“თეთრების” პოლიტიკური საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონი ნანა ჯიბლაძის გარდაცვალების გამო

santeliპარტია “თეთრების პოლიტიკური საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პარტიის დამფუძნებლის, პოლიტიკური საბჭოს წევრის, გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, პროფესორ მერაბ ჯიბლაძის მეუღლის, ქალბატონი ნანა ნოდია-ჯიბლაძის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

ქალბატონი ნანა განასახიერებდა ყველა იმ საუკეთესო და ამაღლებულ თვისებებს, რითაც ოდითგანვე გამოირჩევა ქართველი ქალი. დახვეწილი გარეგნობის, მაღალი კულტურის და ინტელექტის, სათნო, ერთგული მეგობარი, მოსიყვარულე დედა და მეუღლე. მისი გარდაცვალება უსაზღვრო დანაკლისი იქნება ოჯახისთვის, მეგობრებისთვის

უფალმა ნათელში ამყოფოს გამრჩეული ქართველი ქალბატონის, ნანა ნოდია-ჯიბლაძის სული.

მის. ჭავჭავაძის 16
პანაშვიდი ხუთშაბათს და პარასკევს 17.00 საათზე
გამოსვენება შაბათს, 3 მაისს, 15:00 საათზე

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *