(newspress.ge)თემურ შაშიაშვილი – ქუთაისს ხალხის ნების გამომხატველი, ხელისუფლების მიმართ მომთხოვნი მერი სჭირდება

 

405035_407179106017478_146782848_nპარტია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი აცხადებს, რომ მას ქუთაისში ყველაზე მეტის გაკეთება შეუძლია. შაშიაშვილი ქუთაისის მერობის კანდიდატია.შაშიაშვილის განცხადებით, მისი მთავარი მიზანი ქუთაისის აღორძინება და გაძლიერებაა. მისი თქმით, ქუთაისს სჭირდება არა ხელისუფლებისაგან დანიშნული, ხელისუფლების მორჩილი და მისი ნების გამტარებელი, არამედ ხალხის ნების გამომხატველი, ხელისუფლების მიმართ მომთხოვნი უშიშარი მერი.

„ძლიერი ქუთაისის გარეშე არ არსებობს ძლიერი თბილისი, ძლიერი თბილისისა და ძლიერი ქუთაისის გარეშე წარმოუდგენელია ძლიერი საქართველო“ – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

„თეთრების“ ლიდერის თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქუთაისი დიდი დასაყრდენი გახდეს საქართველოსთვის.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *