ღრმა ანალიზია საჭირო, თუმცა სამი რამ დღესაც აშკარად იკვეთება

 

 images (1)ძნელი წარმოსადგენია, მოაზროვნე ადამიანი შეძრწუნებული არ იყოს იმ „ნაციონალური“ აღვირახსნილობით, რასაც მთავრობის დანიშვნასთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა  საქართველოს პარლამენტში.

„ნაციონალური მოძრაობისაგან“ მისი პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე, ეს მოულოდნელიც არ არის, მით უფრო  იმ ფონზე, რაც ორი წლის განმავლობაში მის მიმართ ჰქონდა მმართველ პოლიტიკურ ძალას – „ქართულ ოცნებას“ . ამ უკანასკნელმა ყურად არ იღო არც საქართველოს მოსახლეობის განწყობა და არც პარლამენტს გარე პოლიტიკური პარტიების მოსაზრება „ნაციონალური მოძრაობის“ სასამართლო პროცესის დაწყების თაობაზე.

აშკარაა, რომ სიტუაცია ქვეყანაში არა თუ მარტივი არ არის, იმაზე მეტად დამძიმებულია, ვიდრე ეს, სამწუხაროდ, მმართველ კოალიციაში წარმოუდგენიათ. 9 წლის უმძიმესი პოლიტიკური პროცესების პირდაპირი და განსაკუთრებით, ირიბი შედეგები გაცილებით მეტად დღეს იჩენს თავს და ამ სიმძიმეს ხალხი კისერზე „ქართულ ოცნებას“ ჰკიდებს.

რეალობა ასეთია, ვის მოგვწონს და ვის არა, „ქართული ოცნება“ და მისი პოლიტიკური კურსი,   მთავარი ვექტორი დღეს  იქეთ უნდა იყოს მიმართული, რომ დასრულდეს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც, მართლაც, ბოროტების სიმბოლო დღევანდელ საქართველოში.

პარტია „თეთრებში“ მეცნიერთა და ექსპერტთა მონაწილეობით ვაპირებთ მდგომარეობის დეტალურ გაანალიზებას და გარკვეული მოსაზრებების ჩამოყალიბებას. ეს პროცესი ერთი კვირა გაგრძელდება. მანამდე კი, აშკარად იკვეთება სამი რამ, რომლებზეც პარტიაში სრული თანხმობა გვაქვს:

პირველი – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. აქვე განვმარტავ, რომ ჩვენი აზრით,  სრულ შეუთანხმებლობაშია პრემიერის კატეგორიული განცხადება იმის თაობაზე, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება და შეფასებები, რომელიც მან „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ გააკეთა საპარლამენტო დებატების დროს. არ შეიძლება პოლიტიკურ ძალას ბოროტების სიმბოლოდ აღიქვამდე და მასთან ერთად პარლამენტში იჯდე, ხელისუფლებას ინაწილებდე, კანონშემოქმედებას ეწეოდე და წარმოუდგენლად აფინანსებდე.

მეორე – გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი გახდა ჩვენი პოზიცია „ქართული ოცნების“ მიერ 1 ოქტომბერს ხალხისთვის ანგარიშის ჩაბარების თაობაზე. დაპირებულის შესრულების, თუ შეუსრულებლობის პოლიტიკური ველს არ შეიძლება დაეპატრონოს ბოროტი პოლიტიკური ძალა, რადგან ამ პროცესმა იგი შეიძლება გარკვეულ წილად გააკეთილშობილოს კიდეც ხალხის თვალში და ამით გაცილებით უფრო საშიში გახადოს შემდგომში. წინასაარჩევნოდ ხალხისთვის მიცემული დანაპირების შესრულების მთავარი გამკონტროლებელი ხალხივე უნდა იყოს. ეს დემოკრატიული ჭეშმარიტებაა, ამ ეტაპზე საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და ფასეული.

მესამე –  ვინც საქართველოს მომავალზე ფიქრობს, მისთვის ოდნავაც არ არის საკამათო და საეჭვო, რომ „ნაცმოძრაობა“ როგორც პოლიტიკური ძალა, პარლამენტში კი არა, ხალხის სასამართლოზე უნდა იყოს – უნდა გასამართლდეს.

 

პარტია „თეთრების“ სახელით

თემურ შაშიაშვილი

28.07.2014წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *