… სიტყვა ქუთაისს

მე ვიქნები არა ხელისუფლების ერთგული, არამედ საქართველოს, ქართული იდეის, ქუთაისის და თქვენთვის მოცემული სიტყვის ერთგული!

filaჩემი პროგრამის მიზანია, არა იმის გაკეთება, რაც მე შემიძლია, არამედ მოქმედებაში მოვიყვანო ამ უნიკალური ქალაქის პოტენციალი. ქუთაისს აქვს უდიდესი ინტელექტუალური და საკადრო რესურსი, ჯერ კიდევ პრაქტიკულად გამოუყენებელი გამორჩეული გეოგრაფიული, სამეწარმეო და ტურისტული პოტენციალი. ყველა ეს მოქმედებაში მოდის , თუ ჩვენ ვეყრდნობით იმ ფუნქციას, რომელიც მეფეთ-მეფე დავით აღმაშენებელმა განუსაზღვრა ქუთაისს: სულიერების, ქართული ცნობიერების დაცვის, განათლების, კულტურის, ხელოვნების, მეცნიერების, სპორტის ქალაქი. მოკლედ, იუნესკოს ქალაქი – საუნივერსიტეტო და ინტელექტუალური ბიზნესის ქალაქი.

ექსპერტებთან გაწეული მუშაობის შედეგად, ქუთაისის საუნივერსიტეტო და ინტელექტუალური ბიზნესის ქალაქად გადაქცევას, სჭირდება ოთხი წლის განმავლობაში, მინიმუმ 1 მლრდ დოლარი, ანუ 1 მლრდ 700 მლნ ლარი.
რეალურია თუ არა ეს? რეალურზე რეალურია ქალაქის მოსახლეობას აქვს გადასაწყვეტი მთავარი საკითხი: აირჩიოს წესიერი, განათლებული, მოაზროვნე ხელისუფლება, რომელიც არ იქნება ცენტრალური ხელისუფლების მორჩილი, იქნება ქალაქის ინტერესების ერთგული.

აირჩიოს ხელისუფლება, რომელსაც ზღვა სიყვარული ექნება ხალხისადმი და კლდესავით მტკიცე იქნება ხელისუფლების მიმართ… კლდესავით მტკიცე იქნება თავის მოქმედებებში!

მე ასეთი განწყობით მოვდივარ! და ჩემს პატივისცემას ქუთაისისადმი ამ პროგრამითაც ვადასტურებ.

ეს არის პროგრამა შესაძლებლის მაქსიმუმზე მუშაობის.

ეს არის პროგრამა, რომ დამთავრდეს ადამიანებისათვის დამამცირებელი ბრძოლა არსებობისათვის და შესაძლებელი გახდეს ადამიანური ღირსების დამადასტურებელი – ბრძოლა საკუთარი თავის რეალიზაციისათვის!

ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, ყველამ, იმის მიუხედავად, მოვწონვარ თუ არ მოვწონვარ, მიჭერს თუ არ მიჭერს მხარს, წაიკითხოს ეს პროგრამა. თუ ვინმეს აქვს უკეთესი, მზად ვარ მხარი დავუჭირო. უფრო მეტიც, თუ ვინმეს შეუძლია ამ პროგრამის რეალიზება, მზად ვარ გვერდით დავუდგე, როგორც რიგითი, ყოველგვარი თანამდებობის გარეშე.

ჩვენ, ქუთაისელებს, ქვეყნისათვის ამ მძიმე ჟამს, გვეკისრება დიდი, შეიძლება ითქვას, ისტორიული პასუხისმგებლობაც, შევძლოთ პარტიული და პოლიტიკური საზღვრების დალეწვა და დიდი გაერთიანება მომავლის ქუთაისისა და მომავლის საქართველოსათვის!

ოც წელზე მეტია, საქართველოში არჩევნებით და არჩევნებში იმარჯვებენ პარტიები და პოლიტიკოსები და დამარცხებულია ხალხი. ვისურვებდი, 15 ივნისს რომელიმე მერობის კანდიდატს კი არა, ქუთაისს გაემარჯვა!

ვიცი ერთი: რაც მეტი ფული დაიხარჯება არჩევნების დროს, მით მეტი კორუფცია იქნება არჩევნების შემდეგ და მით უფრო ცუდად იცხოვრებს ხალხი!

მუხლმოდრეკილი გეხვეწებით: კარგად გავაცნობიეროთ, რომ ვინც ხმას ყიდულობს, ქვეყანას ჰყიდის და ვინც თავის ხმას ჰყიდის, ისიც ქვეყანას ჰყიდის!

პირდაპირ ვთქვათ, 20 წელზე მეტია ქვეყანას ხმების მყიდველები მართავენ, რომლებმაც დაპირებებით გვკვებეს, ქვეყანა გაგვიყიდეს და მხოლოდ საკუთარ ოჯახებს მისცეს ფუფუნებაში ცხოვრების საშუალება.

მოვდივარ კაცი, რომელსაც ამ ქალაქში კენჭიც კი მიყვარს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად არც ქურდები და არც მხედრიონელები ვაპარპაშე, ორჯერ დიდი სისხლისღვრა ავაცილეთ საქართველოს, არ გავატარეთ რა თბილისისკენ მიმავალი ტანკები და სამხედრო ტექნიკა და ყველაზე მძიმე ჟამს დავდექით საქართველოს ერთიანობისათვის, როცა აფხაზეთში ღალატი იყო.

ჩვენ ყველაფერი ეს ერთად შევძელით. გვიჭირდა, მაგრამ ვცხოვრობდით სიყვარულით, ურთიერთპატივისცემით და არა სოროსული დასმენა-ჩაშვებებით.
ჩვენი გზა დავით აღმაშენებლის გზა იყო და არა „თავისუფლების ინსტიტუტის“ დამანგრეველი იდეოლოგია.

დღეს იმაზე უარესი მდგომარეობაა, ვიდრე გვგონია და ამიტომ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა 15 ივნისის არჩევნებს. საქართველოს პარლამენტმა და მასში შემავალმა ორმა პოლიტიკურმა ძალამ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს ქუთაისს საქართველოსათვის დამანგრეველი ანტიდისკრიმინაციური კანონის ქუთაისში მიღებით. ამ კანონით დისკრიმინაციაში მოგვაყოლეს ეროვნული ცნობიერების ადამიანები.

ან ეხლა, ან არასოდეს! ან ჩვენ ვირჩევთ ქართული ცნობიერების მერს და საერთოდ ხელისუფლებას, ან ვრჩებით სახელმწიფოდ (ესეც საეჭვოა) ეროვნულობის გარეშე. ვოცნებობ ისეთ საქართველოზე, რომელსაც არ ეყოლება ქვეყნის გარედან მართვადი ხელისუფლება!

საუნივერსიტეტო და ინტელექტუალური ბიზნესის ქალაქი ნიშნავს ეროვნული ცნობიერებით და პლანეტარული აზროვნებით ცხოვრებას! თქვენ არ გჭირდებათ იმის მტკიცება, რომ გარე სამყაროსთან ურთიერთობისათვის ორი რამ არის საჭირო: ინტელექტი და ბიზნესი. არც ერთს აქვს ეროვნულობა, არც ეროვნული საზღვრები. სწორედ ამიტომ არის ჩვენს პროგრამაში სიტყვები, უნივერსიტეტი, ინტელექტი და ბიზნესი.

დღეს მთავარია, დავიბრუნოთ ღიმილი და ვიცხოვროთ სიყვარულით. ეს კი ხდება მაშინ. როცა ქალაქს და ქვეყანას ჰყავს ერთგული ხელისუფლება, რომელიც წინამორბედთა მიერ წართმეულ ღირსებას უბრუნებს ხალხს და ამას აკეთებს დასაქმებით და საკუთარი თავის რეალიზაციის საშუალების მიცემით.
ჩვენ დღეს ერთმანეთს ვჭირდებით ქუთაისისათვის. ძლიერი ქუთაისის გარეშე არ არსებობს ძლიერი თბილისი, ძლიერი თბილისისა და ძლიერი ქუთაისის გარეშე – ძლიერი საქართველო!

გავერთიანდეთ ძლიერი ქუთაისისათვის!

მოდით არჩევნებზე!

ხმა მიეცით ქალაქისა და ხალხის ერთგულთ!

მე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ ამ უმძიმესი პროგრამის შესრულებაზე. ამის იმედს თქვენ მაძლევთ, ურთიერთსიყვარულისა და პატივისცემის ის განწყობა, როგორითაც ჩვენ ამ დღეებში ვხვდებით ერთმანეთს. ამ შეხვედრების გამო ვალდებული ვარ, სიცოცხლის ფასად გემსახუროთ.

ამ ათმა წელმა მე დიდი ანალიზის საშუალება მომცა. არაერთი ჩემი შეცდომა დამანახა. ბევრი მასწავლა, რაც უნდა წამოვიღოთ ევროპიდან თუ ამერიკიდან და იმაზეც დამაფიქრა, რატომ ის არ მოგვაქვს, რაც ქვეყანას სჭირდება და რატომ მოგვაქვს ის, რაც ანგრევს საქართველოს. დამანახა ის პოტენციალი, რაც მთელს მსოფლიოში მიმოფანტულ ქართველებთან, საქართველოს მოქალაქეებთან, ქუთაისელებთან არის დაკავშირებული.

ჩვენ ერთად სასწაულის მოხდენა შეგვიძლია და ეს იწყება იმით, რომ ქუთაისი პირველი იტყვის უარს საქართველოში ბოლო წლებში დამკვიდრებულ მონურ ფსიქოლოგიაზე – ხელისუფალის ხათრით პიროვნებათა არჩევის დამანგრეველ ტრადიციაზე. მე არ ვიქნები არც ივანიშვილის, არც ღარიბაშვილის, არც მარგველაშვილის, არც უსუფაშვილის, არც ამ პარლამენტის ერთგული, არც დავუპირისპირდები მათ, რადგან დაპირისპირება სუსტების მოგონილია. მე ვიქნები საქართველოს, ქართული იდეის, ქუთაისის და თქვენთვის მოცემული სიტყვის ერთგული!

სწორედ ამიტომ, ჩემი პროგრამა კონკრეტულია , რომლის შესრულებაზე კონტროლი თქვენ გექნებათ. საკუთარ თავში ვხედავ ძალას, შევასრულო თქვენთვის მოცემული სიტყვა. ყოველი ექვსი თვის თავზე ეს თქვენი მონაწილეობით შეჯამდება. ორი წლის თავზე კი, ნდობის რეფერენდუმს შემოგთავაზებთ! თქვენ მიიღებთ მთავარ გადაწყვეტილებას: ან დამიდასტურებთ ნდობას, ან უნდობლობას გამომიცხადებთ!

მე ეს ორმხრივი კავშირის სისტემა უკვე ჩამოყალიბებული მაქვს. ყველა შეხვედრაზე ვარიგებ სავიზიტო ბარათს და ხმამაღლა ვამბობ: ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში ყველა ამ ტელეფონს მე ვუპასუხებ. თქვენ გექნებათ საშუალება, პირადად მითხრათ ის, რაც ჩემი პროგრამიდან არ ან ვერ სრულდება. ამ მისამართს აქაც ვბეჭდავ, რათა ყველა ადამიანს ჰქონდეს საშუალება ჩემთან პირადი კონტაქტისა, რათა ჩვენ ვგრძნობდეთ იმას, რომ ერთმანეთის ოჯახის წევრები ვართ, ერთად გვილხინს და ერთად გვიჭირს.

ქუთაისი ჩვენი დიდი ოჯახია. მოვდივარ თქვენი მსახური და არა თქვენი უფროსი!

ქ. ქუთაისი, კ. გამსახურდიას მე 5 შესახვევი 1

ტელ. +995 577 405454; +431 2912 35

ელ. ფოსტა  forwgeo@gmail.com; tetrebigeorgia @gmail.com

facebook: Teimuraz Shashiashvili

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *