თემურ შაშიაშვილი: რაც მოხდა,უკვე ცუდია, მაგრამ არა მოულოდნელი (ეროსი კიწმარიშვილთან დაკავშირებით)

ეროსი კიწმარიშვილთან დაკავშირებით

erosiრაც მოხდა,უკვე ცუდია,მაგრამ არამოულოდნელი. დღეს ეროსი,ხვალ სხვა,ზეგ სხვა-პროცესი დაიწყო, ასე შეაფასა ეროსი კიწმარიშვილის მოულოდნელი გარდაცვალების ფაქტი თეთრების ლიდერმა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე.

“ასეთი რამ წარმატებით ხდება იმ ქვეყანაში, სადაც პროცესს უშიშროება წარმართავს…ყველაზე მეტად სამართლიანობის დადგენა იმ ხალხს არ აწყობს, ვინც უშუალო შემსრულებელი იყო…მათ სისაძაგლეები აკეთებინეს,ბევრმა ყველაფერი ეს სიამოვნებით აკეთა,ბევრი ამას ერთგულების დადასტურების მიზნით აკეთებდა და აკეთებს…ამ ხალხის ხელწერაა ის რაც ხდება,როგორც “ნაცების”,ასევე “ოცნების” შიგნით..საერთოდ ქვეყანაში…

.დავფიქრდეთ, ვის აწყობს ივანიშვილის და მარგველაშვილის,ამ უკანასკნელის და ღარიბაშვილის გართულებული ურთიერთობები…ივანიშვილის აბსოლუტურად გაუგებარი და არა დემოკრატიული ურთიერთობები პარლამენტს გარე ოპოზიციასთან,თუნდაც იმ პოლიტიკოსებთან,რომელნიც არ იზიარებენ მის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ შეხედულებებს? მხოლოდ იმათ,ვინც გარედან იმართებიან,სხვის ინტერესებს ემსახურებიან,საშინელებები აქვს ნაკეთები და ეშინიათ სიმშვიდის..

ამ ხალხის ხელშია დღეს ქვეყანაც და მაღალი თანამდებობის პირებიც…ამ უკანასკნელთ გამოცდილება არ აქვთ და უყვართ პირადი ერთგულები,მონური ფსიქოლოგიის ხელქვეითები…ასეთებს კი გამოცდილებაც აქვთ და აქვთ დიდი უნარი დაგარწმუნონ,რომ თქვენი ერთგულები არიან…მოკლედ რომ ვთქვა,ისინი თავზე აჯდებიან და მოხერხებულად მართავენ გამოუცდელ ხელმძღვანელებს,განსაკუთრებით კი იმათ,რომელთაც უვართ მონა ხელქვეითები…

დიდი პოსტები მეჭირა,მაგრამ პრაქტიკულად მარტო არ ვხვდებოდი არც უშიშროების,არც პოლიციის,არც პროკურატურის ხელმძღვანელს,-ვიცოდი სხვებს ჩაუშვებდნენ ან დააბრალებდნენ ყველაფერს…,,ბიოლოგიურად ვერ ვიტან ენის მიმტანს და მომტანს,ჩამშვებს,ერთი და განსაკუთრებული,არ მჯერა იმ ხელმძღვანელის,რომელიც კადრებს პირადი ერთგულებით არჩევს,ქვეყნისთვის საშიშ ხელმძღვანელად ვთვლი მას,ვინც უშიშროებას,საერთოდ,პოლიცია-პროკურატურას ეყრდნობა,სასამართლოს ეუფროსება…

ქვეყანაში მდგომარეობა იმაზე რთულია,ვიდრე წარმოგვიდგენია….ქვეყნის დახსნაა საჭირო საშიში ადამიანებისაგან….

ჟურნალისტ დარეჯან მეფარიშვილის კითხვას:ა ნუ მკვლელობა იყო? და ვის აძლევდა ხელს?

თემურ შაშიაშვილი პასუხობს:
– თვითმკვლელობა, ჩემი აზრით, გამორიცხულია…. რაც მოხდა, პირველ რიგში არ აწყობს ხელისუფლებას, მაგრამ მისი ბრალია, რადგან ყველაფერი ქვეყანაში, მათ შორის რეალური ხელისუფლებაც, უშიშროების ხელშია… ესენი კი ვის ემსახურებიან ვიცით: მუდმივ არეულობას,ხელისუფლების მუდმივ პრესში ყოფნას…

მომხდარს ყველა სათავისოდ გამოიყენებს, განსაკუთრებით “ნაცი”…ხელისუფლებას ერთადერთი გზა აქვს – გამოძიება, რომელიც ეჭვს არ დატოვებს…მეუღლის არ შეშვება-უკვე შეცდომაა….

დავფიქრდეთ,20 წელია, თითქმის მთელი დამოუკიდებლობის პერიოდში, ხელისუფლებაზე შეტევა პოლიტიკოსის და ჟურნალისტის მკვლელობით თუ თვითმკვლელობით იწყება.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *