შემოვძახოთ სიყვარულის ეს სიტყვა ქუთაისიდან…დაიწყეთ მწერლებმა! მიგულვეთ რიგით ჯარისკაცად ამ დიდ ქართულ პროცესში!
დღეს ცნობილმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ,იმერეთის მწერალთა კავშირის თავჯდომარემ, თემურ ლანჩავამ, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, ბრწყინვალე წერილი გამოაქვეყნა.. მეც ჩემი მინაწერი გავაკეთე.. დაფიქრების , იქნებ მოქნედებისთვის, ვაქვეყნებ ორთავეს…იქნებ…
მე ქუთაისში ვცხოვრობ. ქუთაისი ყველაზე კარგი ქალაქია. ყველაზე კარგია, იმიტომ, რომ, მე ვცხოვრობ.ყველა ქალაქი კარგია, სადაც შენ დაიბადე, არსებობ და ცოცხლობ.
ამ ქალაქში იბადებიან და არ კვდებიან. კვდება ის, ვინც სიცოცხლეში, ცისა და ღმერთის გარეშე არსებობს.
ავიწყდებათ ის, ვინც, სიცოცხლეშივე ავიწყდებათ. ადამიანი ტკივილია, სიხარულია. ტკივილი გრძნობაა, კეთილშობილება მართავს და იმედით კვებავს. ეს პატარა ქალაქი თავის ძველი და ახალი ხიდებით ერთმანეთს გვაკავშირებს. მერე იმ ხიდებითვე ვბრუნდებით უკან, რომლითაც ერთმანეთს ვშორდებოდით. სიხარულია წამალი, სიყვარული რომ ურეცეპტოდ იძლევა და მოვალენი ვართ, სიყვარულით ვიმკურნალოთ.ჩემი სიცოცხლისთვის განკუთნილი დრო ამ ქალაქში დაიხარჯა, აქვე გაცვდა მოლოდინი და იქცა მონატრებად.
აქ დავბობღავდი და დავფრინავდი, ვუყვარდი ყველას და არავის. მიყვარდა ყველა და ვცდილობდი, არავინ არავისთვის ვყოფილიყავი.
ახლა, როცა ძალიან ცოტა დრო დამრჩა ამ ხიდებზე სასიარულოდ ვფიქრობ, ერთი ნაპირიდან მეორემდე როგორ მივაღწევდი, რომ არ ყოფილიყო მონატრების სურვილი. ვხედავ ამ ხიდებზე მიმომსვლელ გოგო-ბიჭებს დროში, რომ იხარჯებიან და სიცოცხლეს უდარდელად ფლანგავენ.
დროში, რომელშიც ვცოცხლობდი, ბევრი რამ ხდებოდა საინტერესო. საინტერესოა ყველაფერი, რაც შენს ირგვლივ არსებობს, შენს გონებას ოცნებებით კვებავს და ვცდილობს სიკვდილი დაგავიწყოს.
ყველა ადამიანი, რომელიც გაჩნდა და შენს გვერდით ცხოვრობს, შენი თანამოზიარეა ტკივილში თუ სიხარულში. ზოგჯერ სიხარულში ბევრია ტკივილი და თუ გრძნობ მის თანაარსებობას, სავსე ხარ ადამიანური უშურველობით.
რაც გაქვს და რაზეც არ ფიქრობ ის, შენი თანაარსებობის და ბედნიერების ნაწილია ამ ქალაქში რომ შენთან ერთად დაიხარჯა.
მე ქუთაისში ვცხოვრობ. ქუთაისი ყველაზე კარგი ქალაქია…
თეიმურაზ შაშიაშვილი
კარგია…ძარღვიანად ნათქვამია, ბატონო თემურ! ქუთაისს ისტორია და ადამიანები ალამაზებენ..მწერლები განსაკუთრებით… დაბადებიდან ვიცი ერთი, ქუთაისში კენჭუც კი მიყვარს..
დღეს ქუთაისში, არ ვიცნობ ერთსაც კი,რომ არ მიყვარდეს და ეს მაშინ, როცა ვიცნობ არაერთს,ვისაც ვძულვარ. ვლოცულობ რომ კარგად იყვნენ.. ქუთაისმა,ოჯახმა,მასწავლებლებმა,
თქვენ- მწერლებმა მასწავლეთ მთავარი, რომელიც დიდი კაცის, ხელოვანის, ფილოსოფოსის,მწერლის გივი ბრეგაძის სალონში ბრწყინვალე წესად გამოკრისტალდა:
სიძულვილის კენჭი რომ მესროლოთ, სიყვარულის ლოდს დაგახვდრებთ!
საოცრად მასწავლა ბრწყინვალე პოეტმა ტარიელ ჩარქსელიანმა:
“მტერიც გყავდეს და მოყვარეც გყავდეს
მაგრამ არც ერთთან ჭამო სირცხვილი!”
ოოოო,რა სიბრძნეა,თანაც ქართული,.ბიბლიური!
“ქუთაისი ფილოსოფიური სიმაღლეა , მადლობა მას,ამ სიმაღლეზე რომ ამომიყვანა!”ეს სიტყვები პარიზში ითქვა,იუნესკოს ეგიდით ქუთაისის დღეების გახსნისას! სწორედ ჩემი იმ სიტყვით აღფრთოვანებულმა, ლეგენდა კაცმა ოთარ მამფორიამ ლექსი დამიწერა:
“იუნესკოს სიტყვა სტყორცნე,
რუსთაველის შესადარი…
ფრედერიკო მაიორთან,
კი ყოფილხარ გენერალი !
ქუთაისი იყო და არის დიდი ეროვნული
მისიის და მუხტის მატარებელი…
მეოცე საუკუნის დასაწყისში გაქართულებით გადაარჩინა თბილისი.. 21 ეს დასაწყესშიც ეს პრობლემა უდგას, უკვე მთელ საქართველოს,ჩვენს მრავალტანჯულ,მაგრამ დიდი მომავლის საქართველოს!
შემოვძახოთ სიყვარულის ეს სიტყვა ქუთაისიდან…დაიწყეთ მწერლებმა! მიგულვეთ რიგით ჯარისკაცად ამ დიდ ქართულ პროცესში! დავით აღმაშენებლის საფლავთან ხომ ითქვა მომავლის საქართველოს სიტყვა
“ძლიერი ქუთაისის გარეშე,
არ არსებობს ძლიერი თბილისი,
ძლიერი თბილისისა და
ძლიერი ქუთაისის გარეშე,
ძლიერი საქართველო!”
რა არის ქუთაისის სიძლიერე?
სიყვარულით ამაღლება..
ის ,რომ ქუთაისი სიყვარულის ქალაქია…ქეიფის კი არა, როგორც ზოგიერთი ფიქრობს,არამედ და სწორედ სიყვარულის და ერთი, რაც მოაზროვნე ადამიანებში გაცნობიერდა:ქუთაისი მაშინ ქეიფობს,როცა სიყვარულით ცხოვრობს! რეალობა როგორია?
კარგად ამბობს ჭაბუა ამირეჯიბი: სიკეთე გათითოკაცებულია და ბოროტება კი ერთ მუშტად შეკრული!
აქედან ამოდის მოქმედების და აზროვნების დინებაც: ერთ მუშტად შევკრათ გათითოკაცებული სიკეთე,სიძულვილის სიყვარულით დასამარცხებლად!
როგორ?
საკუთარ თავში ყვარყარე, მეჯღანუაშვილი,ლუარსაბ თათქარიძე,ტარიელ მკლავაძე მოვკლათ,მოვკლათ შექსპირის იაგოც და ვეძებოთ, ვაცოცხლოთ დათა თუთაშხია!
დიახ, დიახ, ყველამ უნდა ვეძებოთ საკუთარ თავში ძალა,ვიყოთ დიდგორის მხედარი,301-ე არაგველი,
ხერხეულიძეთა მეათე ძმა! ძნელია? დიახ! მაგრამ გავიხსენოთ რა გვითხრა მამა გიორგიმ და ეს სიტყვები ამოკვეთილია მის საფლავზე: “ქართველობა ძნელია,მაგრამ აუცილებელი! “
ჩვენ ხომ სკოლაში ამას გვასწავლიდნენ: “სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი“ (რუსთაველი)
” სჯობს მონობაში განდიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი“. (აკაკი)
ჩვენ ხომ ზეპირად ვიცოდით და ვიცით:
“მე პატარა ქართველი ვარ,
კავკასიის მთების შვილი!.
(ბრწყინვალე გაგრძელებით)
.(დუტუ მეგრელი)
“სამშობლო,დედის ძუძუი,
არ გაიცვლების სხვაზედა,
როგორც უფალი, სამშობლოც
ერთია ქვეყანაზედა….
არ გავცვლი სალსა კლდეებსა
უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სანშობლოს,
სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!”
გვასწავლიდნენ..აღარ ასწავლიან..
ჩვენ ვითმენთ.!არ უნდა მოვითმინოთ!
ეს არ არის ვიწრო და ურა პატრიოტიზმი!
ეს საქართველოს მისიაა!
ნახეთ რას ამბობს გერმანელი მეცნიერი:
კაცობრიობას ჰყავდა სამი ხალხი,
რომელთაც კოსმიური სიყვარული
ახასიათებდათ…ესენი იყვნენ:
ფინიკიელები,შუმერები , ქართველები..
აქედან ორი აღარ არის…ამიტომ
კაცობრიობამ დღეს ქართველებისგან
უნდა ისწავლოს კოსმიური (ერთიანი
სამყარო) სიყვარული!..
გახსოვს, ბატონო თემურ? ერათად ამოვიკითხეთ პლატონის მიწრ გამოყენებული უნიკალური გამოთქმა:”სამყარო დიდზე დიდი რამ არის და ჩვენ მის უმცირეს ნაწილში ვცხოვრობთ,
ფაზისიდან – ჰერაკლეს სვეტებამდე!”
ფაზისი-მდინარე რიონია, ჰერაკლეს სვეტები – გიბრალტარის სრუტე!
ჩვენ ხომ მეფე გვყავდა- აღმაშენებელი, რომელმაც ცხრა საუკუნის ,დიახ, ცხრა საუკუნის წინ, დიდგორის ომით ევროპა,დასავლური ცივილიზაცია გადაარჩინა…მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერები მოკრიბა გელათში,დაარსა
გელათის მეცნიერებათა აკადემია , შექმნა კოსმოსის შესწავლის უნიკალური სისტემა!
უამრავი რამის გახსენება შეგვიძლია
მოკლედ,ამაფორიაქა,თქვენმა წერილმა,თემურ ბატონო,წარსულში კი არა, მომავალში გადამაგდო..ამ წერილს ვწერ იმ სახლში,სადაც გალაკტიონმა დაწერა “მთაწმინდის მთვარე..”, აქედან ჩანს მამა დავითიც და სამების ტაძარიც…ბედნიერებაა ! მით უფრო, როცა იცი და გწამს,რომ მდიდარ ქვეყანაში ღარიბად არ უნდა ვცსოვრობდეთ…როცა იცი და გწამს,რომ ჩვენ ბედნიერებით სავსე საქართველოში უნდა ვცხოვრობდეთ!
როგორც ერის მამა,ილია ჭავჭავაძე იტყოდა: პოეზია მადლია,ნიჭია და მძიმე ტვირთია..
მცირედი პერეფრაზით ნათქვამი ეს სიტყვები იმისთვის დამჭირდა,რომ მეთქვა,რა ბედნიერია ქვეყანა,სადაც მწერლიბას ეს სიმაღლე აქვს,სადაც მწერლებსა და პოეტებს გაცნობიერებული აქვთ ეს და ღმერთთან იმისთვის ლაპარაკობენ, რომ ერს წარუძღვენ..
“გაზაფხული შემოსულა,ლენ!”ვიხსენებ წლების წინანდელ ჩვენ საუბარს, დასტამბულს ლიტერატუროლ გაზეთ “უქიმერიონში“...
იქნებ,სწორედ გაზაფხულზე უნდა გაკეთდეს დიდი ქართული შემოძახილი ქუთაისიდან…
წინ ქუთაისის მაისობის ტრადიციული დღეები და დღესასწაულია…რომელიც ტრადიციულად დიდ ენერგიას კრებს. მანანდე,აპრილში დიდი პოეტური დღეებია..ეჭვი არ მეპარება,რომ თქვენი 75 წლის იუბილეც ბევრს მოკრებს მთელი საქართველოდან, დარწმუნებული,ვარ თბილისიც შეგკვრებს და ვიფიქროთ დიდ ქართულ შემოძახილზე, ქართულ დოქტრინაზე!!
ევალება ეს ქუთაისს..ეკისრება ეს სამწერლო ორგანიზაციას…შეუძლია ეს ქუთაისს. შეგიძლიათ ეს მწერლებს!
დავდგეთ საქართველოსთვის, ვუგუშაგოთ სამშობლოს!
იხ.ქუთაისის დღეები პარიზში 22-26 მაისი 1995 წელი
ინტერვიუ “უქიმერიონს”ოქრო განიწმინდება ცეცხლით