(topnews.ge)თემურ შაშიაშვილი: –‘არავის არ ვაპატიებ დიმიტრი კოპალიანის ქუთაისიდან გაგდებას’

 

meriaსაარჩევნო ბლოკი „ნინო ბურჯანაძე–ერთიანი ოპოზიციის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი სასტუმრო „თბილისში“ მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. შაშიაშვილმა დევნილებთან იმ გეგმებზე ისაუბრა, რასაც მისი მერად არჩევის შემთხვევაში განახორციელებს. შაშიაშვილმა ადგილობრივ თვითმმართველობაზე საუბრისას ქუთაისის ყოფილი მერი დიმიტრი კოპალიანი გაიხსენა და განაცხადა, რომ მას ქუთაისში უპატივცემულოდ მოექცნენ.
„დიმიტრი კოპალიანი არის პატივსაცემი და ძალიან განათლებული ოჯახის შვილი და არ შეიძლებოდა მას ასე მოქცეოდნენ. არავის არ ვაპატიებ მის გაგდებას ქუთაისიდან“,–განაცხადა შაშიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ დიმიტრი კოპალიანის ქუთაისის მერის პოსტზე დანიშვნის ერთ–ერთ ინიციატორად სწორედ თემურ შაშიაშვილი მოიაზრება.
შეხვედრაზე მცირე ინცინდენტიც მოხდა. სასტუმრო „თბილისში“ მცხოვრებმა ერთ–ერთმა დევნილმა ქუთაისის მერობის კანდიდატი უყურადღებობაში დაადანაშაულა. შაშიაშვილმა კი განაცხადა, რომ მამაკაცი ნასვამი იყო და შეხვედრის ჩაშლას განგებ ცდილობდა.

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *