თეიმურაზ შაშიაშვილი: პოზიცია

 

90043900SHASHO_logoარჩევნების შედეგებთან დაკავშირებით იმედიანი განწყობა მაქვს. ეს იმედი ხალხის განწყობიდან გამომდინარეობს. გამორიცხულია, ხელისუფლებამ გაყალბების გარეშე შეძლოს გამარჯვება. შესაძლოა  მეორე, მზაკვრული ვარიანტიც. ნაცმოძრაობა და ქართული ოცნება თანხმდებიან იმაზე, რასაც ხმამაღლა ამბობს და ითხოვს „ნაცმოძრაობის“ არაერთი წარმომადგენელი, რომ ისინი იბრძვიან არა პირველი, არამედ მეორე ადგილისათვის  და ამ შეთანხმებით ნაცმოძრაობის მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში ქართულ  ოცნებას ეხსნება საკუთარი მერობის კანდიდატის გამარჯვების პრობლემა. მით უფრო, რომ საარჩევნო კომისია ამ ორი პარტიისაა და ასეთი შეთანხმების შემთხვევაში გაყალბება ადვილია.

საერთოდ, ვუსმენ რა დღევანდელი და ყოფილი პრემიერების, მთავრობის წევრების გამოსვლებს, პირდაპირ ვამბობ: ამ შეფასებების მიღმა იმალება გაყალბების განწყობა. პირველად მოვისმინე დღეს ასეთი გამოთქმა,  რომ დღეს საქართველოში თურმე დემოკრატიის აღზევებაა. ერთ–ერთი მინისტრი კი დაბეჯითებით ამბობს: გამორიცხულია სადმე მეორე ტური დაგვჭირდეს, ჩვენ ყველგან ვიმარჯვებთო. ანალოგიური განცხადება გააკეთა  თვით პრემიერმაც: ჩვენ ყველა რეგიონში ვლიდერობთო, თუმცა მან არ გამორიცხა ზოგიერთგან   მეორე ტურის გამართვის შესაძლებლობაც.

როგორც ჩანს, საქართველოში დემოკრატიის ახალი განმარტება შემოდის ძალაში. დემოკრატია ქართულად ნიშნავს არჩევნებზე მისვლისთვის აზრის დაკარგვას. დღეს ამომრჩეველთა 30–40%–იანი გამოცხადებაც  კი  სასწაულად უნდა ჩაითვალოს. ამის მიზეზი კი ის გაწბილებაა, რაც ხალხში დამკვიდრდა ქართული ოცნების მიერ შეუსრულებელი დაპირებებისა და ქვეყანაში მდგომარეობის ტოტალური გაუარესების.  ფონზე.  ბიძინა  ივანიშვილმა და მისმა შეუსრულებელმა დაპირებებმა პრაქტიკულად გაანულა მოსახლეობის  არჩევნებზე მისვლის სურვლი. „მილიარდერმა ვერაფერი გაგვიკეთადა ვისღა შეიძლება ვენდოთ „– ასეთია მოსახლეობის უმრავლესობის აზრი,  და არა მარტო ქუთაისში.

დემოკრატიის აღზევებას უწოდებენ იმას, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული არჩევნები პრაქტიკულად იმეორებს ყველაფერ იმას, რაც  დამკვიდრებული ჰქონდათ „ნაციონალებს“.

როგორც ჩანს,“ქართულმა ოცნებამ“ ნაცმოძრაობის მსგავსად  სამუშაო ადგილები  კოორდინატორების ინსტიტუტის გაძლიერებით შექმნეს. მოსახლეობა საუბრობს პიროვნებებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ყოველთვიურად 500 ლარს იღებს.  და  არჩევნების დღეს ისინი გუნდად დგანან ყველა საარჩევნო უბანთანა და აღრიცხავენ მიმსვლელებს. სამარცხვინოა კალაძის განმარტება, რომ ეს მათი ხალხია, რომლებიც მხარდამჭერებს აღრიცხავენ. ანუ „ქართული  ოცნება“ არ ენდობა საკუთარ მხარდამჭერებს  და მათი აღრიცხვით  პირდაპირ თუ ირიბად  ზემოქმედებას ახდენს ამომრჩეველზე.

გაყალბება, სამწუხაროდ ჩვეულებრივ მოვლენად იქცა და მოქმედებაშია მოყვანილი ყველა საშუალება ხმების მოსყიდვით დაწყებული და „დაგინებითა“ და ფოტოსურათების გადაღებით დამთავრებული. სამწუხაროდ მოსახლეობის ნაწილი ჯერ კიდევ  ვერ ხვდება რომ ასეთი პარტიები ქვეყანას უფსკრულისკენ  მიაქანებენ.

დიდი სურვილი მაქვს, ამ არჩევნებმა მაინც  გამოხატოს ხალხის განწყობა. რომელიც ყოველგვარი მიკიბვის გარეშე ვიმეორებ, გამორიცხავს გაყალბების გარეშე ხელისუფლების გამარჯვებას ქუთაისში და არა მარტო ქუთაისში.

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *