ნუ აირჩევ მატყუარას…

 

1საარჩევნო მარათონის გახურების კვალობაზე სულ ახალ-ახალი რაკურსით ჩნდება მავანთა პოლიტიკური სახე.

საზოგადოდ, ნებისმიერ არჩევნებში, ნებისმიერი კანდიდატის წარმოჩენა, რაგინდ მიუღებელი იყოს ვინმესთვის, ნიშნავს მის გამორჩეულობას გარკვეული წრისათვის, თუნდაც ის ძალიან ვიწრო იყოს. კანდიდატისაგან ტყუილი დაპირებების გაცემაც მსოფლიო პრაქტიკაში არ ახალია – ძველია.

მაგრამ როდესაც ტყუილს წინასაარჩევნო კონვეიერზე აყენებს რომელიმე, თუნდაც ძალზე უმნიშვნელო პოლიტიკური დაჯგუფება – ეს ძალიან ცუდ რამეზე მიუთითებს, რომლის სახელი ჩვენ ვერ გამოვძებნეთ, მაგრამ მის თაობაზე საუბარი აუცილებლად მივიჩნიეთ.

ცოტა ხნის წინ, ავადსახსენებელი ნავაროს კვლევის შედეგებმა აღაშფოთა ასეთი საკითხებით დაინტერესებული ყოველი პატიოსანი ქართველი. სულ ახლახან აღმოვაჩინეთ, რომ ენ-დი-აი მარტო არ არის ქართული პოლიტიკური სივრცის დამახინჯებულად წარმოდგენაში

ვიმეორებთ, აქ საუბარი არა რომელიმე კანდიდატის, ან პარტიის ფუჭ წინასაარცევნო დაპირებებზეა არამედ, ქვეყნის მოსახლეობის პოლიტიკური აზროვნების განზრახ წინასწარ დამახინჯებაზე, მასზე განზრახ წინასწარ ძალადობაზე.

ერთ-ერთი საიტი სისტემატურად დებს  საზოგადოებრივი აზრის განმოკითხვის მასალებს,. თითქოს ცუდი ამაში არაფერი არ უნდა იყოს, რომ არა ერთი ძალზე სიმპტომატური ნიშანი. მასში ყოველთვის შეფარულად ლიდერობენ ერთი პარტიის კანდიდატები, თანაც ისეთები, ძალზე ვიწრო წრის გარდა ძნელად რომ იცნობს ვინმე.  ასეთზე იტყვიან, მაგას ოჯახის წევრიც არ მისცემს ხმასო.

სამარცხვინოა, რომ ასეთი ტიპის გამოკითხვას აკეთებს „ერთპროცენტიანი“ პარტია, ისევ თავის მეგობართა შორის, შედგებს კი დღეში რამდენჯერმე ატრიალებს ტელევიზიით. გაუთვითცნობიებელ ადამიანებს ეს გონიათ რეალური შედეგი მეცნიერულ დონეზე ჩატარებული ნეიტრალური გამოკითხვისა.

იქმნება ილუზია, ასეთი პარტიისა და კანდიდატების სიძლიერისა, პოპულარობისა, ხალხისაგან მხარადჭერისა. აი, კიდევ ერთი მავნე შედეგი ენ-დი-აი-ს ჩვენს ქვეყანაში მუშაობისა: მან შვა ქართველი „ნავაროები“!

სახეზეა სოციალური ქსელების საშუალებით საზოგადოებაზე ისეთი სარკისებრი ეფექტის მოხდენის მცდელობა, როდესაც არა მხოლოდ მარჯვენა-მარცხენაა ერთმანეთში არეული, არამედ – თავი და ფეხები… აქ განგებ არ ვამბობთ: თავდაყირაა-თქო. ასეთ უხეშ ტყუილს ფაქიზ, შეწონილ და პოლიტკორექტულ პასუხს ნამდვილად ვერ ვაკმარებთ. ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდში  ქვეყნისათვის ყველაზე დიდი ცოდვაა ტყუილი, ყველაზე დიდი მტერია მატყუარა! აღნიშნულ ტყუილთან ოდნავადაც ვერ მივა ახლო წარსულში ტრანსპორტის და საწვავის ღირებულების გამძვირებელთა კვლავ გაიაფების დაპირება ან ეკონომიკის დამქცევთა ცრუ ლოზუნგები ქვეყნის ამუშავების შესახებ.

ჩვენს მიერ განსახილველი ტყუილის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ იგი თავად ამომრჩეველს ბრალდება, წარმოგვიდგება როგორც მისი ნება-სურვილი და ამ გზით ხდება არა უბრალოდ თავსმოხვევა სრულიად გაურკვეველი პიროვნებებისა, არამედ მიდის ქართული საზოგადოების წარმოჩენა ბრმა, ყრუ, პოლიტიკურად უმწიფარ ბრბოდ, რომელსაც ქვევრის მსგავსად, რასაც ჩასძახებ, იმასვე ამოგძახებს.

ჩვენი ღრმა რწმენით, მაღალი ტექნოლოგიები, მათ შორის სოციალური ქსელები, უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის პროგრესს, მოსახლეობის ფართო ფენების განწყობას, რეალობის ობიექტურად ასახვას დასაშვები სუბიექტური ცდომილებითაც კი, მაგრამ, არც ერთ შემთხვევაში წინასწარ განზრახულ ტყუილს, მითუმეტეს დეზინფორმაციას ისევ ხალხისვე სახელით.

ის, რომ  პირდაპირ არ ვასახელებთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც კადრულობს ასეთ ინსინუაციებს, გაპირობებულია არა რაიმე  რიდით მათ მიმართ, არამედ  პატივისცემით თითოეული ამომრჩევლისადმი, რომელსაც ვერ ვაკადრებთ ჩვენი აზრის თავსმოხვევას, მხოლოდ ვაფრთხილებთ სახეზე არსებული სიყალბის თაობაზე.

ნებისმიერი ფიზიკური ძალადობა თუ დასჯადია სამართალდამცავი ორგანოებისაგან, ჩვენი პოლიტიკური კეთილსინდისიერება უფლებას არ გვაძლევს, შევეგუოთ აზროვნებაზე ძალადობას ხალხის სახელით, ხალხის ნების სახელით. ისიც კმარა, რომ დაკანონებული ძალადობის ნიაღვარი იქნება არჩევნების დღეს ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციის მახინჯი ორპარტიული სისტემის პირობებში.

პარტია „თეთრების“ ანალიტიკური ჯგუფი

16.05.2014წ

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *