( ასავალ-დასავალი) მასონური ტექნოლოგიების წყალობით, “ნაცმოძრაობა” მომდევნო არჩევნებზე ხელისუფლებაში დაბრუნდება

 

 777-150x150– ბატონო თემურ, რამდენიმე დღის წინათ გავრცელდა ინფორმაცია. რომ ნაცმოძრაობის წევრები, სავარაუდოდ  დიდი ოდენობით უკანონო თანხის და ელექტროეკონოშოკური აპარატების გადმოტანის მცდელობის გამო აზერბაიჯანის აეროპორტში დააკავეს. რას ფიქრობთ ამ ამბავზე?

– ეს არის დასავლეთის სტრუქტურების ძალიან კარგი,დახვეწილი მექანიზმი, რომ მათთვის სასურველი პოლიტიკური ძალები მუდმივად ყურადღების ცენტრში ამყოფონ. სამწუხაროდ, საქართველოში ამას უპრობლემოდ მიაღწიეს. ხალხს შთაბეჭდილება შეუქმნეს, რომ თითქოს ეს ორი პოლიტიკური ძალა ერთმანეთს ებრძვის. ამ ფონზე მასონურმა ძალებმა მიაღწიეს მთავარს – დღეს საქართველოს ხელისუფლებაში მათ მიერ მართვადი პოლიტიკური ძალები არიან.

 – ანუ ფიქრობთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არარეალურია და შესაბამისად, “ნაციონალები” არეულობისათვის ემზადებიან?

– მე არაფერს გამოვრიცხაცვ, მაგრამ დააკვირდით, რაში სჭირდება არეულობის მოწყობა პოლიტიკურ ძალას, რომელიც დღეს დასჯილი და გასამართლებული უნდა იყოს. მაგრამ ნელ-ნელა ისევ მიიწევს ხელისუფლებისკენ. გარწმუნებთ, მასონური ტექნოლოგიების წყალობით “ნაცმოძრაობა” მომდევნო არჩევნებზე ხელისუფლებაში მობრუნდება. შესაბამისად, არეულობა მათ ინტერესებში არ შედის/ დააკვირდით მოვლენათა განვითარებას – 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებმა “ნაცმოძრაობა” გადაარჩინა. ამერიკელები მიხვდნენ, რომ საქართველოში სააკაშვილის მმართველობის გაგრძელება წარმოუდგენელი იქნებოდა. პრობლემის მოსაგვარებლად ივანიშვილის სახით გამოიძებნა საშუალება, რომელთანაც ფულის დახარჯვაც არ დასჭირდებოდათ. არჩევნებით ხელისუფლებაში მოიშორეს ის, ვისი მოშორებაც უნდოდათ, ანუ სააკაშვილი და გადაარჩინეს დანარჩენი “ნაცმოძრაობა”. თუ არ მეთანხმებით, გადახედეთ მონაცემებს, რა ხდება  1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერების პროცენტი ყოველ შემდეგ არჩევნებზე იზრდება. მეტსაც გეტყვით, ამ უკანასკნელ თვითმმართველობის არჩევნებზე ქუთაისში მერით დაწყებული ყველა დონეზე “ნაცმოძრაობა” მოვიდა. პირდაპირ ვაცხადებ – 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგები არის საკმარისი მოტივაცია, რომ ქართველ ხალხს მიუსამძიმრო. სამაგიეროდ, ეს შედეგები მე მივულოცე ამერიკის ელჩს რიჩარდ ნორლანდს.

 – მას რატომ მიულოცეთ?

– მისალოცად აქვს საქმე,  აბა რა, 1993 წლიდან ნელნელა იზრდება მასონების თავისუფლების ინსტიტუტისა და სოროსელების პროცენტული მაჩვენებლები საქართველოს ხელისუფლებაში. 2003 წელმა  ეს პროცესი ცენტრალური ხელისუფლების დონეზე დაასრულა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებმა კი სოროსიზაცია უკვე ადგილობრივ დონეზე დააგვირგვინა. მისია შესრულებულია და ცხადია, მივულოცე ბატონ ნორლანდს. დღეს  გამარჯვებულია არა რომელიმე  პარტია, არამედ ცენტრიმ საიდანაც იმართება ეს ორივე პოლიტიკური ძალა. არადა ორმაგად გულსატკენია, რომ ამას გვიბედავენ დავით აღმაშენებლის ერს, რომელმაც ევროპული და  დასავლური ცივილიზაცია დიდგორით გადაარჩინა.

 – თბილისის ახალი მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოცდა ერის წინაშე, ალბათ ეწორედ ეს იქნება, რ დააბრუნებენ თუ არა დედაქალაქის ცენტრში აღმაშენებლის ძეგლს…

– მასონები დავით აღმაშენებლის ძეგლს არ დააბრუნებენ. ჩვენ იმეფე იმ რამდენიმე მეფეთა შორის მოხვდა,რომელიც მასონებმა არ მიიღეს. მისი ძეგლის ქალაქიდან გატანის მიზანი იყო, რომ აღმაშენებელი ადამიანების აზროვნებიდან  გაეტანათ და, სამწუხაროდ, ამას მიაღწიეს. დავით აღმაშენებლის ძეგლს მხოლოდ ეროვნული ძალები  დააბრუნებენ და არა მხოლოდ იმ ადგილას, არამედ, ქართულ პოლიტიკაშიც!

ესაუბრა ნონა ბენდელიანი

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *