კახი კალაძის პოლიტიკური შეცდომა

ჩვენთვის, „თეთრებისთვის“, 2011 წლის 26 მაისის აქციის მონაწილე ერთ-ერთი სუბიექტისთვის, ვინც საკუთარ თავზე გამოვცადეთ ფაშისტური რეჟიმის რეპრესიული მანქანის უმძიმესი ზეწოლა, პირდაპირი საინფორმაციო ომი და ჩვენს წინააღმდეგ აგორებული შავი პიარი, თითქოს აღარაფერი უნდა იყოფილიყო გასაკვირი. მაგრამ ქვეყნის ვიცე პრემიერის, ქართული ოცნების გენერალური მდივნის კახი კალაძის ამასწინანდელმა სატელევიზიო გამოსვლამ და განცხადებამ ქალბატონი ნინო ბურჯანაძის მისამართით, მართლაც რბილად რომ ვთქვათ, გაგვაოცა, უფრო მეტიც ამ განცხადებამ ჩვენზე ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა,
ჩვენ არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ბატონი კალაძე, რომელიც უკვე აღარ არის ფეხბურთელი და აქტიურ პოლიტიკაშია, ამავდროულად, საკვაძო თანამდებობა უკავია პარტიაში, რომელსაც დღეს ქვეყნის ბედ-იღბალი აბარია. ელემენტარულ პოლიტიკურ ანაბანას მაინც უნდა ფლობდეს და ესმოდეს, რომ მოწინააღმდეგეთა უსაფუძვლო ლანძღვა-გინებით საკუთარი რეიტინგის აწევა ხალხის თვალში უხერხულია და ამას უკუეფექტი აქვს.
ბატონმა კახიმ დათვური სამსახური გაუწია საკუთარ პარტიას, ასევე საქვეყნოდ გამოაჩინა სრული პოლიტიკური უვიცობა, ასევე საქართველოს კონსტიტუციის არცოდნა, იმის განცხადებით, რომ თურმე პრეზიდენტი ათავისუფლებს არჩეული საკანონმდებლო ხელისუფლების მეთაურს. აქ თავად ფაქტია დამახინჯებული : ყველასთვის ცნობილია, რომ ქალბატონი ბურჯანაძე თავად გადადგა თანამდებობიდან . საკითხავია, რაში დასჭირდა ბატონ კალაძეს ფაქტის დამახინჯება. უკეთეს შემთხვევაში საქმე გვაქვს უვიცობასთან, ხოლო უარეს შემთხვევაში ტუილთან, სამწუხაროდ, ქართული ოცნების ზოგიერთი ლიდერი რაც დრო გადის სულ უფრო და უფრო ასოცირდება სიცრუესთან.
ბატონი კახი, იხსენებს რა 26 მაისის სისხლიან ღამეს. პირდაპირ ვიტყვით უხეშად ესხმის თავს ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს და მეორე დეზინფორმაციას ავრცელებს, თითქოს ქალბატონი ნინოს ესკორტს მაშინდელი ხელისუფლების ძალოვნებმა შეგნებულად გაუხსნეს კორიდორი და დაატოვებინეს სასაკლაო.
ქართველი ვაჟკაცისგან, პატრიოტისგან, დემოკრატიისთვის მებრძოლისგან, როგორც ბატონ კალაძეს მოაქვს თავი, ადამიანისგან, რომელმაც თავის დროზე სწორი შეფასება მისცა 26 მაისის მოვლენებს, მსგავსი განცხადება გასაკვირიცაა და საწყენიც.
რა მოხდა, ბატონო კახი. როდის იყავით გულწრფელი, მაშინ, როცა დაგმეთ 26 მაისის სისხლიანი დარბევა. მაშინ, როცა ებრძოდით დამნაშავე ფაშისტურ რეჟიმს, მაშინ, როცა ქართველ ხალხს სამართლიანობის აღდგენას პირდებოდით,. თუ ეხლა, როცა აშკარად შეხმატკბილებული და კოაბიტირებული ხართ ნაცმოძრაობასთან; როცა დაივიწყეთ ხალხისთვის მიცემული თითქმის ყველა დაპირება, როცა 26 მაისის ბოროტებაში ვეღარ ხედავთ რეალურ დამნაშავეებს და განტევების ვაცის ძებნაზე ხართ გადასული, რითაც ერთი ერთში ემსგავსება თქვენი განცხადება ნაცმოძრაობის „ცნობილი სახეების“ რიტორიკას; როცა ეხლა, ასე ღიად და დაუფარავად მხარს უჭერთ საქართველოსთვის და ქართული ცნობიერებისთვის დამღუპველ „ანტიდისკრიმინაციულ კანონს“ ?!
როდის ხართ ნამდვილი, ბატონო კახი, როდის ხართ მართალი და როდის – ყალბი? თუ ეს ყოველივე იმისთვის გაკეთდა, რომ წინასაარჩევნოდ ჩირქი მოგეცხოთ მოწინააღმდეგისთვის, პირდაპირ ვიტყვით – ეს არ არის კაცური საქციელი, ეს არ არის პოლიტიკურად გამართლებული საქციელი! ბოლოს და ბოლოს, ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს: როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ ამოწურა მოსახლეობის ნდობის ლიმიტი და მას არჩევნების მოსაგებად სხვა არაფერი დარჩებია, გარდა მსგავსი განცხადებებით მოწინააღმდეგეების დისკრედიტაციისა. ეს არის გზა, რომელსაც პოლიტიკურ არარაობაში მიჰყავხართ.
ბატონო კახი, თქვენ გრჩებათ ერთადერთი შანსი: აღიაროთ საკუთარი შეცდომა, ბოდიში მოუხადოთ ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს და საქართველოს მოსახლეობას.
პოლიტიკური პარტია „თეთრების“
გენერალური მდივანი ზურაბ ხასია
12.06.2014



