თემურ შაშიაშვილის ბრიფინგი ახალი მიდგომებით და არა ძველებური ბანდიტიზმით ( აუდიოჩანაწერი)

 

meriaდღეს კოალიციის ოფისში ქუთაისის მერობის კანდიდატმა თემურ შაშიაშვილმა გამართა შეხვედრა ჟურნალისტებთან.

შეხვედრის დასაწყისშივე თემურ შაშიაშვილმა მოკლედ მიმოიხილა ქვეყნის პრემიერ მინისტრის 4 ივნისის გამოსვლა და რამდენიმე მომენტზე გაამახვილა ყურადღება.

მოვდივართ იმისთვის, რათა ხელისუფლებას გავახსენოთ ქალაქის პრობლემები

„არც პრემიერის დღევანდელ ბრიფინგზე, არც კოალიცია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, ბატონი კალაძის გუშინდელ გამოსვლაში არ ყოფილა ნახსენები ისეთი მნიშვნელობის ქალაქი, როგორიცაა ქუთაისი. როგორც ჩანს, ხელისუფლებას არ აქვს გაცნობიერებული ის პრობლემები, რომლის წინაშეც დგას ქუთაისი და ქუთაისელები. ჩვენ  მოვდივართ იმისთვის, რათა მათ გავახსენოთ ქალაქის პრობლემები, მათი დაპირებები ქუთაისის მიმართ და თავად გავაკეთოთ  იმაზე  მეტი, ვიდრე ისინი პირდებოდნენ ქუთაისს,  – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

 

ბანერების ხელისუფლება

მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც მან გამოკვეთა, არის საარჩევნო გარემო. მისი თქმით ქვეყანაში არათანაბარი საარჩევნო გარემოა.

„პრემიერმა ბრძანა, რომ საარჩევნო გარემო შეცვლილია უკეთესობისკენ და მას  საუცხოო უწოდა.  მე კი ვხედავ საპირისპიროს. ქალაქი აჭრელებულია სახელისუფლებო კანდიდატების ბანერებითა და ფოტოსურათებით.  „ქართული ოცნება“ გადაიქცა ბანერების ხელისუფლებად. როგორც ერთმა პროფესორმა მოსწებულად განაცხადა, კომუნისტების პერიოდში 7 ნოემბერს არ ყოფილა ლენინის ამდენი ბანერი გამოფენილი, რამდენიც დღეს საარჩევნო კანდიდატებს აქვთ გამოკრული ქუთაისშიო.

ჩვენ მოვდივართ მეწარმეობის, მეწარმეების  მხარდაჭერის და მეწარმეობის განვითარების გეგმებით. მაგრამ თავად მეწარმეები სამწუხაროდ, აღიარებენ, რომ საგადასახადო და ფინანსური სამსახურები აფრთხილებენ მათ სამრეწველო თუ სავაჭრო ობიექტებზე, მხოლოდ სახელისუფლო კანდიდატების ფოტოსურათები და ბანერები განათავსონ. ეს არ არის თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემო!“  – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა, მისი თქმით, მერად არჩევის შემთხვევაში ქუთაისის ყველა სამსახურს დააკომპლექტებს ადგილობრივი კადრებით.

 

თბილისიდან ჩამოსული კადრები დაბრუნდებიან თბილისში

„თბილისიდან ჩამოსული კადრები დაბრუნდებიან თბილისში. არა იმიტომ რომ კუთხურობას ვიჩენთ და ვებრძვით თბილისელებს,  არამედ იმის გამო, რომ ყველგან ე.წ, „ფულის საშოვნ“ ადგილებზე სპეციალურად ინიშნებიან  თბილისიდან ჩამოსული კადრები. დააკვირდით, პოლიციაში და საფინანსო სამსახურებში სულ თბილისიდან ჩამოყვანილი  კადრებია, მაშინ როცა თვით ქუთაისს ჰყავს საუცხოო კადრები, ისეთები, რომ  თვით რესპუბლიკურ სტრუქტურებსაც  რომ დააკომპლექტებენ. ეს პრაქტიკა დანერგილი იყო ნაცმოძრაობის მმართველობის დროს, ეხლაც იგივე გრძელდება.  ხელისუფლებას არ სურს ჩემი მერობა. რადგან მე ვერ  ვაპარპაშებ თბილისისან დანიშნულ კადრებს. თუმცა ხელისუფლებასთან ვითანამშრომლებთ კონსტრუქციულად.” –  განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა.

 

წესრიგის მხრივ მდგომარეობა გაუარესდა

მერობის კანდიდატი შეეხო ქუთაისში წესრიგის თემას და განაცხადა, რომ ამ მხრივაც მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.

„პრემიერმა ბრძანა ქვეყანაში საუცხოო წესრიგიაო, მაგრამ რეალურად ამ მხრივაც ვითარება არის გაუარესებული. ამას აღნიშნავენ მძღოლები, რომლებსაც გაცილებით მეტად უსაფრთხოება ჰქონდათ წინა წლებში, აქაც თბილისიდან ჩამოსული კადრების პრობლემას ვაწყდებით, რადგან ცნობილია რომ სამართალდამცავი ორგანოებს ქუთაისში მთლიანად  დედაქალაქიდან ჩამოსული კადრები აკონტროლებენ. ჩვენ ამას არ შევეგუებით“  – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა. მან პირობა დადო, რომ მისი მერობის შემთხვევაში   მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლება უკეთესობისკენ.

 

დევნილთა პრობლემის მოგვარების ჩვენი ხედვა კარგია დევნილებისთვის, ქალაქისთვის და ხელისუფლებისთვის

შეხვედრის ძირითადი ნაწილი დაეთმო დევნილების მდგომარეობას და ხელისუფლების ინიციატივას  ქუთაისში  დევნილთა დასახლების შექმნის შესახებ.

„დევნილები უმძიმეს მდგომარეობაში არიან. შევხვდით მათ სასტუმრო „თბილისში“, წყალწილთელაზე,  ყველგამ, სადაც მივედით, ვნახეთ რა გაუსაძლის მდგომარეობაში ცხოვრობენ ადამიანები.  ხელისუფლება მათ პირდება, რომ ა აშენებს დევნილთა დასახლებას და ამ მიზნით აპირებს 103 მილიონი ლარის  გამოყოფას. მე  ვამბობ, რომ ეს კატასტროფა როგორც დევნილებისთვის, ასევე ქუთაისისვის!  – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა -მისი თქმით  ვისაც მოუვიდა აზრად, რომ კლინიკური საავადმყოფო გადაეკეთებინა დევნილთა სასტუმროდ, მას არც დევნილები ადარდებს და არც ქუთაისი, რადგან არსად მსოფლიოში არ არსებობს პრაქტიკა საავადმყოფოების საცხოვრებელ სახლებად გადაკეთებისა.

„ იქ უმძიმესი ფსიქოლოგიური  გარემოა და იქ შესახლებული ადამიანები განწირულები იქნებიან უმძიმესი ფსიქოლოგიური პრობლემებისთვის. ამ მიზნით მილიონობით ლარის დახარჯვა ყოვლად წარმოუდგენელია, – აცხადებს “თეთრების” ლიდერი და აქვე ხელსიუფლებას სთავაზობს დევნილების პრობლემის მოგვარების საკუთარ ხედვას.

„თუ გადაწყვეტილი გაქვთ მილიონობით ლარის გამოყოფა დევნილებისთვის, ბატონო პრემიერო, იყიდეთ სახლები ქუთაისში! ქუთაისში უამრავი სახლია დაკეტილი, იპოთეკით არის დატვირთული,   ერთ წელიწადში შეიძლება 4-5 ათასი ბინის ყიდვა და ამ ბინებში დევნილების დასახლება, პრიორიტეტული უნდა იყოს ქუთაისელი დევნილები.

103 მილიონით შეიძლება მეტი კერძო ბინის ყიდვა დევნილებისთვის, შეიძლება პირსახოცის ხელსახოცების და პირველი საჭიროების სხვა საგნების ბიზნესს ჩაეყაროს საფუძველი, სადაც ძირითადად დევნილები, დაახლოებით 5 000 კაცი, დასაქმდება და ექნებათ შემოსავალი წყარო, გარდა ამისა  იპოთეკით დატვირთული ბინების პატროინებისგაან  შევიძინოთ ბინები, რითაც ამ კატეგორიის ადამიანებს უმძიმეს პრობლემებს მოვუხსნით. კმაყოფილი იქნება ყველა : დევნილები, ქუთაისელები, და თქვენც, ხელისუფლება, რომელიც ამ ურთულეს პრობლემას გადაწყვეტს – ასეთია ჩვენი წინადადება, და თუ ხელისუფლებას მართლაც სურს ამ პრობლემის მოგვარება, დათანხმდება ჩვენს შეთავაზებას.  ხოლო თუ მათი მიზანია ეს  103 მილიონი  საკუთარი ნათესავ-მეგობრების გადაუნაწილოს რათა მათ მშენებლობები აწარმოონ და ფული გააკეთონ,  ამის უფლებას ჩვენ მათ არ მივცემთ!

თემურ შაშიაშვილი ჟურნალისტების მეშვეობით მივმართავს ხელისუფლებას და აცხადებს რომ ჩვენ კი ერთ კვარტალში   გააკეთებს იმას, რაც მთავრობას სამ წელიწადზე აქვს გაწერილი.  და  კმაყოფილი იქნებიან  დევნილებიც, გადაწყდება ქუთაისელი იპოთეკარების პრობლემაც,  1000 ბინას შეისყიდიან  სტუდენტებისთვის.

მისი თქმით, 103 მილიონის ლარის ხიზანთა დასახლების აშენება  მით უფრო გარედან  დევნილთა ჩამოყვანა სხვა რაიონებიდან,  მაშინ როცა ქუთაისის შემოვლითი გზა გაჰყავთ და ჭავჭავაძის გამზირს აუქმებენ, ეს არის ქუთაისის დაუფარავი მტრობა!

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *