სასამართლოს ნაცვლად, ჟურნალისტებთან (სტენოგრამა)

 

news_25941წინ გვაქვს არჩევნების მეორე ტური. ამის გამო თავს შევიკავებ რომელიმე პარტიის შეფასებისაგან.

მოგეხსენებათ, დღეს 13 საათზე დაიწყო სასამართლო პროცესი, ორმელშიც მეც მომიწვიეს როგორც  დაინტერესებული პირი. ეს არის  ნაცმოძრაობის სარჩელი  ქართული ოცნების წინააღმდეგ. მე საჭიროდ არ ჩავთვალე სასამართლო პროცესზე დასწრება და  ვამჯობინე ჟურნალისტებთან შეხვედრა. რადგან, ჯერ ერთი – მე არ ვცნობ  კუბლაშვილის სამართალს და კუბლაშვილის სასამართლოს,  მას მარტო ბატონი ივანიშვილის სცნობსმ როგორც ჩანს და სანამ ეს მონური ფსიქოლოგიის ადამიანია უზენაესი სასამართლოს  თავმჯდომარე , სასამართლო დამოუკიდებელი ვერ იქნება

სასამართლო, რომლის თავმჯდომარემ ქვეყნისათვის უმძიმეს პერიოდში ბუკიას ბაღი ფაქტიურად მიითვისა და სასახლე წამოჭიმა, არ იმსახურებს ნდობას რათა სარჩელი შევიტანო, ან პროცესში  მივიღო მონაწილეობა.

ეხლა ძირითადი თემა. ხაზგასმით ვამბობ: საქართველოში პოლიტიკური ყაჩაღები მომრავლდნენ. და თუ რამისთვის უნდა აგოს პასუხი ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ, უპირველეს ყოვლისა, ქართული ოცნების საარცევნო სიებია, რომლებიც პრაქტიკულად დაკომპლექტებულია ამ პოლიტიკური ყაჩაღებით.  ქართული ოცნების სიებს არც ნარკომანი აკლია, არც მხედრიონელი, არც ცისფერი… მე უკვე აღვნიშნე, რომ ადგილებზე ჟურნალისტთა კორპუსი და არასამთავრობო სექტორი არის სუსტი  და ამის გამო ვერ ხერხდება დეტალურად შესწავლა  სახელისუფლებო პარტიის მიერ წარდგენილი  იმ სიებისა. პირდაპირ ვამბობ, მე ამდენი ფულიანი, ამდენი მყვლეფავი პიროვნება არა მგონია ოდესმე რომელიმე პოარტიას თვის სიებში  წარმოედგინა. ეს იყო მოქკავშირის იდეოლოგია, რომელმაც განსაკუთრებული მასშტაბები სწორედ ამ არჩევნებზე მიიღო.

დააკვირდით რა იწერება პრესაში, თუ იმის თუნდაც 1% შეესაბამება სიმათლეს, ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის.მაგრამ რეალურად ხდება ამ ფაქტების იგნორირება. ევროპაში, სადაც ვცდილობთ თითქოს დამკვიდრებას, მსგავსი ფაქტები არ დარჩევოდა რეაგირებისგარეშე. ჩვენტან კი არაფერზე არავინ აგებს პასუხს. გამეფებულია სრული იგნორი, ეს იყო ნაცმოძრაობის ტაქტიკა. იგივე გზას მიყვება „ქარტული ოცნება“

ეხლა რაც შეეხება არჩევნებს.

ჩემი პოზიციაა  უნდა გადაითვალოს არა რამდენიმე უბნის, შედეგები, როგორც ამას „ნაცმოძრაობა“ თხოულობს, არამედ უნდა გაიხსნას ყველა ყუთი და დარწმუნებული ვარ ვნახავთ საშინელებას. ქვეყანაში, სადაც არჩევნებს ატარებს ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოები და უშიშროება და კაგებეს კადრები ვერ ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები.  იმერეთის გუბერნატორად ყოფნის დროს, უშიშროებას არ ვაკარებდი არჩევნების პროცესს. რადგან მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ უშიშროების როლი მხოლოდ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაა და არჩევნებში მონაწილეობა და პარტიების საქმიანობაში  მონაწილეობა არის ბოლშევიკური მიდგომა, რომელიც სამწუხაროდ  ბრუნდება საქართველოში.და ეს არის სამარცხვინოდა საგანგაშო.

ქვეყანაში დღეს არცევნებს ატარებს ის ძალები, რომლებიც 2003 წლამდე  მოქკავშირში იყვნენ, მაგრამ ძალიან ახლოს თანამშრომლობდნენ სააკაშვილის ფრთასთან და მის ი პრეზიდენტობის დროს იყვნენ სააკაშვილის ყურმოჭრილი მონები, მერე გადავიდნენ ივანიშვილის მხარეზე და გახდნენ ივანიშვილის მონები.

პარალელისთვის გავიხსენოთ ცნობილია ფაქტი, როცა 1999 წლის არჩევნების შედეგებისთვის მოქკავშირის მაშინდელმა გენერელურმა მდივანმა სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა  მაშინდელ შსს მინისტრს თარგამაძეს. სამწუხაროა, რომ დღეს მთავრობის მეთაურმა ღარიბაშვილმა ასევე  მადლობა გადაუხადა შსს მინისტრს არჩევნების მშვიდად და წარმატებით ჩატარების გამო.. ეს არის პირდაპირი აღიარება იმისა, რომ რეალურად  ძალოვანი სტრუქტურები წარმართავდნენ არჩევნებს.

კიდევ ერთი განცხადება „ხალხი არჩევნებზე არმივიდა იმიტომ რომ ჩვენ გვენდობა.“ ეს ნიშნავს რომ ხელისუფლება  რეალობას არის მოწყვეტილი. მივმართავ ხელისუფლებას,  თუ არ გეშინიათ შედეგებისა, , გახსენით ყველა ყუთი და გადაამოწმეთ. გისახელებთ რამდენიმე ფაქტს: ქუთაისში რუსთაველის 79 81 ნომრებში ოთხი არარსებული ბინაა გაფორმებული ამარსებული ამომრცევლით იგივეა ნიკეას დასახლებაში. თუ არ გეშინიათ გადაამოწმეთ ეს ხმები.

უბანი 70 სადაც იყო  405 ამომრჩეველი,  13 ბიულეტენი  გაუმდა, 86 ბიულეტენი კი არ ჩანს, კაცი მოვიდა, ხმა მისცა და არ ჩანს მისი ხმა, ეს არის საგანგაშო ფაქტი. მაგრამ ამ ფაქტებზე რეაგირება არ ხდება იგნორირების სააკაშვილისეული კურსი დღესაც გრძელდება.

კიდევ ასეთი ფაქტი: 83 უბანზე 1380 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებლული მიიტანეს 358 ბიულეტენი, ზუსტად იმდენი, რამდენი ამომრჩეველიც მივიდა, საიდან ეს დამთხვევა?

მადლობა მინდა ვუთხრა იმ 7000 ადამიანს, ვინც ხმა მომცა. ვინც საკუთარი ნებით მივიდა არჩევნებზე და მხარი დამიჭირა, მათი მადლობელი ვარ, ვინც გონებით მისცა ხმა, თუნდაც ჩემს წინააღმდეგ, მათაც მადლობას ვუხდი. ხოლო  ვინც კუჭის კარნახით მისცა ხმა მათ უღალატეს საკუთარ შთამომავლობას და წინაპრებს.

ეხლა  მოკლედ გეტყვით , თუ რას პირდებოდნენ ხალხს „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“

ნაცმოძრაობა პირდებოდა, რომ მეორე ადგილზეგასვლის შემთხვევაში, ახალგაზრდებს ევროპაში გაუშვებდა. ანას იმით ასაბუთებდნენ, რომ მათ მჭიდრო კავშირი აქვთ ევროპასთან, იგივეს იძახოდა ქართული ოცნებაც. თუ გავიდოდა პირველ ადგილზე,ისიც ახალგაზრდებს გაუშვებდა ევროპაში. დააკვირდით, 200 ათასამდეკაცი,  მზადაა რუსული პასპორტი მიიღოს, ამას ემატება 50 ათასამდე კაცი, რომლებიც  მზად არიან საზღვარგარეთ გასასვლელად. სწორედ ქარველი ხალხის საქართველოდან გადინება  დასავლეთის იმ წრეების სურვილი, რომელბმაც თავის შედეგებს უკვე მიაღწიეს საქართველოში.

