პატარკაციშვილი და მოქკავშირის ნგრევის პროცესი:
– ბადრი პატარკაციშვილი ხელისუფლებაში არ უნდა მოსულიყო. ეს არის ჩემი ძალიან მყარი პოზიცია. თქვენ მაშინ ქუთაისში იყავით. წინა წლები მაქვს მხედველობაში , როცა იქ მუშაობდით და ნანახი გაქვთ, როცა პატარკაციშვილი 2-4 ჯერ საკუთარი თვითმფრინავით ჩამოვიდა ქუთაისში. ისიც იცით, რომ გვქონდა იმერეთის გუბერნიაში რამდენიმე დახურული შეხვედრა, მე ჯერ მაშინ ვეუბნებოდი,, რომ არ მოსულიყო ხელისუფლებაში, ბადრი მიმტკიცებდა, რომ იგი ხელისუფლებაში უნდა მოსულიყო არა მისი ნების გამო, არამედ სიტუაცია იყო რთული და სწორედ ეს სირთულე განაპირობებდა მის ნებასაც.
ბადრი პატარკაციშვილს ერთი ამოცანა ჰქონდა – „მოქალაქეთა კავშირი“ უნდა წასულიყო მთელი თავისი შენაკადებით და ახალი პოლიტიკური ძალა უნდა მოსულიყო., ახალ ძალას გარკვეული ახალი სახეებით წარმოიდგენდა. მომიაზრებდა მათ შორის მეც. მისი გათვლებით პირველი პირის სტატუსით უნდა მქონოდა. როცა ბადრი პატარკაციშვილმა ჩამოთვალა, ვინ უნდა ყოფილიყო ამ ახალ გუნდში და ვკითხე, – ამ ხალხს როგორ აერთიანებ მეთქი? არ ვიცი, ეს წამოსცდა თუ ღვთის წყალობით, ჩემდა სასარგებლოდ, ხმამაღლა გააჟღერა , მიპასუხა, – ბევრი ნებით წამოვიდა, ბევრი ვიყიდეო!!! მე ,ას ვუთხარი, გავა დრო და მერე ჩემზეც რომ არ თქვათ, მიყიდეო. აი, ამიტომ არ ვიქნები ამ ძალასთან ერთად მეთქი… და არ დავთანხმებულვარ მის წინადადებას. აქ დამთავრდა კიდეც ჩვენი შეხება ამ კონკრეტული მიმართულებით, რასაც ახალი ძალის ჩამოყალიბება ერქვა.


