პოლიტიკოსების მიერ დაყოფილი ქალაქი ხალხმა გააერთიანა.

 

meria„მე ამას დღევანდელ საქართველოში პოლიტიკურ სასწაულს ვუწოდებ, ეს დიდი ნიშანია პოლიტიკოსებისათვის ხალხისაგან და ამ ქვეყანაში , მართლაც გამარჯვების დიდი ნახტომის გაკეთება შეიძლება, თუ ჩვენ ვიფიქრებთ ხალხზე და არა სკამებზე, თუ ჩვენ მოვემსახურებით ხალხს და არა ქვეყნის გარე ძალებს, ვიქმნებით ქართული ცნობიერებით აღსავსენი და არა „თავისუფლების ისტიტუიტისა“ და „სოროსის ფონდის“ ვირუსით დაავადებულნი“ –ასეთი კომენტარი გააკეთა ქუთაისის მერობის კანდიდატმა , „თეთრების“ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა დღეს მომხდარი ერთი ფაქტის შემდგომ.

კერძოდ, დღეს ქუთაისის ერთ–ერთ ტრადიციულ უბანში, ჯავახიშვილის ქუჩაზე უნდა გამართულიყო თემურ შაშიაშვილისა და მისი თანაგუნდელების შეხვედრა მოსახლეობასთან, ეს შეხვედრა რამდენიმე დღით ადრე იყო დაანონსებული. დილიდანვე, რუპორებითა და დიდი სახელისუფლებო მობილიზებით, ხელისუფლებამ, იგივე ადგილსა და იმავე დროს, დაიწყო მოსახლეობის შეხვედრაზე მიწვევა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვეულებრივ ხელისუფლება მოსახლეობასთან შეხვედრებს ნიშნავს 18 :00 საათის შემდეგ, რათა, მათ მიერ დაგეგმილ შეხვედრებს რაც შეიძლება მეტი სახელისუფლებო აპარატის წევრი დაესწროს, რაც მათ კანონით ეკრძალებათ სამუშაო საათებში.

ერთ პატარა სკვერში, მოსახლეობა თითქმის ორ თანაბარ ნაწილად გაიყო. სახელისუფლებო წრეების წარმომადგენლებმა არ მიიღეს წინადადება ამ შეხვედრის გაერთიანების თაობაზე.

მართლაც სამწუხარო სურათი გამოიკვეთა: ერთ უბანში , ერთ სკვერში ხელისუფლება რადიო აპარატურითა და ხმის გამაძლიერებლებით შეიარაღებული, ოპოზიციის წარმომადგენლები კი ყოველგვარი ტექნიკური საშუალებების გარეშე წარსდგნენ ორად გაყოფილი ხალხის წინაშე!

მხარდამჭერებთან გამოსვლის დამთავრებისთანავე, თემურ შაშიაშვილი გაემართა სახელისუფლებო მიტინგის მონაწილეებისკენ, სახალხოდ ხელი ჩამოართვა ქალაქის დღევანდელ მერს და მერობის სახელისუფლებო კანდიდატს ბატონ მურღლიას და მიმართა შეკრებილ ხალხს :“ვიფიქროთ არა მერობის კანდიდატებზე, არამედ ვიფიქროთ ქალაქზე!“ მან ასევე უშუალოდ მიმართა ქალაქის მერს წინადადებით, რომ ღიად, პირდაპირ ხალხის წინაშე მოეწყოს მერობის კანდიდატების საჯარო პაექრობა და სასურველია, ეს შეხვედრა გაიმართოს მესხიშვილის თეატრში და მოხდეს მისი პირდაპირ ი ტრანსლაცია.

„მთავარი ის კი არაა ვინ ვისი ნათესავი,მეგობარი და თანაპარტიელია და ვის ვინ მოსწონს, არამედ ვის მეტის გაკეთება შეუძლია ქალაქისთვის ამ მეტად მძიმე ჟამს“, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.
მისი აზრით ნამდვილი პოლიტიკური სასწაულია ის, რომ სახელისუფლებო კანდიდატის მხარდასაჭერად შეკრებილი უამრავი ადამიანი არ შეუშინდა ოპოზიციური ლიდერის მიმართ საკუთარი კეთილგანწყობის გამოხატვა. უფრო მეტიც, ისინი ოვაციით შეხვდნენ ოპოზიციის მერობის კანდიდატის გამოსვლას.

„პოლიტიკოსების მიერ დაყოფილი ქალაქი ხალხმა გააერთიანა. ეს არის ნამდვილი ქუთაისი.ამ ქალაქს აქვს დიდი პოტენციალი,. მე დღეს კიდევ ერთი გაკვეთილი მივიღე ხალხისგან – პატივია ამ ხალხისთვის მსახურება!“ – განაცხადა ქუთაისელთა კეთილგანწყობით აღფრთოვანებულმა თემურ შაშიაშვილმა.

პრეს–ცენტრი
02.06.2014წ

 

ვიდეო 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *