თემურ შაშიაშვილი: მეგონა მთელი საქართველო იქ იქნებოდა

მეგონა მთელი საქართველო იქ იქნებოდა, მეგონა ყველა ტელევიზია იქ იქნებოდა…როგორც ჩანს საქართველოში მზად არ ვართ შევაფასოთ 21 წლის ბიჭის ასეთი ქმედება: დედა-შვილი გადაარჩინა, თვითონ დაიღუპა….ეტყობა, არ აწყობთ ასეთი გმირული ქმედების ხალხში გატანა,მსოფლიოში გატანა-ბანდიტების დაცვით, პროპაგანდით, ბინძური ქცევების გამართლებით არიან დაკავებული ტელევიზიები….კიდევ კარგი,რომ ასეთი არ არის ტალევიზია “ქართული”…

მადლობა ოთოს მეგობრებს ასეთი დიდი ქართველობისათვის….ასეთი ბიჭების ბეჭებზე დადგება საქართველო და გაბრწყინდება!

ყოველ ქართველში 301 -ე არაგველი მინდა დავინახო,მეათე ხერხეულიძე მინდა დავინახო,ჟიული შარტავა მინდა დავინახო,ოთარ გურგენიშვილი მინდა დავინახო…

21 წლის წინ დაიღუპა ჟიული შარტავა, 21 წლის წინ დაიბადა ოთარ გურგენიშვილი….ორთავე რუსთავთან არის დაკავშირებული….

ღმერთო საქართველოს პოლიტიკოსები,რომელთაც შეუძლიათ თავგანწირვა ხალხისა და ქვეყნისათვის!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *