(ახალი თაობა) ბიძინა ივანიშვილს ანგარიშების გაყინვით ემუქრებიან

ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების სცენარი უკვე დაწერილია

shhhრატომ არის გამწარებული ბიძინა ივანიშვილი, ვინ ჩაატარებს ხელისუფლების მიმართ ნდობის რეფერენდუმს, ვინ დაეხმარება ნაციონალებს ხელისუფლებაში დაბრუნებაში, რა პირობას სთავაზობს ამერიკა აფხაზებსა და ოსებს რუსებთან დაშორების სანაცვლოდ, ამ თემებზე „ახალ თაობას“ თეთრების ლიდერი თემურ შაშიაშვილი ესაუბრება.

– თქვენ განაცხადეთ, რომ ხელისუფლებაში ნაცმოძრაობის დაბრუნება გარდაუვალია. რა გაძლევთ ამ განცხადების გაკეთების საფუძველს? მართალია, ოცნებას საქმე კარგად არ მიჰყავს, მაგრამ ძველი ხელისუფლების დაბრუნება მოხდება ვითომ?

– ჩვენ რაც დღეს შეუძლებელი გვგონია, ის შესაძლებლად არის დაწერილი ქვეყნის
გარეთ. მე შეუძლებელი მეგონა თუ ასე დაიმშეოდა საქართველო. რომელთანაც მეგობრობა გამოაცხადა მსოფლიოს ყველა წამყვანმა ქვეყანამ. საქართველო დაამშიეს და ადვილად მართვად ქვეყნად აქციეს. არავის ეგონა, რომ ქვეყნის სათავეში არასამთავრობო ორგანიზაციები მოვიდოდნენ. 2003 წელს საქართველოს სწორედ არასამთავრობოები დაასვეს თავზე, ოღონდ ის არასამთავრობოები, რომლებიც სრულად იმართებოდნენ და ფინანსდებოდნენ გარედან. საუბარია „თავისუფლების ინსტიტუტზე“, რომლის იდეოლოგიაც ქართული ცხოვრების წესთან შეუთავსებელია. ჩვენ კი ეს ხალხი არჩევნების გზით ავირჩიეთ. ეს ხომ შეუძლებელი იყო. მაგრამ მოხდა, ახლაც იგივე განმეორდება. დააკვირდით, თანამდებობებზე ინიშნება ის ხალხი, რომლებსაც არასამთავრობოები აქვთ გამოვლილი. სხვებს ხელისუფლებას არ აკარებენ. ან იქიდან უშვებენ.თავის დროზე სწორედ ამიტომ ჩამოაშორეს თანამდებობას ოქრუაშვილი. ზურაბ ნოღაიდელი, ძალიან ცუდირამ მოხდა ამ არჩევნებზე. მერებად და გამგებლებად საზღვარგარეთიდან მართული და დაფინანსებული ხალხი გაიყვანეს. ცოტა ხანში შეიძლება მერებად და გამგებლებად არატრადიციული ორიენტაციის მქონე პიროვნებები მოგვევლინოს. ან გამოვა ვინმე ხელისუფლებიდან და იტყვის, რომ ერთსქესიანთა ქორწინებას უჭერს მხარს და მის დაკანონებას მოითხოვს.

– ეს მგონი უფრო შეუძლებელია, ვიდრე ნაციონალების ხელისუფლებაში მოსვლა.

-როგორც უკვე გითხარით,. ხშირად შეუძლებელი შესაძლებელია, აშშ ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს:“ მე თქვენი კულტურა და ტრადიციები არ მაინტერესებსო. ერის კულტურა იზომება იმის მიხედვით, როგორია მისი დამოკიდებულება არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებისადმი“… თურმე კულტურა ეს ყოფილა. ასე თუ წავიდა, ამერიკაზე წინ ვყოფილვართ.

– რანაირად?

თუ ესაა კულტურის საზომი, მაშინ ჩვენ ძალიან წინ ვართ წასულები. ბავშვობიდანვე ვიცი რამდენიმე პიროვნება, რომლებზეც ამბობდნენ, რომ იყვნენ ცისფერები. მათ ქუჩაში ზედმეტად ხმასაც კი არ სცემდნენ. არა ვიწროვებდნენ, არც ახლა აპირებს ვინმე მათ შევიწროვებას, მაგრამ ბავშვების აღზრდას მათ ვერავინ მიანდობს.

– მოდით, ისევ ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ვისაუბროთ

– ხელისუფლებაში მათი დაბრუნების სცენარი დაწერილია. სამწუხაროდ, ამ გეგმის განხორციელ;ება უკვე დაიწერა,

სად და ვის მიერ დაიწერა ეს გეგმა?

– საქართველოს ფარგლებს გარეთ. ეს გეგმა იმ ძალებმა დაწერეს, ვინც 200წ წელს „ვარდების რევოლუცია“ მოგვიწყვეს. ის სცენარიც ქვეყნის გარეთ იყო დაწერილი. შევარდნაძესაც თავაზობდნენ ამ გეგმაში მონაწილეობას. მაგრამ მან უარი თქვა. კარგად მახსოვს 2003 წლის 18 ნოემბერს შევხვდი შევარდნაძეს. მითხრა, ისეთ რაღაცას მთავაზობენ, თანამდებობა უნდა დავტოვოო. ამბობდა, ეს რომ გავაკეთო პოსტს სიცოცხლის ბოლომდე შევინარჩუნებ, მაგრა შემდეგ ჩემს შთამომავლობას აქ არ დაედგომებაო.

– რის გაკეთებას სთავაზობდნენ. არ გითხრათ?

-არა, მაგრამ რის გაკეთებაზეც მან უარი თქვა, ის სააკაშვილმა გაუკეთა იმ ხალხს. რაც შეეხება ქვეყნის გარეთ დაწერილ სცენარს, აქედან მთავარი უკვე შესრულებულია. გარკვეულმა ამერიკულმა ჯგუფებმა ქვეყნის სათავეში მოიყვანეს ორი პოლიტიკური ძალა, „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ . მიაჩნიათ,რომ ორივე ძალა მათია. ეხლა დაიწყო მეორე ეტაპის განხორციელება. თქვენ გგონიათ, ნაცმოძრაობის რეიტინგი შემთხვევით მატულობს? მათ ხმის ამოღების საშუალება უნდა ჰქონდეთ? ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. რომ დღეს ნაციონალები ყელყელაობენ. მას სხვა რამე უნდოდა საქართველოსთვის, მაგრამ სხვა ამე გამოუვიდა.

– მერე შეცვალოს?

– საქმე ისაა, რომ პროცესებს ბიძინა ივანიშვილი არ მართავს. გაჭირვებამ, მძიმე bidzina ivყოფამ, სააკაშვილის სადისტური რეჟიმის მიერ დამკვიდრებულმა უიმედობამ შეგვყარა, სწორედ რომ შეგვყარა მხსნელის ძიების გზაზე და ბიძინა ივანიშვილთან და მის ფულთან მიგვიყვანა. ამ მდგომარეობაში მყოფებმა შევქმენით (გამოვიგონეთ) ისეთი ივანიშვილი, როგორიც ის სინამდვილეში არ იყო…მთელი ტრაგიზმი იმაშია, რომ ბიძინა ივანიშვილმაც ირწმუნა, რომ ის ისეთია, როგორიც ჩვენ შევქმენით, ირწმუნა, რომ ის მხსნელია. ირწმუნა, რომ მან, მხოლოდ მან იცის ყველაფერი, რომ იგი, მხოლოდ იგი არ ცდება არაფერში.. ილუზორულმა წარმოდგენებმა დაანგრია, სრულიად გააქარწყლა ბიძინა ივანიშვილის შესაძლებლობა, რომელიც მას რეალურად ჰქონდა და შეიძლებოდა საქვეყნოდ გამოყენებულიყო. ილუზორული ბიძინა ივანიშვილი ქვეყნისთვის დამანგრეველია, ხოლო რეალური ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ საჭიროა ქვეყნისთვის. ილუზორულ და რეალურ ბიძინა ივანიშვილს შორის, დიდი სხვაობაა და ამის გამო წარმოქმნილი დიდი უკმაყოფილება რომ არ გადაქცეულიყო მის წინააღმდეგ მიმართულ ძლიერ მოძრაობად – ის განერიდა ხელისუფლებას, ხოლო მართვის რეალური სადავეები უშიშროებას და პოლიციას გადასცა. დრო ადასტურებს, რომ მართვის ეს მახინჯი სისტემა მისგან იმართება, ეს სააკაშვილის სისტემაა, მასონური სისტემაა. არც არის გასაკვირი, რადგან სააკაშვილიც და ივანიშვილიც პრაქტიკულად ერთი ცენტრიდან იმართებოდნენ და იმართებიან. ვფიქრობ, საქართველოს ტრაგედია იმაშია, რომ მხსნელს ბელადში ვეძებთ და დიდზე დიდი ხანია, კოლონიზატორს მეგობარს ვეძახით. ამ ორი დამანგრეველი სისუსტის გამო, ადვილად მართვადი გავხდით ქვეყნის გარედან.
ეს უნდა დამთავრდეს თუ გვინდა სამშობლო. ამის გაკეთება ეროვნული იდეით გაერთიანებულ საქართველოს შეუძლია. ვფიქრობ, შემოდგომა ამ მოძრაობის მძლავრ კონტურებს გამოკვეთს და ამის ერთი დიდი საყრდენი ეროვნული და სახელმწიფოებრივი განწყობის ქალაქები და რაიონები, პოლიტიკური ძალები და პოლიტიკოსები, მედიასაშუალებები, არასამთავრობო სექტორი იქნებიან და, რაც მთვარია, ის ინტელიგენცია იქნება, რომლისთვისაც მიუღებელია პოლიტიკური კონიუქტურით ცხოვრება… რომელიც სააკაშვილის და ივანიშვილის ფეხქვეშ არ დაეცა, თავისუფლების დაკარგვით სკამი ან ფუფუნებრივი ცხოვრება არ მოიპოვა.ივანიშვილი, ორმლისგანაც ბევრს ველოდებოდით, მაგრამ მან ყველაზე ცუდი რამ გააკეთა. მან ნაცმოძრაობა გადაარჩინა.

– რანაირად გადაარჩინა? პოლიტიკაში მათ გადასარჩენად მოვიდა ვითომ?

დარწმუნებული ვარ, მას მართლაც კარგი სურს ქვეყნისთვის, მაგრამგარე ძალები, რომელბიც ქვეყანას მართავენ, ამის უფლებას არ აძლევენ. ამიტომ ვამბობ, 2012 წლის 1 ოქტომბერს „ნაცმოძრაობა“ გადარჩა. 26 მაისის იდეოლოგია რომ გადარჩენილიყო, „ნაცმოძრაობა“ უკვე გასამართლებული იქნებოდა. ამერიკის ხელისუფლებას დიდი ჭკუა აქვს და მიხვდნენ, რომ სააკაშვილი საქართველოში უკვე დამთავრებული იყო და მისი შეცვლა გადაწყვიტეს. საამისოდ მოძებნეს ივანიშვილი, როემლსაც აქვს დიდი ფული და ამ ფულის წყალობით იოლად გააკონტროლებდნენ მას. სხვათა შორის, არც ის არის შემთხვევითი, რომ უკრაინის პრეზიდენტადაც ფულიანი კაცი დასვეს. მასაც თავის ჭკუაზე მართავენ. სააკაშვილი დღეს ამერიკისთვის ძალიან საშიში გახდა. ამიტომაც ჰყავთ თავისთან და შორს არ უშვებენ.

ამერიკისთვის რატომ არის საშიში?

nadziralkebi სააკაშვილმა ბევრი რამე იცის. და შესაბამისად ბევრი რამის თქმა შეუძლია. მის ნებისმიერ განცხადებას საერთაშორისო სკანდალი მოგყვება. ამერიკას კი სკანდალი არ სურს. ისინი სააკაშვილს ვეღარ იტანენ, მაგრამ ვალდებული არიან აიტანონ. ამიტომ გადაარჩინეს სააკაშვილი. ვიღაც იტყვის, სააკაშვილი ამერიკას იმიტომ აწყობს, რომ რუსეთი სძულსო. ასე რომ ყოფილიყო თამარ ჩხეიძეს სდა მამუკა გიორგაძეს ყველანაირად შეუძლიდნენ ხელს? მეეჭვება მამუკა გიორგაძე ზემეტად სძულდეს ვინმეს რუსეთი. ნატოზე საუბარი საქართველოში პირველმა ირაკლი წერეთელმა დაიწყო. ხალხი, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოიტანა, თამაშგარე მდგომარეობაში დატოვეს. რადგან ეროვნული იდეოლოგიის მატარებლები არიან. ასეთი ხალხი არც რუსეთს აწყობს. ვაშინგტონიც და რუსეთიც ისეთ ხალხს ეძებს, რომლებზეც კომპრომატები აქვთ და რაღაცით მათ მართვას შეძლებენ. ამის შედეგად დღეს ჩვენს ქვეყანას ამერიკა და რუსეთი დაეპატრონნენ. ერთი პოლიტიკურად მართავს, მეორე კი ჩვენს ეკონომიკას დაეპატრონა. დღეს ამერიკა აცხადებს, რომ პატივს სცემს ჩვენს ეკონომიკურ მთლიანობას, რაც ასე არ არის. აფხაზეთს რომ ვკარგავთ, ეს ამერიკასაც აწყობს. ჩრდილო და სამხრეთ ოსეთის გაერთიანებაც მათ ინტერესებში შედის.

– ეს ამერიკას რაში უნდა აწყობდეს?

– რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენებენ. ორ ოსეთს გააერთიანებენ და შემდეგ ერთ ძლიერ რესპუბლიკად აქცევნ, რომელიც რუსეთიდან გამოყოფას მოითხოვს. იგივე ხდება აფხაზეთის მიმართულებითაც. აფხაზეთის ხელმძღვანელობაში ჩემი მეგობრები იყვნენ და მათგან ვიცი, რა მოლაპარაკებებიც მიდიოდა.

– ვისთან მიდიოდა მოლაპარაკებები?

– იმ ხალხთან,. რომლებიც ცოტა ხნის წინ აფხაზეთში ხელისუფლებას ჩამოაცილეს.

– ანქვაბზე საუბრობთ?

– მის ხელისუფლებაზე ვსაუბრობ. მითხრეს, ამერიკელები დამოუკიდებლობაზე უფრო მეტს გველაპარაკებიან, ვიდრე რუსებიო. გვეუბნებიან. ოღონდ რუსეთს ჩამოშორდით და მართლა დამოუკიდებელ ქვეყნად გაქცევთო. აფხაზებს ეუბნებიან. თქვენი აღიარებით შემდეგ რუსეთი უნდა დავშალოთო. ამ მოლაპარაკებების შესახებ რუსეთმაც იცოდა და ამიტომაც ეკიდებოდა ამ თემას ფაქიზად. ეს გარემოება რომ არა, აფხაზეთის დამოუკიდებლობას ბევრად ადრე აღიარებდა. ქვეყანაში ძალიან რთული ვითარებაა. ვალდებული ვართ ვითარება შევცვალოთ. ამისთვის 8 ივლისიდან ახალ მოძრაობას ვიწყებთ.

– რა მოძრაობაზეა საუბარი?

– რაკი ხელისუფლებამ არ აღადგინა სამართლიანობა, ეს ხალხმა უნდა გააკეთოს. იმის მაგივრად, რომ ნაცმოძრაობა დადუმდეს, არჩევნებიდან არჩევნებამდე ძლიერდება, ამაზე ხელსიუფლებას პასუხი უნდა მოვთხოვოთ. კარგი იქნებოდა, „ქართული ოცნების“ ნდობის საკითხზე რეფერენდუმი ჩაგვეტარებინა. ჩვენ 8 ივლისს შევიკრიბებით. შევქმნით საინიციატივო ჯგუფს და მანამდე გავაკეთებთ იმ პროგრამის სრულ ანალიზს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს ზაფხულში წარადგინა. არჩევნებიდან 2 წლის თავზე ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და ჩაგვაბაროს ანგარიში, რა გააკეთა ამ 2 წლის მანძილზე. ჩვენს მოთხოვნას ევროპასთან ასოცირების შეთანხმება ვერ გადაფარავს. ძალიან მიკვირს… საერთოდ რატომ ზეიმობს ამას ხალხი.

– რატომ არ არის საზეიმო?

– ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავება 15251მართლაც კარგი მოვლენაა, მისი შეუფასებლობაც და გადაჭარბებული შეფასებაც შეიძლება საბედისწეროც აღმოჩნდეს ორი მეტად დამაფიქრებელი მომენტის გამო. პირველი – დაწყებული შევარდნაძის ხელისუფლებიდან, ეს თემა და ნატოსთან თანამშრომლობა ზედმეტად პოლიტიზებულია – ემსახურება ხელისუფლებისათვის ბრძოლას და ხელისუფლების შენარჩუნებას. ამ თემების პოლიტიზებამ გრანდიოზული მასშტაბები მიიღო „ნაცების“ ეპოქაში და გრძელდება „ოცნების“ პერიოდშიც… დაგვავიწყდა საქართველო, ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა და გაცილებით მეტს ვფიქრობთ ევროპელ ლიდერთა კეთილგანწყობის მოპოვებაზე. მეტიც, ხელისუფლებებმა მოსახლეობას შეუქმნეს გრანდიოზული მოლოდინი და ხელისმოწერის პერიოდში ქვეყანაში ამერიკისა დაევროკავშირის მიმართ გულწრფელად, ხაზს ვუსვამ, გულწრფელად იმედის მქონეთა რაოდენობა კატასტროფულად შემცირდა. ჩვენდა საუბედუროდ, ევროკავშირთან ურთიერთობა ევროპაში სარჩოს საშოვნელად წასვლასთან გაიგივდა. ეს სამომავლოდ, იმედების მეტად გაცრუების გზაა. დრო ამას დაადასტურებს.

მეორე – თვით ევროკავშირი კრიზისშია. ამის შესახებ ევროკავშირის ლიდერებიც ხმამაღლა საუბრობენ. ფაქტია ისიც, რომ ევროპაში მთავრობებს გარდა, პრაქტიკულად ცოტა დარჩა ევროკავშირის მომხრე. მასიურად მიდის საუბარი ევროკავშირზე, როგორც ახალ საბჭოთა კავშირზე… ბებერი ევროპის წარმომადგენლები შეწუხებულნი არიან იმით, რომ ვეროკავშირში მიღება დემოკრატიულ, ეკონომიკურ და სულიერ ღირებულებებს კი არ ეყრდნობა, არამედ, პოლიტიკური ნიშნით ხდება. მთავარი პოლიტიკური საზომი რუსეთიგახდა. ხარ დაპირისპირებული, ან პოტენციურად შესაძლოა გახდე ასეთი – ფართოდ გიღებენ კარს. ამის შედეგია, რომ დაშლილი იუგოსლავიის ყველა ქვეყანა, ყოფილი სოციალისტური ბლოკის თითქმის ყველა ქვეყანა, დემოკრატიისაგან შორს მდგომი და განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი ალბანეთიც კი, მისი წევრი გახდა. ალბანეთი ნატოშიც მიიღეს. ბებერი ევროპა შეწუხებულია იმითაც, რომ შიდა კონფლიქტების ყველა ყოფილი საბჭოთა ქვეყანასაც ევროკავშირისკენ ექაჩებიან, ვერაფერი ვერ მოუხერხეს მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს, რომლებმაც არ მიიღეს ევროკავშირის თხოვნა და უარი თქვეს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე.

დამაფიქრებელია, რომ ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერას „ხბოს აღტაცებით“ ვხვდებით მაშინ, როცა დიდი ბრიტანეთი გამოსვლაზე ფიქრობს, ასეთივე განწყობა ძლიერდებასაბერძნეთშიც, იტალიაშიც, უნგრეთშიც და ბევრ სხვა უკვე წევრ ქვეყანაში. მაშინ როცა,ესტონეთის პრეზიდენტიც კი საუბრობს იმაზე, რომ ევროკავშირში შესვლის შემდგომ ქვეყანა დეპრესიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, დაიცალა მოსახლეობისაგან, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისაგან. ესტონეთის პრეზიდენტიც კი, იმაზე საუბრობს, რომ ესტონელები მხოლოდ მსახურებად მიდიან ევროპაში. ხელისუფლება ზეიმობს, ჩვენ კი ნაკლები გვაქვს საზეიმო, მაგრამ დაფიქრება კი ბევრ რამეზე გვჭირდება. მე პირადად საქართველოს მომავლისთვის უკეთესად შვეიცარიული მოდელი მიმაჩნია

– რაშია ამ მოდელის უპირატესობა?

– უკანასკნელი მინიმუმ 200 წლის მანძილზე ხან რუსეთთან და ხან ევროპასთან ხელშეკრულებით, ვცდილობთ ქვეყნის გადარჩენას, ადვილია ერთის უარყოფით და მეორესთან მიკედლებით ქვეყნის მართვა. გავიარეთ ეპოქა: ამერიკა მტერია – რუსეთი მეგობარი, ვცხოვრობთ ეპოქაში – რუსეთი მტერია, ამერიკა და ევროპა – მეგობარი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არც ერთია ქართული გზა და არც მეორე. სამწუხაროა, რომ საუკუნეებია, საქართველოში ვერ მოდის ხელისუფლება, რომელიც მის უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას (ღმერთისგან ბოძებულს), პოლიტიკად აქცევს. ამას დიდი პოლიტიკური ნების, დიდი პოლიტიკური გამჭრიახობის და დიდი ეროვნული განწყობის ხელისუფლება სჭირდება. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ეყოლება ასეთი ხელისუფლება – ქართველი ხალხი გონებით და არა კუჭით გადაწყვეტს მის მომავალსაც და ხელისუფლებასაც.ვიყავით და ვრჩებით იმ აზრზე, რომ ევროპა – აზიის გასაყარზე მყოფი საქართველოს და შეიძლება, მთელი კავკასიის გარე სამყაროსთან ურთიერთობის მოდელი შვეიცარიაა. ქვეყანა, რომელიც სწორი პოლიტიკის გამო დღეს მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიული (არჩევნებიც კი ფოსტით ტარდება), ეკონომიკურად ყველაზე განვითარებული და ხალხის ცხოვრების დონით ყველაზე წარმატებული ქვეყანაა.

ესაუბრა შორენა მარსაგიშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *