დღეს მხოლოდ ბრძოლაშია საქართველოს გადარჩენა – გავერთიანდეთ ეროვნული იდეით, დავდგეთ საქართველოსთვის!

ეს არის არჩევნების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ჩემი გამოსვლის ლაითმოტივი. დიდი სურვილი მაქვს, ყველა მეგობარმა, მეგობრების მეგობრებმა ნახონ ეს გამოსვლა.
ჩემი პოზიცია კონკრეტულია და რადიკალური:
ეს არჩევნები დემოკრატიის კი არა, სოროსული ძალების ახალი მძლავრი აღზევებაა. მთავარია ქართულად მოაზროვნე ადამიანებმა, საქართველოს ნამდვილმა მეგობრებმა კარგად გავაცნობიეროთ ეს და მივიღოთ ეს გამოწვევა.

ვისაც ქართული სისხლი გვაქვს, კაცები ვართ, საკუთარი თავით დავდივართ, ვისაც შეგვიძლია მტრის წინაშე თავაწეული დგომა – არ ვიჩოქებთ და ზურგს არ ვაჩვენებთ, როგორც ამის დიდი მაგალითი ჟიული შარტავამ მოგვცა. ვისაც გვაქვს წარსულის პატივისცემა, ვინც რეალურად ვხედავთ დღევანდელი საქართველოს მდგომარეობას, ვინც ვფიქრობთ ქვეყნის და საკუთარი შვილების მომავალზე – გავერთიანდეთ ეროვნული იდეით, დავდგეთ საქართველოსათვის!

P.S. იქმნება საიციატივო ჯგუფი. პირველი შეკრება შედგება 8 ივლისს.

დღეს მხოლოდ ბრძოლაშია საქართველოს გადარჩენა – გავერთიანდეთ ეროვნული იდეით, დავდგეთ საქართველოსთვის!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *