პატარკაციშვილი და „ნაყიდი“ პოლიტიკოსები

 

– ვინ იყიდა და ვინ ნებით მივიდა , ყველან კარგად იცის, ოღონდ ხმამაღლა არავინ საუბრობს. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ძალიან ბევრი მათგანი, ვინც მე ბადრი პატარკაციშვილმა თავის დროზე ჩამომითვალა, დღეს „ქართულ ოცნებაშია“. უამრავი პიროვნება კი მიხეილ სააკაშვილის გვერდით და „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყო. ბადრი საუბრობდა არა პარტიებზე, არამედ პიროვნებების ერთობით ახალი პარტიის შექმნაზე, სხვათა შორის, მისი ეს კურსი მიმაჩნდა, რომ სწორი იყო .

მან მომიყვა, როდესაც ის მივიდა ედუარდ შევარდნაძესთან, თუ რა უთხრა, არ დაუმალავს, რომ ქვეყანაში იყო კატასტროფული მდგომარეობა, მიდიოდა საშინელება, რომ ის, როგორც პრეზიდენტი არ  მოქმედებდა და მისი უმოქმედობა ანგრევდა ქცეყანას. ზედიწევნით ვახსენებ ამ ფრაზებს. პატარკაციშვილ- შევარდნაძის საუბარს ესწრებოდა ვაჟა ლორთქიფანიძეხ და მასთანაც შეგიძლიათ ამ ინფორმაციის გადამოწმება. მან ასევე უთხრა შევარდნაძეს, რომ საკადრო ცვლილებები იყო საჭირო, რამდენიმე პიროვნებაც დაუსახელა, მათ შორის მეც ვიყავი/ როგორც მერე მითხრეს, ბადრი პატარკაციშვილს უნდოდა, რომ მე ან თბილისის მერი, ან პრემიერი, ან შინაგან საქმეთა მინისტრი ვყოფილიყავი, რაზეც შევარდნაძეს უთქვამს – შაშიაშვილი ჩვენ არ დაგვინდობსო!

სხვათა შორის, ბადრი პატარკაციშვილი ორ პიროვნებაზე ამბობდა, რომ უღალატონი იყვნენ. პირველი ნომერი იყო გოგი ჯაოშვილი და კიდევ ვალერი გელბახიანი. მე ცოტა გელბახიანის თემას სხვანაირად ვუყურებდი, ბევრს ვაკრიტიკებდი, მძიმედ ვიყავი განწყობილი მის მიმართ/ არ მახსოვს. რამდენჯერაც არ გვქონია საუბარი მე და ბადრის,მას გელბახიანზე აუგი არასდროს უთქვამს. სულ ამბობდა, რომ არც მჯერა და არ მინდა დავიჯერო, მასზე რასაც ამბობენო. ფიქრობდა, რომ ვალერი გელბახიანის ირგვლივ ყველაფერი აგორებული უფრო იყო, ვიდრე რეალობა.

ცხადია, მე დღეს პირდაპირ არაფერს ვიტყვი, ნაყიდ პოლიტიკოსებზე, რადგან არ მინდა, ბევრი დეტალის გახსენება. მიზეზი ადვილი ასახსნელია, თავად  ბადრი პატარკაცციშვილმა აპატია უმეტეს მათგანს ყველაფერი მისსავე სიცოცხლეში და ახლა, მისი გარდაცვალების მერე, ეს ადამიანები მე გავიხსენო, ზნეობრიობაზე რომ არაფერი ვთქვა, უბრალოდ, არამიზანშეწონილია.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *