თემურ შაშიაშვილი : გავნთავისუფლდეთ ქვეყნის გარედან მართვადი პოლიტიკური თავხედებისაგან

დღეს „თეთრების“ ოფისში ინფორმაციას მთავრობის წევრებზე პრემიების განაწილების თაობაზე თავზარდამცემი უწოდეს. როგორც საბჭოს სხდომაზე პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, დაუჯერებელია, ამას აკეთებდეს 1 ოქტომბერს გამარჯვებული პოლიტიკური ძალა, ამას ითმენდეს დღევანდელი პრემიერ-მინისტრი და მშვიდად უყურებდეს ყოფილი პრემიერ-მინისტი. უპირველესად.
„თეთრების“ თავმჯდომარემ თემურ შაშიაშვილმა ასეთი კომენტარი გააკეთა
„აშკარაა, რომ ამათ ან არ იციან ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, განწყობა ხალხის, ან იციან მაგრამ ,უკაცრავად, ფეხებზე ჰკიდიათ მსგავსად”ნაციონალური მოძრაობისა”.
ერთიც და მეორეც უბედურებაა, უარესი მეორეა…ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდგომ, მათ სულ მცირე ან ბოდიში მოუხადონ საქართველოს მოსახლეობას და ფული დააბრუნონ ბიუჯეტში,ან,თუ ჩვენ – ხალხს ღირსება გაგვაჩნია, ეს არ უნდა ვაპატიოთ და გავნთავისუფლდეთ ქვეყნის გარედან მართვადი პოლიტიკური თავხედებისაგან, რომლებიც ფეხქვეშ ეგებიან მათ უცხოელ პატრონებს, როგორც სჩანს, ფულიც ამისთვის ჭირდებათ. ხალხი არა თუ არ აინტერესებთ, როგორც ჩანს, სძულთ კიდეც.
დავიბრუნოთ ღირსება, უღირსებს ნუ ვეგებით ფეხქვეშ.
ამ განწყობით მივდივარ ქუთაისში და ვიბრძოლებ მთელი ძალით. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ განწყობას ქუთაისი გაიზიარებს, ჩვენს გვერდით მთელი უპარტიო ქუთაისი დადგება, დაგება “ქართული ოცნების” და “ნაციონალების”უმეტესობა, ანუ ის ხალხი,ვისაც ღირსება აქვს, პარტიაზე მეტად ქვეყანა უყვარს და ხალხის ცხოვრებით ცხოვრობს და არა “მეოცნებეთა’,”ნაცთა” ელიტის მსგავს ფუფუნებაში.
ეჭვი არ მეპარება, რომ ასეთი უზნეობა. პოლიტიკური თავხედობა არ და ვერ მოხდება ძლიერ საქართველოში.
საქართველო კი მაშინ იქნება ძლიერი, როცა ყველა ამომრჩეველი ხმას მისცემს პატიოსან, წესიერ, განათლებულ, მოაზროვნე მამაც და ზნეობრივ პიროვნებებს.“
„თეთრების“ პრეს-ცენტრი
16.05.2014წ.
2013 წელს სამინისტროებში გაცემული პრემიები და სახელფასო დანამატები