ხაზგასმით მინდა ვთქვა რომ არჩევნები იყო არა დემოკრატიის აღზევება, როგორც ამას ხელისუფლება ამტკიცებს, არამედ სოროსული ძალების აღზევება. 2003 წელს სოროსულმა ძალებმა მიაღწიეს, რომ ქვეყანის ცენტრალურ ხელისუფლებაში მოვიდნენ. 2014 წლის ადგილობრივმა  არჩევნნემა კი დაადასტურა რომ ისინი უკვე  მოვიდნენ ადილობრივ ხელისუფლებაში.

ერთი მაგალითი წავიდა მინისტრის მოადგილე და მისი ადგილი დაიჭირა მისმა ბიძაშვილმა. წავიდა ქალაქის მერი, და მის ადგილზე დაინიშნა მისი კლასელი, რა არის ეს, თუ არა სექტის პრინციპი.  კაცი , რომელიც 26 მაისთან დაკავშირებით საეჭვო ქმედებაშია შემჩნეული, დაინიშნა მაღალ თანამდებობაზე. ესენი ყველანი არიან სოროსის სკოლაგამოვლილები.  არცევნების შედეგები მე მივულოცე ამერიკის ელჩს, ნორლანდს, რადგან მან შეძლო, რომ თუ 2003 წელს სოროსული ძალები წინა ამერიკის ელჩის დროს მოვიდნენ ქვეყნის ხელისუგლებაში, მან განაგრძო ეს ტრადიცია  2014 წელს სოროსული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოვიდნენ უკვე ადგილებზე

8 ივლისს შედგება საინიციატივო ჯგუფის შეკრება. რომელიც განიხილავს შექმნილ მდგომარეობას. იმსჯელებს გამოსავალ გზებზე.დღეს გარე ძალები ცდილობენ. რათა  ორი პოლიტიკური ძალა დაამკვიდრეს საქართველოში. ყველაფერი დანარჩენი არის თამაში. ის პროცენტებიო რაც გამოაცხადა არჩევნების დღეს 18 საათზე რუსთავი-2 მა ზუსტად გაიმეორა საარცევნო კომისიამმ არჩევნების შედეგებში.  ხოლო  ვინც მართავს რუსთავი 2-ს,  ყველამ იცის.

ოთხ საყრდენზე იდგა „ნაცმოძრაობაც“  და სამწუხაროდ, იგივე ოთხ საყრდენზე დგას ქართული ოცნებაც.

პირველი და მთავარი – ყალბი ეროვნული პათიოსი

მეორე –  სოციალური დემაგოგია

მესამე – პოლიტიკური კორუფცია

მეოთხე –  დემოკრატიის თამაში

ყველაფერი ისეა მიმართული რომ მოაბრუნონ ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში,  მერე ისევ ოცნება  მოიყვანონ და ათამაშონ ეს ორი პარტია ერთმანეთში.

მივმართავ ივანიშვილს: ქვეყანა არის მაფიის ხელში და თუ თქვენ მართლა გსურთ  ქვეყნის განთავისუფლება მაფიოზებისაგან. შემოდგომამდე დაამტკიცეთ ეს. 40 მლნ ყოველწლიურად ბიუჯეტიდან არის მოპარული, არასწორად დახარჯული 160-180 მლნ ლარზეა საუბარი. მივმართავ ხელისუფლების მეთაურს. ნუთუ არ გიჩნდებათ სურვილი ნახოთ რა მდგომარეობაა ადგილებზე.

ერთი კონკრეტული ფაქტი : წყალსადებში რომელსაც ესპანელები აკეთებენ იხდის 64 მილიონს, იგივე სამუშაოები მე შევასრულებინე 5 მილიონად. არ იცის ხელისუფლებამ, რომ ამის უკან სერიოზული კორუფციაა?

არჩევნების დროს მეწარმეებს პირდებოდნენ,, რომ ტენდერებს მოაგებინებდნენ . 50 პიროვნება, რომლებიც  ჩემი გუბერნატორობის დროს იყვნენ ს სხვადასხვა სამსახურებში და  თამაშით  ყველა მთავრობასთან შეინარჩუნეს პოზიციები, ამ არჩევნებზე განსაკუთრებით დამიპირისპირდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ჩემი გამარჯვების შემთხვევასი მათ არ ვაპარპაშებდი. მაგრამ დარწმუნებული ვარ, მიუხედავად მათი მცდელობისა, არჩევნების შედეგად ხალხი მათ აღარ გააპარპაშებს

კიდევ ერთხელ მივმართავ ქართულ ოცნებას,სიებს გადახედეთ,. ნახეთ რა ხალხია სიებში. მხედრიონელები, ფულიანები.

ხალხს აფრთხილებდნენ ფული „დაეყაჭათ“ აშინებდნენ იგივე პროცესებით რაც  2003 წელს მოხდა, როცა ხალხს აპატიმრებდნენ და ფულის სანაცვლოდ ათავისუფლებდნენ..

კიდევ ერთი ინფორმაცია:  ჩემი საარჩევნო მარათონში ჩაბმის გამო ქუთაისში 1500 კაცი დასაქმდა კოორდინატორად.

ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელს კალაძეს მივმართავ : თქვენ კარგი ფეხბურთელი ხართ დაბრუნდით ან სპორტში, ან ბიზნესში. თქვები ნათქვამი, რომ საარჩევნო უბნებთან ჩასაფრებული კოორდინატორების ქმედება არ იყო უკანონო, არის დაუშვებელი. არჩევნებზე იყო კარუსელებიც, ხდებოდა ბიულეტენების ფოტოების გადაღება.

ბატონ ივანიშვილს მივმართავ , თქვენ ამბობთ, ხალხი არჩევანს ვერ აკეთებსო,  არჩევანს იმ ქცეყანაში აკეთებს ხალხი, სადაც საშუალო ფენაა ძლიერი. თქვენი  მოსვლით მეგონა საშუალო ფენა გაძლიერდებოდა. რეალურად კი მდიდარი უფრო გამდიდრდა, ღარიბი კი გაღარიბდა. ნამდვილი დემოკრატია არ არის კონტროლი/. ნამდვილი დემოკრატიის დროს   ხელისუფლება უნდა ფიქრობდეს საშუალო ფენის შექმნაზე და გაძლიერებაზე, მაგრამ დღეს თქვენ  გაწყობთ მშიერი ადამიანები, რომლებიც ხმებს 15 -20 ლარად ყიდიან.

ვაცხადებ: დღეს ქვეყანაში პოლიტიკური ყაჩაღების პარპაშია . სააკაშვილთან იდგა ინტელიგენციის 10 %  90% კი იყო გარიყული. იმ 90%-დან 10% დაუპირისპირდა სააკაშვილს შეძლო მოსულიყო ბიძინა ივანიშვილთან და ამ გზით  მოხვდა ხელისუფლებაში. დანარჩენი  80% ინტელიგენციისა კი არც ერთს გაეგო ფეხქვეშ, არც მეორეს. სწორედ ეს ხალხი სჭირდება  საქართველოს და არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას. 8 ივლისს იქნება საინიციატივო ჯგუფის ღია შეხვედრა და ჩვენ შემოდგომაზე დავარწმუნებთ ბიძინა ივანიშვილს რომ საქართველო არ არის სათამაშო ქვეყანა

მე ბედნიერი ვარ რომ ვმონაწილეობდი არჩევნებში. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ქუთაისელებს მხარდაჭერებისთვის. სამწუხაროდ ამ არცევნებმა დამანახა რომ ქვეყანაში კვლავ გამეფებულია შიში: შიში ტელეფონზე საუბრისა, შიში ოფისში თავისუფლად  მოსვლისა და რომ არაფერი იცვლება ამ ქვეყანაში/

1 ოქტომბერმა გადაარჩინა საააკშვილი და „ნაცმოძრაობა“ და არა საქართველო, საქართველოს გადარჩენა წინ გვაქვს.

23.06.2014წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *