(ასავალ-დასავალი) 1 ოქტომბერს ჩააბარეთ ანგარიში ქართველ ხალხს!

 

k1ჩვენში დემოკრატიას საკმაოდ დიდი ხანია ებრძვის სულთამხუთავი იგნორირება, რომელმაც უკვე პოლიტიკური ცუნამის მასშტაბი შეიძინა.

ეს პროცესი ჯერ კიდევ „მოქკავშირის“ დროს დაიწყო.იგნორირებამ, განუსაზღვრელ მასშტაბებს მიაღწია „ნაცმოძრაობის“ ეპოქაში, პოზიციას მყარად ინარჩუნებს „ქართული ოცნების“ ხელშიც! რაც გინდა თქვი, ვისზეც გინდა თქვი, არც მთქმელს სთხოვენ პასუხს ნათქვამისათვის და არც იმას, ვისზეც ამბობ. მით უფრო, რომ თუ ეს უკანასკნელი სახელმწიფო მოხელეა.

ევროპაში პასუხს გაგებინებენ ცილისწამებაზე და წარმოუდგენელია, მოკვლევის გარეშე დარჩეს მედიის საშუალებებით გამოქვეყნებული ბრალდება რომელიმე ხელისუფალის მიმართ. ესაა ევროპული გზა. სწორედ ამიტომ, ჟურნალისტებიც და პოლიტიკოსებიც მკაცრად აკონტროლებენ ყოველ გამოთქმას, მაგრამ რასაც წერენ, გამორიცხულია, რეაგირების გარეშე დარჩეს. ანალიზი ადასტურებს, რომ ევროპაში მიმდინარე წელს, ასზე მეტი მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე შეეწირა მედიაპუბლიკაციებს.

ჩვენთან სრულიად განსხვავებული, სწორედ რომ ევროპისაგან განსხვავებული განწყობაა. მაგალითიც კი არ გვაქვს, რომ რომელიმე ჩინოვნიკზე გამოქვეყნებულ მამხილებელ მასალას რაიმე სახის გაგრძელება რომ მოჰყვა სახელისუფლებო წრეებში. სწორედ იგნორირება კლავს სიმართლეს, სამართლიან გარემოს და ყველაფერი ეს ხელისუფლებიდან მოდის. ხალხი, ჟურნალისტები უმძიმეს მამხილებელ ფაქტებს აქვეყნებენ … აშკარად სჩანს, რომ აბსოლუტური უმრავლესობა სიმართლეა

.k

იგნორირება არის – არა მარტო საკუთარი, არა მარტო პარტიული მეგობრის, არა მარტო შენთვის მისაღები ადამიანისათვის სკამის შენარჩუნების გზა, არამედ, ქვეყანაში უსამართლო გარემოს, უსამართლობის დამკვიდრების დამანგრეველი გზა. სწორედ იგნორირების გამოა ხელისუფლება გასული ხალხის კონტროლიდან ყველა დონეზე – ცენტრალურით დაწყებული, ადგილობრივით დამთავრებული.

ხელისუფლება, რომლისთვისაც იგნორირება ფარია საკუთარი სახის და იმიჯის შენარჩუნებისათვის, საქვეყნო საქმეს ვერასდროს ვერ გააკეთებს. .. ასეთი ხელისუფლება ხალხის მსახური კი არ არის, არამედ ხალხს აქცევს თავის მსახურად, როგორც ეს დიდი ხანია დამკვიდრდა საქართველოში და რასაც, სამწუხაროდ, ჩვენც ვითმენთ.

მე ვიბრძოლებ ისეთი ხელისუფლებისათვის, რომლისთვისაც სულ ერთი არ იქნება, რა იწერება მასზე და მის წევრებზე პრესაში… სულ ერთი არ იქნება, რას ამბობენ ტელევიზიებში, საერთოდ, ელექტრონულ მედიაში.

ვიცი, ეს განწყობა ბევრშია. ჩვენ შევძლებთ ერთმანეთთან მისვლას. პირველი ნაბიჯი 8 ივლისის შეკრება იქნება. ეჭვი არ მეპარება, რომ 2014 წლის 1 ოქტომბერი იქნება დღე, როცა პასუხი მოეთხოვება „ქართულ ოცნებას“ დაპირებულის შეუსრულებლობისთვის და იმისთვისაც, რომ ასე პარპაშობს ქვეყანაში „ნაცმოძრაობა“, ის ძალა, რომელმაც უკადრებელი აკადრა ხალხს და ქვეყანას, გენოციდი მოუწყო საკუთარ ხალხს. პასუხი მოეთხოვება იმისათვისაც, რომ სამართლიანობა არ დაადგინა – არც ხალხს, არც ბიზნესმენებს წართმეული არ დაუბრუნა, მაშინ როცა თავისი ყველაფერი დაიბრუნეს. პასუხი მოეთხოვება იმისათვის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ღარიბი კიდევ უფრო ღარიბი და მდიდარი კი – უფრო მდიდარი გახდა.

 

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *