საგანგაშო სიმპტომები

 

„ნაცმოძრაობა“ თვლის, რომ ქვეყანა ააყვავა; „ქართული ოცნება“ თვლის, რომ დანაპირები გადაჭარბებით შეასრულა;  ხალხი კი თვლის, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ არ იცვლება

 

დღევანდელი ჩემი გამოსვლის მთავარი თემაა ის  საგანგაშო სიმპტომები, რომლებიც აშკარაა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. ბოლო ხანებში, როცა მეკითხებიან, როგორ ხარო, ვპასუხობ – მაგრად უნდა ვიყოთ. მაგრად ყოფნა ჩვენი ქვეყნისთვის ამ რთულ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია, რათა არ შევუშინდეთ იმ არასასურველ მოვლენებს რაც ხდება  ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. განსაკუთრებული როლი კი ენიჭება რიგით ადამიანებს და თქვენს წინაშე გამოვდივარ,არა როგორც რომელიმე პარტიის წევრი, არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც რიგითი მოქალაქე. რადგან მწამს, ქვეყანაში შექმნილი მდომარეობა სწორედ რიგით ადამიანებზეა დამოკიდებული, იმაზე,თუ როგორ გააცნობიერებს ყოველი პიროვნება შექმნილ სიტუაციას, გააცნობიერებს და რეალურ ქმედებებს განახორციელებს. რადგან აშკარაა, რომ პოლიტიკურმა გენერლებმა საქართველო წაგვართვეს. ამ არჩევნებმა კი ერთი საგანგაშო ტენდენცია გამოკვეთა – ქვეყანა გადადის პოლიტიკური ხმების ყაჩაღთა ხელში.

ექსპერტებთან ერთად ანალიზის შემდეგ გამოიკვეთა 50 მდე საგანგაშო სიმპტომი რაზეც ქვემოთ ვისაუბრებ. ამათგან რამდენიმეს ხაზს გავუსვამ:

უმთავრესი საგანგაშო სიმპტომინაცმოძრაობას არ გააჩნია სინანულის გრძნობა იმის გამო, რაც ჩაიდინა და რა მდგომარეობაშიც არის დღეს  ქვეყანა მისი ცხრაწლიანი მმართველობის შედეგად, უფრო მეტიც, უტიფრად ამტკიცებს, რომ ქვეყანა ააყვავა. „, ქართული ოცნებაც“  დაჟინებით ამტკიცებს, , რომ წინასაარჩევნო დანაპირებს გადაჭარბებით ასრულებს. ხალხი კი თვლის, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ არ იცვლება. რეალურად დღეს  ხელისუფლებას წარმოადგენს ეს ორი ძალა. რომელთაგან  ერთს არ გააჩნია სინანული, მეორე კი თვლის რომ ყველაფერი კარგადაა. ხალხმა უნდა განსაჯოს რეალურად რა ხდება. ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას შეფასება სწორედ ხალხმა უნდა გაუკეთოს.

კიდევ რამდენიმეს მოკლედ ჩამოვთვლი და  შემდეგ უკვე დეტალურად ვისაუბრებ მათზე:  1 ივლისს კიევში „ნაცმოძრაობის“ ლიდერების შეკრება;  კანონი, რომლითაც დაშვებულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დაშვებულია  ქართული მიწების უცხოელებზე მიყიდვა; საქართველოსთვის უმძიმესი შედეგების მომტანი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ეკონომიკური ნაწილი;  არჩევნების შედეგები;  ინტელიგენციის თემა: ინტელიგენციის არც ის ნაწილი, რომელიც სააკაშვილის გვერდით იდგა და არც ის ნაწილი, ვინც ქართული ოცნების გვერდით იდგა, არ გრძნობენ პასუხისმგებლობას ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო,

ეხლა უფრო დაწვრილებით რამდენიმე მომენტს გამოვყოფ

პირველი საგანგაშო სიმპტომი – პირველ რიგში უცხოელებზე ქართული მიწების მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილება რომელიც მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ  არის საგანგაშო. იმედის მომცემია მთავრობის განცხადება, რომ კანონმდებლით დაარეგულირებს  ამ პროცესს, მაგრამ თავად  ფაქტი არის საგანგაშო.

მეორე საგანგაშო სიმპტომი  – კიევში „ნაცმოძრაობის“ თავკაცების შეკრება. დამაფიქრებელია ნაციონალების ლიდერთა კავშირები კიევის მერთან.  რეალურად ხომ არ არის სახეზე მცდელობა რომ საქართველო ჩაითრიონ რუსეთთან დაპირისპირების იმ ფორმულაში, რაც უკრაინაში მოქმედებს. საშიში სიმპტომია, რომ კიევში კვების მრეწველობის ინსტიტუტში შეიკრიბა პრაქტიკულად მთელი ნაცმოძრაობა სრული შემადგენლობით.  იქ მივიდა კიევის მერი და დარბაზში 200 მდე კაცი იჯდა და ნახევარი აქედან ნაცები იყვნენ. კარგია რომ უკრაინელმა სტუდენტებმა იგნორირება გაუწიეს ამ შეხვედრას, იქ იყვნენ მხოლოდ ის სტუდენტები, ვინც მიიყვანეს. როგორც ჩანს, ეს შეხვედრა სტუდენტებისთვის არც იყო მოწყობილი. ხოლო ღია შეხვედრის შემდეგ შედგა უმნიშვნელოვანესი დახურული შეხვედრა, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა. რა მისიით მოხდა ეს შეკრება, რა იყო ამ დახურული შეხვედრის მიზანი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა. რასაც პასუხი უნდა გაეცეს.

მესამე საგანგაშო  მაგალითი: დღეს  აჭრელებულია გაზეთები იმით რომ უგიულავა დაჭერის ფაქტის გამო. ერთი აჟიოტაჟია ატეხილი  ადამიანის გამო , რომელიც ბიუჯეტს ძარცვავდა., მაგრამ არსად არ წერენ თემურ ჩარკვიანზე  ცნობილ  პიროვნებაზე, , ყოფილი დეპუტატზე, მინისტრზე, რომელიც ყოფილმა ხელისუფლებამ აიძულა მილიონობით თანხა დაეხარჯა, 30 მილიონამდე კრედიტად ააღებინა. ქუთაისში, კახეთში, სიღნაღში,  თელავში სხვადასხვა ობიექტები სწორედ  პიროვნებამ  ააშენა. რომელსაც შემდეგ ზარზეიმით ხსნიდნმენ ნაცმოძრაობის ლიდერები და საკუთარ დამსახურებად მიიწერდნენ, ეს ადამიანი ვალების გამო თვითმკვლელობამდე მიიყვანეს . და ამაზე არანაირი ინფორმაცია. ხოლო ბიუჯეტის ქურდი, თბილისის ყოფილი მერი ლამისაა ყველა საგაზეთო პუბლიკაციის მთავარ გმირად აქციეს.   ესეც არის სერიოზული სიმპტომი ქვეყენაში შექმნილი ურთულესი მდგომარეობის,

ასოცირების ხელშეკრულება, კიდევ ერთი, მეოთხე სერიოზული სიმპტომი – შევეხები მის ეკონომიკურ ნაწილს, ეს არის ყველაზე ცუდი ვარიანტი ეკონომიკური ხელშეკრულებებისა, რომელზეც ოდესმე ხელი მოწერილა. უკრაინამ ამ მხრივ დიდ პროგრესს მიაღწია და მისი ხელშეკრულების ეკონომიკური ნაწილი გაცილებით მისაღებია. ჩვენთვის არანაირი სარგებელი. უცხოურ პროდუქციას დაუბრკოლებლად ეხსნება გზა საქართველოში,, ჩვენთვის კი ევროპული ბაზარი კვლავ ჩაკეტილია. ეს არ შეუწყობს ხელს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას.

არჩევნების შედეგები – მდგომარეობის დაძაბულობის კიდევ ერთი, მეხუთე  სიმპტომი, დღემდე არჩევნებით იგებდნენ პარტიები და აგებდა ხალხი 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებმა გაცილებით უფრო დაამძიმა ამ მხრივ მდგომარეობა. ხალხს ეტყვიან თქვენი არჩეულია ქალაქის მერი, გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე…  სინამდვილეში კი მათ არავინ აურჩევიათ, ადგილებზე ვინც მოვიდა – ეს არის „მხედრიონებლები“ და „ნაცმოძრაობის“ ყოფილი კადრები. რეალურად კი მმართველ ძალად ქვეყანაში ყალიბდება  სოროსის ფონდი და ის ორგანიზაციები, რომელსაც სოროსი აფინანსებს. ესენი კი არიან ანტიქართული განწყობის ორგანიზაციები, რომლებიც ადრე კონცენტრირებული იყო დედაქალაქში, გადაინაცვლეს რეგიონებში.

მეექვსე საშიში სიმპრომია,  რომ დღესაც არის შიში ტელეფონზე საუბრისა, მოსმენების გამო. საშიში სიმპტომია, ის რომ ისევ არის შიში ადამიანების შეხვედრებისა. რეალურად ბევრი ადამიანი, ვინც კი „ქართულ ოცნებაში“ მაღალ თანამდებობას მიიღებს, წყვეტს მეგობრებთან ურთიერთობას, თუ ისინი არ მოსწონს პირადად ბიძინა ივანიშვლს. ეს საშიში სიმპტომია,განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, სადაც მეგობრობისა და ურთიერთობის სულ სხვაგვარი ტრადიციებია.

მეშვიდე სერიოზული სიმპტომია გაეროს დასკვნა რომ 2050 წლისთვის შესაძლოა  საქართველოში ქართველები უმცირესობაში აღმოჩნდნენ,  საქართველო შევიდა იმ ქვეყნების რიცხვში, ვისაც გაქრობა უწერია. ყველა დასკვნა როგორც ქვეყნის ექსპერტებისა ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა მძიმეა, მაგრამ ტერენტი გრანელის სიტყვით რომ ვთქვათ, საქართველოში არის განწყობა „ვიღუპებით და გვიხარია!“ ერთი მმართველი ძალა თავის დანაშაულს არ ინანიებს, მეორე მმართველი ძალა თვითკმაყოფილებითაა აღვსილი, ხალხი კი მძიმე მდგომარეობაშია

მერვე საგანგაშო სიმპტომი ორი მძიმე აღსარება გამოქვეყნდა ბოლო ხანებში. პირველი ეკუთვნის გვირგვლიანის მკვლელობის მთავარ ბრალდებულს. რომელიც თურმე არანაირ კავშირში აღნიშნულ მკვლელობასთან არ ყოფილა, სულ სხვა დანაშაულის გამო იჭერდნენ და მოთხოვეს მკვლელობა საკუთარ თავზე აეღო. ამ მეთოდებით მოქმედი პოლიტიკური პარტია, ნაცმოძრაობას ვგულისხმობ,  დღეს არის დაუსჯელი და „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს თავზე დაასვა. ნაცვლად იმისა, რომ გაესამართლებინა.

მეორე კი პრაიმთაიმში გამოქვეყნებული კაპანაძის  სულისშემძვრელი აღსარება, თუ რა მაქინაციებით ხდებოდა ადანიანების გაღლეტვა ქვეყანაში ნაცმოძრაობის მმართველობის მიერ.

მივმართავ ინტელიგენციას, რომელიც „ნაცმოძრაობას“ გვერდით ედგა. ამ ორი აღსარების გამოქვეყნების გამო არ გრძნობთ პასუხისმგებლობას, თუ რა ყაჩაღების გვერდით იდექით, რომლებსაც არანაირი სინანულის გრძნობა არ გააჩნიათ?!

მეცხრე საგანგაშო სიმპტომი ოფშორული ზონები, კიდევ ერთი საგანგაშო სიმპტომი.  –  ნაცმოძრაობის 15 მდე პიროვნება დარჩა, ვისაც ოფშორულ ზონებში ჰქონდათ დიდი თანხები გადანახული.  დღეს უკვე დადგენილია, რომ ოფშორული ზონები გამოიყენებოდა საქართველოში პოლიტიკური არეულობისათვის. დასავლეთის მასონურ და სოროსულ წრეები მათთვის მისაღებ პოლიტიკოსებს  დიდი ოდენობით თანხებს ურიცხავდნენ  ოფშორულ ზონებში, რომლებიც გამოიყენებოდა საქართველოს პოლიტიკური დაჩოქებისათვის,

მეათე საგანგაშო სიმპტომი –   ხელისუფლება ყველა დონეზე გასულია ხალხის კონტროლიდან. ადგილებზე კი არათუ ხალხის კონტროლი, ვერც ხელისუფლება აკონტროლებს მდგომარეობას, ჟურნალისტთა კორპუსი ადგილებზე ან მოსყიდულია,ან მკვდარია. ხოლო ის რასაც ჰქვია არასამთავრობო ორგანიზაციები  – ან ემსახურებიან ხელისუფლებას, ან პრაქტიკულად გაჩერებულია.

მეთერთმეტე საგანგაშო სიმპტომი  – პოლიტიკური კორუფცია იზრდება მხოლოდ ქუთაისში. ნაცმოძრაობა ყოველწლიურად 3-4 წლის განმავლობაში 40 მილიონს ან არასწორად ხარჯავდა, ან იპარავდა, იგივეს აგრძელებს დღეს ქართული ოცნება 600 ათასი ლარი მარტო პრემიების სახით დარიგდა მერიაში –  სიჩუმე. 600 ათასი ლარი მანქანების მომსახურებას მოხმარდა არც ამაზეა რეაგირება.  250 ათასი ლარი მივლინებში ხარჯავს მერია, არჩევნების წინა თვეში 150 ათასი ლარი რიგდება წამლების და სხვა ნივთების სახით, ეს არის დემოკრატიული არჩევნები?

მეთორმეტე საგანგაშო სიმპტომი  –  ხმების მოსყიდვის ახალი ტექნოლოგია – ქალაქის მერობის კანდიდატები პრაქტიკულად ყველაფერს უფასოს პირდებიან მოსახლეობას, ქართველი, რომელიც ყოველთვის შრომით ფასობდა და იმის ღირსება ჰქონდა რომ შრომით მოპოვებულ ფულს თავისით ხარჯავსა, დღეს მას პირდებიან უფასო სამედიცინო მომსახურებას, ათასგვარ სოციალურ დახმარებას, თურმე მილიარდამდე ლარი იქნება გათვალისწინებული სოციალურ დახმარებებზე, ეს არის კატასტროფა. ეს არის ადამიანების გადაყვანა დახმარებაზე. არა ის, რომ ადამიანმა იშრომოს და თავად მოიპოვოს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა, არამედ ადამიანი მიბმული იყოს სახელმწიფო დახმარებაზე და იქცეს მათხოვრად.

მეცამეტე საგანგაშო სიმპტომი  –  რეალურად საქართველოს ბიუჯეტი კვებავს 300 ათასამდე ადამიანს ხელფასის სახით სულ არის 600 ათასი ადამიანი ქვეყანაში აქედან კი 300 ათასი ბიუჯეტით ფინანსდება და აქვთ მაღალი ხელფასები, ეს არის კატასტროფული სიმპტომი. დღეს ხელისუფლებაში პენსიონერის პენსიაზე 100-ჯერ მეტი ხელფასი აქვთ. ხოლო პენსიონერმა რომ  რომ ერთი თვით ადრე აიღოს პენსია ეს უჯდება პენსიის 3 პროცენტი, მთელი წლის პენსია რომ აიღოს წინასწარ ნახევარ პენსიას ატოვებინებენ. ამას აკეთებენ ის მოხელეები,რომლებსაც პენსიონერზე 40-50-ჯერ მეტი ხელფასი აქვთ. და ეს მაშინ, როცა მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში პენსიონერზე 20ჯერ მეტი ხელფასი არ აქვთ პრეზიდენტებსაც კი!

ქუთაისში კი პარლამენტის დამლაგებელს 20-30ჯერ მეტი ხელფასი გააჩნია, ვიდრე პენსიონერს  პენსია. პატივს ვცემ ყველა პროფესიას, ეს არის სიმპტომი, რომ ხელისუფლება კი არ არის ხალხის მსახური, არამედ პირიქით.

მეთოთხმეტე საგანგაშო სიმპტომი  –  ინტელიგენციის შესახებ. ინტელიგენციის  დაახლოებით 10 % მიემხრო და ფეხქვეშ გაეგო სააკაშვილს. 10% იბრძოდა ნაცმოძრაობის სისხლიანი რეჟიმის  წინააღმდეგ და ხელისუფლებაში შემოყვა ივანიშვილს. პირველნი არ გრძნობენ პასუხისმგებლობას „ნაცმოძრაობის“ ქმედებების გამო და იმის გამო, თუ რა მდგომარეობაშიც ჩააგდო ქვეყანა ამ დამნაშავე ძალამ.

მეორე ნაწილიც არ იზიარებს პასუხისმგებლობას მათ მიერ მხარდაჭერილი ოცნების მიმართ და არ იღებს ქვეყანაში მდფომარეობის გამო პასუხისმგებლობას. დიდი ნაწილი ინტელიგენციისა, დაახლოებით 80% კი შორს დგას  ყველაფერი ამისაგან და თვლის,რომ პოლიტიკაში არ  უნდა მონაწილეობდეს. სწორედ ინტელიგენციის ამ წარმომადგენლებს ეკისრება დიდი პასუხისმგებლობა რომ ქვეყანა გამოვიდეს კრიზისიდან რადგან ინტელიგენციის 20% -ზე, ვინც სააკაშვილთან იდგა და ისარგებლა ამით და ვინც ივანიშვილთან იდგა და ისარგებლა ამით, მათ მიმართ არანაირი იმედები არ არსებობს. არ ვკამათობ, არის ისეთებიც ვინც გულწრფელად დაეხმარა ივანიშვილს ნაცმოძრაობის დამარცხებაში, მაგრამ მათ მინდა მივმართო. კარგია რომ გვერდით დაუდექით ივანიშვილს, მაგრამ ეხლა გადით ხალხში, ნახეთ რეალურად რა მდგომარეობაა ქვეყანაში და აიღეთ პასუხისმგებლობა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე, ივანიშვილსაც და ხელისუფლებასაც მოთხოვეთ პასუხი ამის გამო.

სამწუხაროდ ინტელიგენციას მეტწილად  პოლიტიკოსები იყენებენ ხელისუფლებაში მოსვლისთვის ან შენარჩუნებისთვის,

მაგრამ არის ინტელიგენციის ნაწილი, რომელიც მაღალი ღირსებით დგას, სამწუხაროდ, ხელისუფლება მას იგნორირებას უკეთებს.  ერთი მაგალითი ამისა: ორმა დიდმა პიროვნებამ ბატონებმა ჭაბუა ამირეჯიბმა და რეზო ჩხეიძემ მიმართეს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს  თხოვნით, რომ  16 წლამდე ბავშვები და 60 წელს გადაცილებული ქალბატონები და 65 წელს გადაცილებული მამაკაცები, რომლებსაც საშიში დანაშაული არ ჩაუდენიათ გათავისუფლიყვნენ პატიმრობიდან.  ერთი წელი გავიდა ამ მიმართვის შემდგომ და არც პრეზიდენტისგან და არც პარლამენტის თავმჯდომარისგან არ ყოფილა პასუხი. აი, მაგალითი იმისა, თუ როგორ ექცევა ხელსიუფლება ინტელიგენციას.

ამგვარად, 8 ივლისს იწყება მოძრაობა სახელწოდებით „ჩააბარეთ ანგარიში საქართველოს!“, საინიციატივო ჯგუფმა გააკეთა  მიმართვა, რომელშიც განსაკუთრებულად ხაზგასმულია ისეთი პრობლემა, როგორიცაა იგნორირება.  როცა რიგით ადამიანს გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია. ჩვენ ვართ ეს რიგითი ადამიანები. მაგრად უნდა ვიყოთ მაგრად უნდა დავდგეთ და დავიბრუნოთ ყაჩაღი პოლიტიკოსებისგან საქართველო, ამ განწყობით იკრიბება ხვალ საინიციატივო ჯგუფი

 

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *