ან ახლა! ან აღარასდროს

 

ndiეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი, ანუ ანგლოამერიკული აბრევიატურით, ენ-დი-აი, დეკლარირებულად კარგა ხანია საქართველოში ახდენს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას. ამაში თავისთავად ცუდი არაფერია, მეტიც, მისასალმებელი იქნებოდა, ნებისმიერი ხელისუფლებისათვის, ნებისმიერი ოპზოიციისათვის, ნებისმიერი პიროვნებისათვის – რომ არა ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი.

ამ ორგანიზაციისათვის ვითომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, რომელსაც არსით არავითარი საერთო არ აქვს მეცნიერულ საფუძვლებზე დამყარებულ კვლევასთან – შირმა, საფარია იმ ძირგამომთხრელი, ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისა, რომლის ატანა შეუძლებელია და სცდება ზომიერბისა თუ გონიერების საზღვრებს.

ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ციფრების მანიპულირებით, თავისი საცეცებით ამსხვრევს ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოს მშენებარე შენობას. კერძოდ:

– როგორც წესი, ის არ ასახავს ქვეყანაში შექმნილ რეალობას და წინასწარ უგზავნის შეტყობინებას ყოველ ხელისუფლებას, თუ რა პოლიტიკური პასიანსი სურს იხილოს ევროატლანტიკური და ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ყველაზე რეაქციულ ძალებს საქართველოში;

– არაბუნებრივი ციფრების დადება  საქართველოში იწვევს დიდ შიგა უკმაყოფილებას და შიგა დაძაბულობას ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში, რასაც ჯაჭვური რეაქციის მსგავსად მოყვება დაპირისპირებათა კასკადი მოსახლეობაში. ამ დაპირისპირებებს შემდეგ ეტაპად სდევს ქვეყნის მოსახლეობის დაყოფა ურთიერთარამეგობრულად განწყობილ ჯგუფებად, რაც ხელს უშლის ერის კონსოლიდაციას თავისი ცხოვრების ყველაზე მძიმე ისტორიულ ეტაპზე;

– იმისათვის, რომ არ წარმოჩნდეს  არაბუნებრივი მოსაზრებების ერთადერთ მატარებლად და გამავრცელებლად, ენ-დი-აი მისგან გაწვრთნილი და სათანადო ტექნოლოგიებს დაუფლებული სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციების, საზღვარგარეთიდან დაფინანსებული სხვა ორგანიზაციების, იგივე წყაროთაგან დაფინანსებული ჟურნალისტთა და ექსპერტთა გარკვეული წრეების სახით პოულობს ამ მავნებლური იდეების მხარდამჭერებს, გამავრცელებლებს და ხალხისთვის სხვადასხვა ვარიაციებით მიმწოდებლებს,

– ქვეყნისათვის საშიშია არა მხოლოდ ურეიტინგო, ან ნაკლებრეიტინგული პარტიების, არამედ ასეთივე ცალკეული პირებისწარმოჩენა ყველაზე რეიტინგულ პოლიტიკოსებად. სახელმწიფო თანამდებობის პირი, რომელიც თავის ქვეყანას წირავს იმისათვის,  რომ იყოს მსოფლიოში ერთადერთი, რომლის ტერიტორიაზე განლაგდება ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნების შეუიარაღებული ძალები, არ შეიძლება იყოს მოწონებული ქართველთაგან. იმასაც თუ დავძენთ, რომ იგივე პიროვნება მოუწოდებს, ეპატიოს დამნაშავე „ნაცმოძრაობას“ თავისი სისხლიანი წარსული, მისი წარმოჩენა ყველაზე რეიტინგულ პოლიტიკოსად შეურაცხყოფაა მთელი ქართველი ერისა;

– საქართველოს მოსახლეობის რეალური აზრის იგნორირება, გაყალბება, უცხოელ პატრონტა სურვილის გასაღება ქართველი ხალხის ნებად, სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის მოსახლეობის სულიერი მოწამვლა, ეროვნული ცნობიერების ნგრევა, მოსახლეობის ერთობის დანაშაულებრივი რღვევა.

***

შეიძლება ერთი შეხედვით ამ თემისაგან შორს იდგეს, მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ქვეყნის სულიერი დეგრადაციის მცდელობას თან ერთვის მიზანმიმართული ხორციელი მოწამვლა, ნათელი გახდება, რა ფართო შემოტევისა და დიდი საშიშროების წინაშე დგას ქართული სახელმწიფო.

საუბარია ჩვენი მეგობრების მიერ მომზადებულ და გადმოცემულ დოკუმენტზე, ჩამონათვალზე საკვები პროდუქტებისა, რომელბიც შეიცავენ საკვებად უვარგის, ხშირ შემთხვევაში, საშიშ ინგრედიენტებს. უნდა ითქვას, რომ ასეთი პროდუქტებით არა უბრალოდ გაჯერებულია, არამედ ისინი წარმოადგენენ უმეტეს ნაწილს ქვეყნის სასურსათო ბაზრისა. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ვაჭრობა ქათმის ბარკლებით, რომელიც დიდი ხანია ამოღებულია განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის რაციონიდან,ხოლო ბევრგან – პირდაპირ აკრძალულია. საქართველოში ბარკლებით ვაჭრობას მთლიანად აკონტროლებს იმ ქვეყნის მოქალაქე და ოფიციალური პირი, რომელშიც ეს პროდუქტი აკრძალულია კანონმდებლობით. საუბარია აშშ მოქალაქესა და ამერიკელ ბიზნესმენთა კოორდინატორზე საქართველოში, ვინმე ფადი ასლიზე, რომელსაც ხელის გულზე ატარებდა წინა ხელისუფლება და არანაკლებ ელოლიავება ახლანდელი.

***

 – ქვეყანას ფსიქოლოგიური ზემოქმედებით სულიერად წამლავს ენ-დი-აი ბატონ ნავაროს ხელმძღვანელობით!

– მოსახლეობას საშიში პროდუქტენით ფიზიკურად წამლავს ბიზნესმენთა გარკვეული წრე ფადი ასლის ხელმძღვანელობით!

ერთიც, მეორეც – მოუთმენელია!

ჩვენ ვითხოვთ დაუყოვნებლივ შეწყდეს ქართული სახელმწიფოს მოსახლეობის ცნობიერებისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ორგანიზაციების ფუნქციონირება საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლომათი ხელმძღვანელები, ბატონები ნავარო და ფადი ასლი გაძევებულ იქნან ქვეყნიდან სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ მტრული ქმედების მოტივით.

ეს უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში, როცა ამ ორი პიროვნების რეალური პატრონები იძულებული არიან ყური მიუგდონ და ანგარიში გაუწიონ საქართველოს მოსახლეობის ჭეშმარიტ აზრს. წინააღმდეგ შემთხვევაში უსასრულოდ გაგრძელდება ერის სულიერი და ფიზიკური მოწამვლით მისი დაკნინება და თანდათანობით განადგურება.

დრო არ ითმენს,  ჯერჯერობით დრო საქართველოს მტერთა სასარგებლოდ მუშაობს. ამიტომ ვფიქრობთ, თუ არა ახლა, არ იქნება არასდროს.! ამიტომ ვამბობთ: თუ არ იქნა ახლა, ვეღარ იქნება ვერასოდეს! ამიტომ მოვითხოვთ: ახლა, რადგან აღარ იქნება ოდესმე…იქნება ან ახლა, ან აღარასდროს!!!

 

სახიფათო იმპორტირებული პროდუქტების ჩამონათვალი

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *