ფეისბუქის კომენტარები: ახალი ეროვნული მოძრაობაა დასაწყები

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას ეხმაურებიან საქართველოს მოქალაქეები. ამერიკაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის ვასილ პატარქალიშვილის აზრით ამ ხელშეკრულების გაფორმებისას უპირველეს ყოვლისა ქვეყნის ინტერესები უნდა იქნას გათვალისწინებული.

i (2)ვასილ პატარქალიშვილი: “ახალი ეროვნული მოძრაობაა დასაწყები, რომლის ქვაკუთხედიც ქვეყნისა და ხალხის ინტერესებზე ზრუნვა უნდა იყოს და არა უცხო ქვეყნის პოლიტიკოსებთან კეკლუცობა და ქვეყნის საზიანოდ, მათთან მაამებლური პოლოტიკის გატარება.

ვინმემ თუნდაც ბულგარეთის დახურული საკონსერვო ქარხნების მაგალითი აიღოს და ნახოს.. ერთ დროს აყვავებული, მაგრამ დღეს დაკნინებული და გაპატახებული ბულგარეთის სოფლის მეურნეობა და კვების მრეწველობა თვალსაჩინო მაგალითი უნდა იყოს იმისა, თუ როგორი სერიოზული შესწავლა-დამუშავება ესაჭიროება ქვეყნისათვის ისეთ ვეებერთელა საკონტრაქტო ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს, როგორსაც შეიცავს უკვე ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულება.

ასეთ ხელშეკრულებას რამოდენიმე წლიანი სახალხო განხილვა ესაჭიროებოდა და არა ასე ჰარი-ჰარად მიღება და შენიშვნების გარეშე ხელმოწერა. ასოცირების პოლიტიკური ნაწილი უკვე ხელმოწერილი იყო და ეკონომიკური ნაწილის ხელმოწერაში ასეთი აჩქარება, ჩემი აზრით, არა მარტო ყოვლად გაუმართლებელი, არამედ, ქვეყნისთვის ძალზე სახიფათო და საზიანოც კი იყოს…

 

ამერიკა-

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *