(ვიდეო) თემურ შაშიაშვილის ბრიფინგი: მეწარმეებს წლის მეორე ნახევარში რეპრესიები ელოდებათ (03.06.2014)წ

90043900SHASHO_logoპრესკონფერენციის დასაწყისში თეთრების ლიდერი, ქუთაისის მერობის კანდიდატი თემურ შაშიაშვილი შეეხო პრემიერის გახმაურებულ განცხადებას: “ჩვენ არ დავუშვებთ რომელიმე რაიონში ქართული ოცნების გარდა რომელიმე სხვა პარტიის წარმომადგენელმა”.

“ეს გამოთქმა ეპატიება პარტიის თავმჯდომარეს, მაგრამ არ ეპატიება ქვეყნის პრემიერს. – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა , – თავად “ქართული ოცნებისთვის” იქნება ძალიან მძიმე შედეგის მომტანი, თუ ყველგან მისი კანდიდატები გაიმარჯვებენ. მივმართავ მათ კოალიციის ლიდერებს, იფიქრეთ იმაზე, რომ გაიმარჯვოს არა თქვენი პარტიის წევრმა, არამედ იმ კანდიდატებმა, რომლებსაც ქვეყნის რაიონებისთვის, ქალაქებისთვის ყველაზე მეტის გაკეთება შეუძლიათ.”

ამის შემდეგ ქუთაისის მერობის კანდიდატი შეეხო ქუთაისის საჭირბოროტო პრობლემებს, რომელთაგან მეწარმეობის თავისუფლება უმნიშვნელოვანესია.

“ანალიზის მიხედვით ვრწმუნდები, რომ კრიზისი გარდაუვალია. ჩვენს მეწარმეებს წლის მეორე მახევარში რეპრესიები ემუქრებათ. ამ ბიუჯეტით შეუძლებელი ხდება რამის გაკეთება, განსაკუთრებით კი სოციალურად ორიენტირებული პროექტების დაფინანსება.

ქუთაისი უმძიმეს მდგომარეობაში მოექცევა, თუ ხელისუფლების ისეთი პროექტები, როგორიცაა ამვლელი გზა, რამდენიმე ათასი დევნილის შემოსახლება ქალაქში, ამ სახით განხორციელდა.
შექმნილია ძალიან მძიმე საინვესტიციო გარემო, პრაქტიკულად ნულოვანი ინვესტიციებია, რაჭა-ლეჩხიუმის გზის ქუთაისიდან გატანა. და ეს არის ნაწილი იმ პრობლემებისა, რომელიც ელის ქალაქს უახლოეს მომავალში. მე მზად ვარ ამ საკითხებზე უფრო დეტალურად ვესაუბრო ყველა მსურველს”. – განაცხადა თეთრების ლიდერმა, ქუთაისის მერობის კანდიდატმა თემურ შაშიაშვილმა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *