეობდა მხოლოდ დროებით, უცხოელ პატრონთა ყურმოჭრილი მონებისათვის უკეთესი დროის დადგომამდე გადადებული, ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვა. ყოველივე უფლებას არ გვაძლევს მოდუნებისა, მეტიც, ეს პროცესი უკვე გახლავთ სამოქალაქო დაპირისპირება, რომელიც განსაკუთრებულ მასშტაბებს მაისის შუა რიცხვებში მიიღებს…

ამაზე ბევრს საუბრობენ. ჩვენ გვინდა პრობლემა სულ სხვარაკურსით წარმოვაჩინოთ პოლიტიკოსთა უმრავლესობა განსაკუთრებული აღტაცებით იწონებს  პატრიარქის ეპისტოლეებს , არჩევნების წინ მათი ძირითადი საყრდენი ეკლესიაა, პატრიარქს უკლებლივ ყველა უწოდებს ბრძენს, მაგრამ მათი უმრავლესობა მის არც ერთ თხოვნას, მოწოდებას, ეპისტოლეებში ჩამოყალიბებულ მოსაზრებებს არ  ითვალისწინებს, პრაქტიკულად უარყოფს, ღია მტრობით ეკიდება.

თუ გულწრფელნი ვართ პატრიარქის შეფასებებში, რომ იგი ბრძენია,  მაგრამ არაფერს მისას არ ვთვალისწინებთ – ეს სრული გაუგებრობაა… ბრძენის სიტყვებს მხოლოდ ბრიყვები უარყოფენ.

* * *

პარლამენტმა ყველაფრისთვის მიიცალა, კოაბიტაციით დაწყებული, გამოგონილი ანტიდისკრიმინაციული კანონით დამთავრებული, მაგრამ ვერა და ვერ  მოიცალა  6-7 თვის წინ  მსოფლიოში ცნობილ და პატივცემულ ქართველ მოღვაწეთა მიერ  შეთავაზებულ წინადადების შესასწავლად და განსახილველად გამოსატანად. კერძოდ: 16 წლამდე ბავშვი, 65 წელს გადაცილებული, ქალი და 70 წელს გადაცილებული მამაკაცი  ციხეში არ იჯდეს, თუ მას რაიმე ანტისახელმწიფოებრივი არ ჩაუდენია. მეტიც, პასუხის ღირსად კი არ ჩათვალეს არც პრეზიდენტმა და არც პარლამენტმა ეს ჰუმანურზე ჰუმანური დოკუმენტი.

* * *

„თავისუფლება ლომთა ხვედრია“  – გენიალური ნათქვამია. როგორც ჩანს, არ ვართ ლომები, რომ ვიყოთ თავისუფალნი. ეს არ არის ქართული კანონზომიერება, იგი ცხოვრების და მოღვაწეობის ყველა სფეროში ადამიანებს  თავს მოახვიეს გარედან მართვადმა  ხელისუფლებებმა … თუ ეს ხელისუფლება ვერ შეძლებს საკუთარი თავის გათავისუფლებას მარიონეტობისაგან, მაშინ  ხალხის დაპირისპირება  ხელისუფლების მიმართ, პროგრესულ მოვლენად ჩაითვლება.

 

* * *

მიგვაჩნდა და  მიგვაჩნია,  რომ ამ ხელისუფლებას გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე აკეთებს. .. მისთვისვე მომაკვდინებელია მისგან ასე ხშირად  გამონათქვამი: „რაც შეგვიძლია, ვაკეთებთ“.  მთავარი ის კი არ არის,  შენ რისი გაკეთება შეძელი, არამედ ის, რისი გაკეთება შეიძლებოდა ქვეყანაში.  მინიმუმ 10-ჯერ მეტის გაკეთება შეიძლებოდა ამ ორი წლის განმავლობაში.  ხელისუფლება რომელსაც  მეტის გაეკთება არ შეუძლია,  უნდა წავიდეს.  კიდევ ერთხელ ვიმეორებ – წინა ხელისუფლებაზე  უკეთესი არ ნიშნავს  ხეისუფლებას, რომელსაც იმსახურებს საქართველო!

* * *

სამოქალაქო დაპირისპირების ერთი დიდი ნიშანი იქნება არჩევნების დროს ნაცების მიერ ნაძარცვი და  მილიარდერ ივანიშვილის ორი დიდი ფულის დაჯახება:. ლოგიკა მკაცრია: რაც მეტი ფული დაიხარჯება არჩევნების დროს, მით მეტი სიღატაკე და კორუფცია იქნება არჩევნების შემდგომ, უფრო მეტიც, ორივე ეს ფული ებრძვის არა იმდენად ერთმანეთს,  რამდენადაც ქართული ცნობიერების პოლიტიკურ ძალებს საქართველოში.

* * *

კოაბიტაცია ქართულად – ეს არის უსამართლობისადმი პატივისცემის პოლიტიკური ნება… დამნაშავე არათუ დაუსჯელია, არამედ, უცხოელთა ნებით ხელშეუხებელიც  და როგორც  ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს  ამის გარანტი აშშ-ია. ეს არის არა მარტო  უკანონობის დაკანონება და უსამართლობის გზა, არამედ, რეალური თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაკარგვა. ამას ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა არასდროს შეეგუება და სწორედ ეს არის ნიშანი დიდი სამოქალაქო დაპირისპირებისა საქართველოში

 

* * *

უცხოელტა ნებისადმი მონური მორჩილების კიდევ ერთი აღმაშფოთებელი ფაქტი მოხდა ორიოდ დღის წინ, როდესაც ჩვენს არასრულწლოვან მოქალაქეზე უცხოელი მოძალადე, რომელიც მისსავე ქვეყანაში იგივე დანაშაულისათვის სიკვდილით დაისჯებოდა, როგორც ამბობენ, მესამე უცხოურო ქვეყნის ელჩისა და სამხედრო ატაშეს კატეგორიული მოთხოვნით გათავისუფლებული და გაპარებული იქნა ქვეყნიდან.

თუ ეს სიმართლეს შეეფერება, ჩვენი სახელმწიფოს ვალია, ასეთივე კატეგორიულობით გამოაცხადოსეს დიპლომატები ქვეყნისათვის მიუღებელ პირებად – პერსონა ნონ-გრატად, ხოლო თანამდებობის იმ პირებს, რომლებმაც ვერ გაუძლეს უცხო ზესახელმწიფოს დიპლომატიური ჩინების თავხედ ზეწოლას, და ასეთი გადაწყვეტილებოთ ბოროტად გამოიყენეს ძალაუფლება, სულ ცოტა, მორალური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ საკუთარი მოქალაქის დასაცავად გამოჩენილი სრული უსუსურობისათვის,

 

* * *

ე.წ, „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ განხილვის გადადებამ, როგორც ჩანს, იმედის საღერღელი აუშალა როგორც „ნაცმოძრაობას“  მთლიანად, ისე, „ოცნების“ მათთან კოაბიტირებულ დიდ ჯგუფს. იმავ დღეს საკითხმა მიიღო გაცილებით ფართო ხასიათი და შეეხო სფეროს. რომელიც აქამდე არავის უხსენებია. საუბარია, კოაბიტირებულთა აზრით, „ნაცმოძრაობის“ დისკრიმინაციის დაუშვებლობაზე (?!). თურმე, ქვეყანაში იზღუდება ამ პარტიის უფლებები და ის ინსტიტუციურად, კანონმდებლობით უნდა იყოს დაცული; რომ ყოველი ხსენება ფრაზისა „ყოფილი ნაციონალი“ და მათ მიმართ რაიმე შეზღუდვის მოთხოვნა – ეს არის დისკრიმინაცია (!).

ჭეშმარიტად – თავხედობას არ აქვს საზღვარი!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *