ვარლამ ვეფხვიშვილი: ბატონმა თემურმა ქუთაისის მერის რანგში უკვე მიიღო პირველი დავალება

 

მე კახელი ვარ და სულ არ მიწევს იმერეთში ყოფნა. ქუთაისში ბოლოს 1980 წელს ვიყავი ჭადრაკში საქართველოს პირველობის შესარჩევ ტურნირზე.

თვით თემურ შაშიაშვილთანაც სულ ხუთიოდე წუთის შემთხვევითი გაცნობის პერიოდი მქონდა, ნონა გაფრინდაშვილის მიერ მსოფლიოს ჩემპიონობის მოპოვების 50-წლისთავთან დაკავშირებულ იუბილეზე. დიახ, კახელი ვარ, მაგრამ ჩემი მყოფადობის, მრწამსის, რწმენის, მსოფლმხედველობის, პატრიოტიზმის განსაზღვრაში დიდი გავლენა იქონია აკაკი წერეთლის ლირიკამ და ტკბილხმოვანებამ.

მე მესმის, რომ საქართველოში მძიმე ფინანსური, ეკონომიკური, საყოფაცხოვრებო და პოლიტიკური პრობლემებია და პირველ რიგში ისინია მოსაგვარებელი. და მაინც ვთხოვ ბატოთ თემურს, ქალაქის მერად არჩევის შემთხვევაში ამ წლის ბოლომდე მოახერხოს, არა მთლად ძალზედ ძვირად ღირებული ძეგლის დადგმა აკაკი წერეთელისა, ქუთაისის სადმე გამოსაჩენ ადგილას, წარწერით: “აკაკი წერეთელი, მგოსანი, ქართული სულიერების პერპეტუუმ მობილე”.

ამ ორმოციოდე წლის წინ უილიამ შექსპირს ( და არა უილიამ შექსპირს, რასაც არასწორად ვწერთ და ვამბობთ) სანთლის გრანდიოზული ძეგლი დაუდგეს (აპირებდნენ კია და დაუდგეს თუ არა, აღარ ვიცი) და იგი 500 წლის მერე ჩაიწვებ ბოლომდეო. შექსპირი მაინც შექსპირია, მაგრამ შოთა რუსთაველთან, ბევრ ქართველთან და აკაკი წერეთელთან, რანი იყვნენ არაქართველნი. ქართული ენა ყველაფრის საშუალებას გვაძლევს. სადაა სხვა ენებში თუნდაც რითმები, რომ აღარაფერი ვთქვათ მაჯამებზე, ან აფორიზმები. ასე, რომ ბატონმა თემურმა ქუთაისის მერის რანგში უკვე მიიღო პირველი დავალება – აკაკი წერეთელი, სიმბოლიკა ქართული სულიერებისა.

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *