ილუზორული (გამოგონილი) და რეალური ბიძინა ივანიშვილი

13

 გაჭირვებამ, მძიმე ყოფამ, სააკაშვილის სადისტური რეჟიმის მიერ დამკვიდრებულმა უიმედობამ შეგვყარა, სწორედ რომ შეგვყარა მხსნელის ძიების გზაზე და ბიძინა ივანიშვილთან და მის ფულთან მიგვიყვანა. ამ მდგომარეობაში მყოფებმა შევქმენით (გამოვიგონეთ) ისეთი ივანიშვილი, როგორიც ის სინამდვილეში არ იყო…

მთელი ტრაგიზმი იმაშია, რომ ბიძინა ივანიშვილმაც ირწმუნა, რომ ის ისეთია, როგორიც ჩვენ შევქმენით, ირწმუნა, რომ ის მხსნელია. ირწმუნა, რომ მან, მხოლოდ მან იცის ყველაფერი, რომ იგი, მხოლოდ იგი არ ცდება არაფერში..  ილუზორულმა წარმოდგენებმა დაანგრია, სრულიად გააქარწყლა ბიძინა ივანიშვილის შესაძლებლობა, რომელიც მას რეალურად ჰქონდა და შეიძლებოდა საქვეყნოდ გამოყენებულიყო.

ილუზორული ბიძინა ივანიშვილი ქვეყნისთვის დამანგრეველია, ხოლო რეალური ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ საჭიროა ქვეყნისთვის.

ილუზორულ და რეალურ ბიძინა ივანიშვილს შორის, დიდი სხვაობაა და ამის გამო  წარმოქმნილი დიდი უკმაყოფილება რომ  არ გადაქცეულიყო მის წინააღმდეგ მიმართულ ძლიერ მოძრაობად – ის განერიდა ხელისუფლებას, ხოლო  მართვის რეალური სადავეები უშიშროებას და პოლიციას გადასცა. დრო ადასტურებს, რომ მართვის ეს მახინჯი სისტემა მისგან იმართება, ეს სააკაშვილის სისტემაა, მასონური სისტემაა. არც არის გასაკვირი, რადგან სააკაშვილიც და ივანიშვილიც პრაქტიკულად ერთი ცენტრიდან იმართებოდნენ და იმართებიან.

ვფიქრობ, საქართველოს ტრაგედია იმაშია, რომ მხსნელს ბელადში ვეძებთ და დიდზე დიდი ხანია, კოლონიზატორს მეგობარს ვეძახით. ამ ორი დამანგრეველი სისუსტის გამო, ადვილად მართვადი გავხდით ქვეყნის გარედან.

ეს უნდა დამთავრდეს თუ გვინდა სამშობლო. ამის გაკეთება ეროვნული იდეით გაერთიანებულ საქართველოს შეუძლია. ვფიქრობ, შემოდგომა  ამ მოძრაობის მძლავრ კონტურებს გამოკვეთს და ამის ერთი დიდი საყრდენი ეროვნული და სახელმწიფოებრივი  განწყობის ქალაქები და რაიონები, პოლიტიკური ძალები და პოლიტიკოსები, მედიასაშუალებები, არასამთავრობო სექტორი იქნებიან და, რაც მთვარია, ის ინტელიგენცია  იქნება, რომლისთვისაც მიუღებელია პოლიტიკური კონიუქტურით ცხოვრება… რომელიც სააკაშვილის და ივანიშვილის ფეხქვეშ არ დაეცა, თავისუფლების დაკარგვით სკამი ან ფუფუნებრივი ცხოვრება არ მოიპოვა.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *