თემურ შაშიაშვილი: “ხელისუფლება სრულიად გასულია ხალხის კონტროლიდან” (პრესკონფერენციის ანგარიში)

 

news_2144231 მაისს, „თეთრების“ ლიდერი, ქუთაისის მერობის კანდიდატი ბლოკიდან “ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია” ერთი დღით ჩამოვიდა ქუთაისიდან სადაც დატვირთულ წინასაარჩევნო კამპანიას ატარებს და სააგენტო “რეპორტიორის” პრეს-ცენტრში პრესკონფერენცია ჩაატარა. რომლის მიზანი იყო  დედაქალაქის მედიის ინფორმირება  ადგილზე შექმნილი სიტუაციის , წინასაარჩევნო გარემოსა და რეალურ ვითარებაზე.

აქ წარმოდგენილია ძირითადი საკითხები, რაზეც ისაუბრა “თეთრების” ლიდერმა

 

„22 მაისს ოფიციალურად დავიწყე საარჩევნო კამპანია და მას შემდეგ მეტად დატვირთული გრაფიკით ვხვდები მოსახლეობას და უნდა განვაცხადო:  ამ  შეხვედრებმა დამარწმუნა, რომ ქვეყანაში მდგომარეობა იმაზე უარესადაა ,ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

ხელისუფლება სრულიად გასულია ხალხის კონტროლიდან

ორ რამეს გავუსვამ ხაზს:  პირველი – შეიძლება უდიდესი საქმეების გაკეთება, მაგრამ სახეზე გვაქვს მუხრუჭი ძველი და ახალი ხელისუფლებების მხრიდან. გავიხსენოთ,  1 ოქტომბერს   ბატონმა ივანიშვილმა დიდი პროგრამით მოიპოვა გამარჯვება, მე მაშინაც ვუსვამდი ხაზს, რომ ქართულ ოცნებას საუცხოო პროგრამა ჰქონდა. და დღესაც ვამტკიცებ, რომ  მთავარი იყო არა მარტო 1 ოქტომბერს გამარჯვების მოპოვება, არამედ იმ პროგრამის განხორციელებაც, რომლითაც ქართულმა ოცნებამ გამარჯვება მოიპოვადა რომლის განხორციელებასაც დარწმუნებული ვარ, ქვეყნისთვის უდიდესი სიკეთის მოტანა შეეძლო, დღეს ვხედავთ რომ არც ერთი პუნქტი ამ პროგრამისა არ არის შესრულებული ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ეს პროგრამა თითქოს დაავიწყდა ივანიშვილსაც და დღევანდელ ხელისუფლებასაც.

მეორე  – როცა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან, მან პირობა დადო, რომ გადავიდოდა სამოქალაქო სექტორში და მას გააძლიერებდა. მან განაცხადა, რომ ხალხის კონტროლს უნდა გააძლიერებდა ხელისუფლებაზე. რეალობა კი სრულიად საპირისპიროა –  დღეს ხელისუფლება სრულიად გასულია ხალხის კონტროლიდან, განსაკუთრებით ადგილებზე!  ასეთი თავაშვებულობა, მხედრიონზე უარესი ბანდიტიზმი, რაც დღეს არის გამეფებული და  ეს არ ხდება მარტო ქუთაისში ძნელი წარმოსადგენია.  სამოქალაქო სექტორის, ჟურნალისტების როლი სრულიად დაკნინებულია. ქუთაისში პრაქტიკულად აღარ ჩანან თავისუფალი ჟურნალისტები, ისინი  დანაწილებული არიან პარტიებში.  ტელევიზია გახდა მიუწვდომელი. წინასაარჩევნო გამოსვლის ან ინტერვიუს 1 წუთი  ღირს 80 ლარი. რეალურად  არ არსებობს  საარჩევნო გარემო.  ეს არის ბრძოლა ხალხის წინააღმეგ,  სახელისუფლებო ბანდიტიზმი, რომელიც ჩამოაყალიბა „მოქკავშირმა“, შემდეგ გააძლიერა „ნაცმოძრაობამ, შემდეგ თითქოს შესუსტდა  დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, მაგრამ არჩევნების წინ ეს ტენდენცია ისევ  იკვეთება. დღეს აშკარაა, რომ  ეს ორი პოლიტიკური ძალა როგორც წყლის ორი წვთი ისე გავს  ერთმანეთს და მსგავსება განსაკუთრებით  მძაფრია არჩევნებთან მიმართებაში.

 

საინტერესო ციფრები

მოვიყვან ძალიან საინტერესო შედარებას: ნიუ იორკის მერიაში მუშაობს 400 კაცი, ქუთაისში კი 700-დნ 900 მდე და  ეს ხდება არა მარტო ქუთაისში, არამედ მთელს საქართველოში. სამუშაო ადგილებს ქმნიან ხელისუფლების წარმომადგენლების ოჯხის წევრებისთვის; გაეროში პერსონალური მანქანა ემსახურება მხოლოდ გენერალურ მდივანს. ქუთაისში კი ჩინოვნიკების პერსონალურ მანქანებს თვლა არ აქვს. ანალოგიურია ყველა სხვა ქალაქსა და რეგიონში. არ იცის ეს  ხელისუფლებამ? თუ იცის და დაუშვა?  ქუთაისში მერიის შენახვა ჯდება ყოველწლიურად  7 მილიონი. მაშინ, როცა სკოლამდელი ასაკის ბავშვებზე იხარჯება(დაახლოებით 20 ათასი ბავშვი) 6 მილიონი. საყოველთაოდ ცნობილი მესხიშვილის თეატრზე  – 700 ათასი. მერიის შენახვა ჯდება მეტი, ვიდრე ერთად აღებული  ვიდრე ოპერის თეატრის, ფოლკლორის სასახლის, ყველა თეატრის, ყველა  სახელოვნებო რგოლის და ქუტაისის ტორპედოს შენახვა.

 

შეიცვლება მერიის დაკომპლექტების პრინციპები

დღეს ხელისუფლება ადგილებზე დაკომპლექტებულია პარტიული პრინციპით ძირითადად ესაა ნაცმოძრაობისა და ქართული ოცნების პარტიული  ჩინოვნიკები. ხოლო სპეციალისტები, არიან დაუსაქმებელი და მათი პოტენციალი გამოუყენებელი. ეს უნდა დასრულდეს.

არ იქნება მერიაში საკონკურსო შერჩევა იმ სახით რა სახითაც დღესაა . ნათესაური, კლანური სექტური დანიშვნა დასრულდება.,და მასწავლებლები, ექიმები თავად შეარჩევენ საკუთარ წარმომადგენლებს მერიაში, მე არავის დავნიშნავ. ვიცე მერებს დანიშნავენ მათივე დარგების წარმომადგენლები. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მასწავლებელს, ექიმს ხელოვნების კულტურის წარმომადგენლებს და მათ ვკითხოთ ვინ იქნება მათი წარმომადგენელი მერიაში.

ბიძინა ივანიშვილმა თავის პროგრამაში ხაზი გაუსვა მცირე ბიზნესის განვითარებას. რეალურად კი მხოლოდ 15-17 ათასი ლარია გამოყოფილი ამ მიზნით, მაშინ როცა შადრევნების შენახვისთვის გამოყვეს 300 ათასი ლარი. ყინულის მოედნის  და შადრევნების მომსახურება ჯდება უფრო ძვირი ვიდრე მესხიშვილის თეატრის შენახვა.

გაოცებული ვარ სოროსელების რაოდენობით . იმ იდეოლოგიის ადამიანების მომძლავრებით ვინც ქართულ ცნობიერებას ებრძვის.

 

გაძლიერდება სამოქალაქო სექტორის კონტროლი

მე ვპირდები, რომ გაძლიერდება სამოქალაქო სექტორი, ჟურნალისტების საქმიანობას არ შეეშლება ხელი. პირიქით იქნება ყოველგვარი ხელშეწყობა. კონტროლი უნდა იყოს მერიის საქმიანობაზე მათი მხრიდან უნდა დამყარდეს იმდენად მძლავრი კონტროლი, რომ  ადამიანები არ უნდა დახარბდნენ იქ მუშაობას.

 

ქუთაისთან დაკავშირებული პროექტებში პრიორიტეტული გახდება ქაალქის ინტერესები

ეხლა პროექტები, რომლებიც ქუთაისს უკავშირდება და რომლის შესახებაც მთავრობამ დააანონსა დიდი ზარზეიმთ, რა სარგებელს მოუტანს ეს ქალაქს და მის მცხოვრებებს?

ავიღოთ შემოვლითი გზა. ამის გამო ქუთაისს დიდი კომპენსაცია სჭირდება. რადგან ჭავჭავაძის პროსპექტის გაჩერება გაოიწვევს  უმუშევროვბის გაზრდას. მე ვამბობ რომ ყველა პროექტი,რ ომელიც განხორციელდება ქუთაისში იქნება უპირველეს ყოვლისა ქალაქის მოსახლეობისთვის მომგებიანი და პრიორიტეტული იქნება ქუთაისლების ინტერესები. მე  ხელისუფლებას არ დავიჯენ თავზე, და რადგან ქუთაისი არის თვითმმართველი ქალაქი ეს ნიშნავს, რომ ჩვენ თვითონ უნდა ვმართოთ ქალაქი. ხელისუფლებას კი აქვს ერთი ფუნქცია – შექმნას კონკურენტული გარემო ქვეყანაში. მონოპოლიები უნდა დაინგრეს და ეს დაიწყება ქუთაისიდან, თუ მე ამირჩიეს.

არჩევნების წინ ისევ  განახლდა ძველბიჭური გარჩევები, თუ ვინმე არ ეთანხმება სახელისუფლო მოსაზრებებს მათ ქუჩაში და უბანში ურჩევენ საქმეს.  საარჩევნო ბლოკებს რომ დააკვირდეთ კი აშკარაა ტენდენცია ფულიანთა სიმრავლის. საარჩევნო სიები სავსეა სავსეა ბიზნესმენებით . რაც ძალიან ცუდ შედეგებს მოიტანს არჩევნების შემდეგ

ჩვენია მოცანაა. თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო სექტორის გაძლიერება.   ხალხის კონტროლის დამყარება. ყველა სახლს, ქუჩას ეყოლება თავისი წარმომადგენელი, რომლებიც დაამყარებენ კონტროლს მერიაზე.. პირველ ეტაპზე იმ თანხებიდან, რომელიც მერიის შენახვაზე იხარჯებოდა – 2-3 მილიონი უნდა გავიტანოთ მუნიციპალიტეტებში სამუშაო ადგილების შექმნისათვის.

ბოლო მოეღება მონოპოლიებს

დღეს  ქუთაისში ორი სამი პიროვნების ხელშია მთელი ბიზნესი და აკონტროლებენ ყველაფერს. მე ვეუბნები ხელისუფლებას, თუ ეს არ იცით ძალიან ცუდია!  მე ამის დასანგრევად მივდივარ და თუ იცით, თავად დაანგრიეთ.

 

ნუ გავეგებით ფეხქვეშ ნურც ძველ, ნურც ახალ ხელისუფლებას!

შეცდომა იყო როცა მთელი მოსახლეობა არ დადგა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. ჩვენ ვხედავთ უკვე და ეს აშკარაა, რომ ეს ორი პოლიტიკური ძალა, ნაცმოძრაობა და ქართული ოცნება არის იდეოლოგიურად  ერთნი, ერთი ცენტრიდან იმართება ორივე. და ჩვენი ამოცანა იყო გამოჩენილიყო მათგან განსხვავებული, ეროვნულ ცნობიერებაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა.  მე არ ვითხოვ, რომ აუცილებლად   3 ნომერი  შემოხაზოს ყველამ. აირჩიეთ ნებისმიერი ძალა, მაგრამ ნუ გავეგებით ფეხქვეშ ნურც ძველ ხელისუფლებას –  ნაცმოძრაობას  და ნურც ახალ ხელისუფლებას  – ქართულ ოცნებას, რომელმაც ვერ შევძლო მინიმალურადაც კი იმის გაკეთება, რასაც ხალხს პირდებოდა.

 

მზად ვარ თავგანწირვისთვის

თავიდან ვთქვი და დღეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ქართულ ოცნებას რომ ის შეესრულებინა თბილისში და ქუთაისშიც, რა პირობაც მისცა ხალხს, მე კენჭს არ ვიყრიდი. მაგრამ ვხედავ საით მიექანება ქვეყანა , თავი მოვალედ ჩავთვალე ამ ბრძოლაში ჩავბმულიყავი. სამოქალაქო ომის დროს, მე ტანკებს გადავუდექი წინ და ამით ქუთაისი გადავარჩინე სისხლისღვრას. ალყაშემორტყმულ სოხუმში საკუთარი სიცოცხლის ფასად ჩავედი ჩვენს მებრძოლებთან ერთად თვითმფრინავით ,რომელსაც რეალური ჩამოგდება ემუქრებოდა. მაგრამ ეს საჭირო იყო  და მე ასე მოვიქეცი. რითაც ვამაყობ. დღესაც მზად ვარ ასეთივე თავგანწირვით ვიბრძოლო დღესაც.

ხალხს ღიმილი უნდა დაუბრუნდეს, ხალხს ხალისი უნდა მიეცეს. ეს დეპრესიული აგრესიული განწყობა, რაც დაამკვიდრა ძველმა და ახალმა ხელისუფლებამ უნდა დამთავრდეს. უნდა გამოვიყვანოთ ქვეყანა და შევეცდები ეს განწყობა დავამკვიდრო ქუთაისში.

მოგიწოდებთ ყველას. ვიბრძოლოთ, რათა არ უნდა დავუშვათ გაყალბება. თუ ხელისუფლებამ არ გააყალბა არჩევნები,დარწმუნებული ვარ გავიმარჯვებ!  მჯერა ხალხი გაყალბების უფლებას არ მისცემს. სულ მალე ახალი საპარლამენტო არჩევნებია მოსალოდნელი  და თუ ეს არ მოხდა, დარწმუნებული ვარ, ქვეყანა უმძიმეს კრიზისში აღმოჩნდება ისეთში, რომ უკრაინა მონაგონი გახდეს!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *